ოზურგეთელი ელენე გოგიბერიძე, “თავისუფალ უნივერსიტეტის” დასრულების შემდეგ, სწავლას, პარიზის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში გააგრძელებს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს”, ელენეს მამამ. შოთა გოგიბერიძემ აცნობა.
მისივე ცნობით, ელენე საფრანგეთში ადმინისტრირების მენეჯმენტის კუთხით გაიღრმავებს ცოდნას.
“გურიის მოამბე” ულოცავს ელენეს წარმატებას, ხოლო რაც შეეხება მის მამას , შოთა გოგიბერიძეს, რომელიც ოპოზიციიდან “ქართულ ოცნებაში” გადავიდა, იმედოვნებს, რომ არაფერს ისეთს არ ჩაიდენს, სანქცირებულთა სიაში რომ მოხვდეს, თორემ ელენეს – ოცნებების ახდენაში შესაძლოა პრობლემები შეექმნას.