“ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი” – ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.
“შეგვეძლო მერობის კანდიდატად წარგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა, არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი, ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი.” – განაცხადა კობახიძემ.
კალაძის განცხადებით მისი საარჩევნო სლოგანი “მშვიდობა საქართველოს,
მეტი სიკეთე თბილისს” იქნება.