სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანდება.
საქრთველო ამ დროს რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე საუბრობს, ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, თვით გავრილოვი ითხოვს.
ლავროვი ოსეთს და აფხაზეთს დამოუკიდებელ სუბიექტად მიიჩნევს.
“ალტ-ინფოს” რუსოფილეები “ხალხის ძალამ” მიიბა…
აშშ და ევროკავშირის , სტრატეგიული პარტნიორების გინებაა ქვეყანაში გაჩაღებული ხელისუფლების მხრიდან.( გრანტებსა და დაფინანსებაზე უარს არ ამბობენ ისე).
ვინც მოახერხა გარბის ქვეყნიდან.
ოპოზიცია გახლეჩილია.
არადა არის საქართველოში ღირსეული, სწორად მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც გაერთიანებას ვერ ახერხებს…
და რა…ისევ 25 თებერვალი, ისევ ანექსია?
შეგვაჩვენებს შთამომავლობა და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირული თაობები, ანწუხელიძის სულიც…
აღარ შემიძლია ვუყურო ამ მოცემულობის საქართველოს.” – წერს გორდელაძე.