გურიის მოამბე

ადგილობრივი – “მამათის გამგებლის ყანაში მომუშავე სოციალურად დაუცველებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ”

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მამათის ტერიტორიულ ორგანოში, გელა პატიეშვილის კუთვნილ სიმინდის ფართობში მომუშავე ორ სოციალურად დაუცველს, სამედიცინო დახმარება დასჭირდა”

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მამათიდან აცნობეს.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ამ დღეებში მოხდა, როცა სოფლის თავი, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით სოფელში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს, საკუთარ ყანაში ამუშავებდა,

ერთი დაზარალებული რომელსაც სიცხე აწუხებდა სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაუშვეს, მეორეს კი მედიკოსთა დახმარება დასჭირდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხშირია შემთხვევები, როცა სპეციალური სახელმწიფო პროგრამით სოფელში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს, სოფლის გამგებლები საკუთარ კარ მიდამოში, იძულებით ამუშავებენ.

გასულ წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში აგორდა სკანდალი, როცა რამდენიმე სოციალურად დაუცველმა ღია განცხადებებში, ადგილობრივი გამგებელი, მის საკარმიდამოში  იძულებით დასაქმებაში დაადანაშაულეს.

სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სოფელში,  სოციალურად დაუცველების დასაქმებას ითვალისწინებს, რამდენიმე წელია ხორციელდება.

ამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10 დან 20 მდე მეეზოვების, მცელავებისა და სასაფლაოების მომვლელების საშტატო ერთეული დაიშვა.

დასაქმებულებს ხელფასი გამომუშავების მიხედვით – (მაქსიმუმ 300 ლარი) ეძლევათ, კონკრეტულ ოდენობას, ვის რამდენი მიეცეს, ყოველთვიურად, სოფლის გამგებელი წყვეტს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights