უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს და მხარდაჭერას სთხოვს.
“უკრაინელებო და ადამიანებო მთელი მსოფლიოდან! უკრაინის ქალაქების დაბომბვა უნდა შეწყდეს. მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები რაკეტებითა და ბომბებით იღუპებიან. გამოდით თქვენი ქალაქების მოედნებზე 9, 10 და 11 მარტს.
ჩვენ გვჭირდება უკრაინის საჰაერო სივრცის დაკეტვა ან დახმარება, რათა ეს თავად გავაკეთოთ“, – წერს პრემიერი “ტვიტერზე”.