გურიის მოამბე

ანი ქავთარაძე – როგორ გვაჩუქა დასავლეთმა 87.000 ადამიანის სიცოცხლე, 2015 წლიდან დღემდე

 ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს ეთერი ჰქონდა პროპაგანდისტულ ‘იმედზე’. მის მიერ გაპიარებულ ნარკოპოლიტიკას ცალკე გამოვეხმაურები, მაგრამ ამ პოსტში,
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ვისაუბრებ, რომელმაც დღევანდელ დღემდე, 87.000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა !
აღნიშნულით, თავმომწონედ ამაყობს სარჯველაძე, რომლის პარტიაც, 24/7 -ზე ამერიკისა და ევროპის ლანძღვითაა დაკავებული!!!
📌 ახლა, ამბავი იმაზე, თუ როგორ გვაჩუქა დასავლეთმა 87.000 ადამიანის სიცოცხლე, 2015 წლიდან დღემდე:
🎯 ️2015 წელს, ამერიკულმა კომპანია Gilead-მა საქართველო აირჩია, როგორც მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა C ჰეპატიტის ელიმინაცია სახელმწიფოს დონეზე და
ვირუსული ტვირთის შემცირება 90%-ით!
🔸️ რის შედეგადაც, საქართველომ წამოიწყო ერთ-ერთი პირველი, ეროვნული ელიმინაციის პროგრამა C ჰეპატიტის წინააღმდეგ!
🔸️ეს იყო კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი გლობალურ ჯანდაცვაში!
🔸️Gilead Sciences-ის წვლილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში იყო უპრეცედენტო, მასშტაბური და მსოფლიოში ანალოგის არმქონე შემთხვევა.
💊 რას მოიცავდა Gilead-ის კონტრიბუცია?
1. პირდაპირი მედიკამენტების დონაცია – მოსახლეობისთვის უფასოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე;
💲 Gilead-ის ფინანსური(მხოლოდ) წვლილი:
პრეპარატების Sovaldi და Harvoni სრული დონაცია
➡️ მხოლოდ 2015 წელს – $400 მილიონის,
➡️ 2015–2016 წლებში – $1.5 მილიარდის საბაზრო ღირებულების მედიკამენტები
2. კლინიკური პროტოკოლების შემუშავებაში მონაწილეობა – CDC(ამერიკის❗️ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან) და ქართულ მხარესთან(აქაც, არც თუ ისე მცირე წვლილით ამერიკისა და ევროპის მიერ დაფინანსებული საქართცელოს CDC იყო მთავარი აქტორი) ერთად;
3. მკურნალობის ხარისხისა და ეფექტურობის მონიტორინგი;
4. გლობალური ყურადღების მოზიდვა – საქართველო იქცა პილოტურ ქვეყანად მსოფლიო ჯანდაცვაში.
⚠️ 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის ანგარიშით დადგინდა, რომ დაახლოებით 560 მილიონი ლარის (დაახლოებით $200 მილიონის) ღირებულების პრეპარატები, ვადის გასვლის გამო განადგურდა.
❗️️აღნიშნულ პრეპარატებს 2000+ ადამიანის განკურნება შეეძლო!!!
➡️ მიზეზად სახელდება პაციენტების არასაკმარისი მობილიზაცია, არაეფექტური მენეჯმენტი და საინფორმაციო პოლიტიკის სუსტი განხორციელება.
🔸️ სახელმწიფო და დონორების დანახარჯი:
50 მლნ USD სახელმწიფოსა და დონორების მიერ პროგრამის ადმინისტრაციულ და სამედიცინო ლოჯისტიკური მხარდაჭერაზე (სკრინინგი, ლაბორატორიები, მონიტორინგი)
🔸️აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში არასამთავრობო სექტორის წვლილი.
კონკრეტულად კი, ოცნების მიერ არაერთხელ ნალანძღი , “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” ანუ მაშინდელი სოროსის ფონდის მონაწილეობა და კონტრიბუცია.
ზემოაღნიშნულიდან დასკვნა:
❗️ მაშინ როდესაც, ქართული ოცნება / Georgian Dream 24/7 ლანძღავს ამერიკას და ევროპას, ამავე ამერიკისა და ევროპის მიერ მიღებულ ყველა სიკეთეს(მათ შორის ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა!)
❗️ ე.წ. მინისტრის სიტყვები რომ გავაგრძელო, “ეს ნიშჯავს იმას”, რომ 87.000 -მდე ადამიანს სიცოცხლე, სწორედ მათ მიერ მრავალჯერ ნალაძღმა დასავლეთმა შეუნარჩუნა !!!!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights