გურიის მოამბე

ხაბეიშვილს ინფორმაციებს “ოცნების” ყოფილი წევრები აწვდიან-კობახიძე

“ოცნების“ პრემიერი ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილს ინფორმაციას “ოცნების” ყოფილი წევრები აწვდიან. კობახიძემ მათ ფულზე გაყიდულები უწოდა, ხაბეიშვილი კი კვლავ „ანიტად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მისი ინფორმაცია არასდროს გამართლებულა.

თუმცა, ჟურნალისტმა შეახსენა, როგორც რიჟვაძის ამბავი, ასევე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენები, თუმცა, მას ამ კითხვებზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.

ანიტა არის ჭორბიურო, ანიტა არ არის ის, ვისაც რაიმე ინფორმაცია გამოაქვს. 5 ათას ლარს იღებდა ის კონკრეტული წყაროდან. ჩვენიანები არა, მას ყოფილები აწვდიან ინფორმაციას, რომლებიც, აღმოჩნდა, რომ ჩვენიანები არასდროს ყოფილან. ეს ადამიანები ყოველთვის ყოფილან ფულზე გაყიდულები, ისევე, როგორც ბატონი ანიტა. ერთი ინფორმაცია მითხარით, რომელიც ანიტამ გაავრცელა და გამართლდა, -თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights