ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისა და მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:”
გუშინ, ინგა გრიგოლიას თოქშოუში, თაკო ჩარკვიანის და მაია კლანდიას კამათს მივადევნე თვალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის და საქართველოში დაწყებული სამოქალაქო ომის შესახებ.
მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი.
მიუხედავად ამისა, კარგად მახსოვს, ის სამარცხვინო და ტრაგიკული ფურცელი ჩემი ქვეყნისა. ან რა დამავიწყებს..იმ სამოქალაქო ომს, ჩემი თანასოფლელი და ჩემი კლასელი შეეწირა. სრულიად უდანაშაულო,უმანკო სიცოცხლეები გადაყლაპა ძმათა მკვლელმა ომმა. ქართელმა ქართველს ომი გამოუცხადა, ქვეყნა ჩამოაქცია, მის სახელმწოფოდ გარდაქმნას ათწლეულების განმავლობაში განაჩენი გამოუტნა და ყველაზე დიდი უბედურება, ადამინური მსხვერპლი მოიტნა, თან არაერთი. ვინ იდგა ამის უკნა და ვინ ისარგებლა ამით? ამ შეკითხვას ყავს ერთადერთი ადრესატი და ეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია -რუსეთი.
საქართველოს ისტორიული მტერი! გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში, ანუ რა ხდება ახლა ჩვენს თვალწინ? პუტინის რუსეთი ზუსტად იგივე მეთოდებით ებრძვის, ახლა უკვე საქართველოს სახელმწიფოებრივობას. კი,სახელმწიფოებრივობას და მე ამ სიტყვას შეგნებულად ვხამარობ, რადგან მაშინ, ოთხმოცდაათიანებში ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფო, ჩვენ მაშინ გვერქვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა და არა სახელმწიფო.მას შემდეგ რაც საქართველო ხელახლა დაადგა სახელმწიფოს შენებას საუკუნეების შემდეგ და ღიად განაცხადა,რომ ჩვენ აღარ ვაპირებდით გვრქმეოდა რუსეთის უკანა ეზო, ამ პროცესების მთვარმა შემოქმედმა მ.სააკაშვილმა საქართველო ყველაზე დიდ და წარმატებულ მეფის საფლავაზე დადო ფიცი და ჩვენს სახელოვან წინაპრებსაც და ქართველ ხალხსაც შეჰფიცა, რომ წარსულსაც და მომავალსაც გააერთიანედბა ერთი ეროვნული მიზნის ირგვლივ და მას ქართული სახელმწიფო ერქმეოდა. იმ დღიდან პუტინის რუსეთი უფრო დიდ მტრად მოეკიდა საქართველოს, ვიდრე ოდესმე ბოლო წლების განმავლობაში. რადგან სწორედ მ.სააკაშვილის გაცხადებული გეგმა და სურვილები, რომ საქართველო ქვეყნიდან, ტერიტორიული წარმონაქმნიდან,უნდა ექცია ევროპულ სახელმწიფოდ, იყო კატეგორიულად მიუღებელი.იგი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მის ოცნებას,პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები ისევ ერთ სივრცეში შეეთრია და მოეხდინა საბჭოთა კავშირის რეირკარნაცია, ისიც კიდევ უფრო მახინჯი და ბრუტალური ფორმით. ამის მერე იყო ბევრი შიდა ღალატი.ისევ ჩვენდა საუბედუროდ და სამარცხვინოდ, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული და ქართველის ხელით შესრულებული. მაგრამ ისე მტკიცე და ძლიერი იყო სურვილიც და მხარდაჭერაც დასავლეთიდან,რომ საქართველო ნამდვილად გადაქცეულიყო პოსტსაბჭითა რესპუბლიკიდან დასავლურ სახელმწიფოდ, რომ მიუხედვად უამრავი შიდა ღალატისა, პუტინმა ვერ მოხერხა ჩვენი გზიდან გადაყვნა ჩრდილოეთის მიმართულებით(ამ გზაზე იყო უამრავი შეცდონები,გადაცდომები,სამწუხაროდ დანაშაულებიც, მაგრამ არ ყოფილა მთავარი იდეის ღალატი -საქართველო გადაქცეულიყო სახლმწიფოდ!)ამიტომაც, 2008 წელს, პუტინმა გადაწყვიტა, პირდაპირი ინტერვენეცია მოეხდინა საქართველოსი და ყველაზე დიდი სამხედრო დანაყოფით თავს დაესხა საქართველოს სახელმწიფოს. მისი მთვარი მიზანი საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ცვლილება და მის მიერ მართული მარიონეტების მოყვნა მმართველობაში(სამწუხაოდ ე.წ მე-5 კოლონის ნახვა აქ არ გაუჭირდებოდა,ქასთინგი იყო გამოცხადებული კრემლის კარზე)პუტინს არ ეგონა და არც დაუმალავს(ეტყობა კარგად ვერ ემუშავა შიდა მტრებმა)თუ ერთ დროს, სრულად ჩამოშლილი და დეზორიენტირებული ჯარიდან, ასე მოკლე მონაკვეთში, ნამდვილი გმირების სამხედრო არმია დახვდებოდა. არც ის ეგონა, თუ იმხელა მხარდაჭერა ექნებოდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ცივილიზებული სამყაროდან და როცა დაინხა,რომ სრულიად ცივილიზებული სამყარო ფიზიკურად გადაეფარა ქართულ სახელმწიფოებრივობას, უკან დაიხია. დაახევიენს. უკან დახეულმა და იმედგაცრუებულმა,მიუხედვად იმისა,რომ გამოუსწორებელი ზინაი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს ყველა მიმართულებით, მთვარი მიზანი ვერ იქნა მიღწეული – პროდასავლური ხელისუფლება ვერ დაამხო და საქართველოს ვერ გადაახვევინა, მის მიერ არჩეული გზიდან. ამიტომაც სწორედ იმ ისტორიულ გეგმას მიმართა,რომელ გეგმასაც საქართველოს წინააღმდეგ, ორასი წლის განმავლობაში, არაერთხელ მიმართა რუსეთის იმპერიამ სხვადსხვა ფორმაციაში. ისევ ქართველის ხელით უნდა მოეხდინა, ქართული სახელმწიფოებრივობის ხელყოფა(აბა საქართველო როგორც სამშობლო და ტერიტორია, პუტნმა და ივანიშვილმა კი არა,აღა მახმადხანმა,მურვან ყრუმ და თემურლენგმა ვერ წაგვართვა) ამ დროს,ბიძინა ივანიშვილის უკვე ჰქონდა ქველმოქმედის და ფილანტროპის მანტია მოსხმული.მასზე ლეგნდებიც კი დადიოდა როგორც “კეთილი ბიძიის”, რომელმაც თურმე, იმ ნაყინის გამყიდველს, რომელმაც ერთ დროს ღარიბ ბიძას ნაყინი აჩუქა, რადგან მას მისი საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა თურმე,ცხოვრება მოუწყო.(ეს ერთ-ერთი ლეგენდაა იმ კაკებეშნიკური მარავალი ლეგენდიდან,ივანიშვილის შესახებ)აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის,რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილს მთელი მისი უძრავი და მოძრავი კაპიტალი ჯერ კიდევ პუტინის რუსეთში ჰქონდა. საიდანაც მისი გამოტანა და უსაფრთხო ადგილზე გადატანა პუტინის ნების და მისი ვიზრების გარეშე სრულიად შეუძლებელი იყო.თან ვინ თუ არა პუტინმა ზუსტად იცოდა იავნიშვილის ბინძური, კრიმინალური წარსულის შესახებ, რომლითაც ის უზარმაზარი ქონება დააგროვა, რომელსაც შვილებზე მეტად უფრთხილდებოდა ბიძინა ივანიშვილი და გარიგებაც შედგა – ივანიშვილს მთელი რესურსი უნდა გამოეყნებინა არსებული ხელისუფლების შესაცვლელად და ხელისუფლებში უნდა მოსულიყიო თავად, ერთდაერთი მიზნით, საქართველოს გადაეხვია მისი იტორიული კურსიდან მარცხვნივ, ჩრდილოეთისკენ და ამ შემთხვევში პუტინი მას, მის რუსეთში შეგროვილ დიდძალ ქონებას, დედის რძესავით შეარგებდა. 2012 წელს ეს გეგმა ივანიშვილმა წარმატებით განახორციელა. ქართველი ხალხის საბჭოთა ნოსტალგიის,დასავლეთის შეგნებული თუ შეუგნებელი გულუპრყვილობით,არსებული ხელისუფლების დაღლილობით და წარსული მძიმე და შედარებით მძიმე შეცდომებით.2012 წლის მერე დღემდე ჯახირობს,ჯახირობს ივანიშვილი,რა ექსპერიმენტებს აღარ მიმართა,რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო გააუქმოს და პუტინს ჩაუგდოს ხელში, როგორც ისევ წარმონაქმნი.საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე პირდაპირ სოციალური მმართველობას ეწევა,გააღარიბე და მართეს ეგიდით,ვინც ამას არ შეეგუა და გასაქცევი ნახა ქვეყნიდან გაიქცა,მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული მასა ისევ ი ქართული სახელმწიფოებრივობის იდეის ერთგულნი დარჩნენ და ჩვენ მხოლოდ მათი წყალობით ვდგვართ ახლა ფეხზე. და რა თქმა უნდა, უკრაინა წამოგვეწია მაშინ, როცა უკვე სულს ვღაფავდით. რომ არა უკრაინა,ჩემის აზრით, პუტინ-ივნიშვილს მათი გეგმა საქართველოსთან მიმართებაში უკვე სისრულეში ექნებოდათ მოყვანილი.
ახლა ყველაზე მთავრი, სწორედ ამ კრიტიკულ მასას მივმართავ. ვინმეს მოგწონდათ ან/და არ მოგწონდათ,ეთანხმებოდით თუ არ ეთანხმებოდით,გიყვარდათ თუ გძულდათ,მთელს ჩემს ამხელა სტატუსს ჰყავს სამი გმირი. ჩემის აზრით,ორი ანტიგმირი და ერთი ნამდვილი გმირი(შესაძლოა ამაშიც არ მეთანხმება ვინმე,არაა პრობლემა)გვინდა თუ არ გვინდა,ამას ვაღიარებთ თუ არა,საქართველოს როგორც სახელმწიფოს ბოლო ხანა, პირდაპირ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს,მეტიც, იგი ამ თანამედროვე სახლმწიფოს ავტორია, რა თქმა უნდა, უამრავ პატრიოტ თანაგუნდელთან ერთად და სწორედ ამ კაცს ახლა პუტინი კლავს საპყრობილეში ივანიშვილის ხელით. სააკშვილის სიკვდილი, როგორც ეს აქვს გადაწყვეტილი პუტინს, როგორც ქართული სახელმწიფოებრივობის ავტორის არის თქვენი მარცხი,ვინც დღეს ამას შორიდან უყურებთ დამკვირვებლის როლში. მერწმუნეთ,მე ეს სტატუსი სწორედ იმ სამარცხვინო ისტორიული ექსკურსით დავიწყე,რომელიც აგერ ახლა,ჩვენს თვალიწინ მოხდა და მაშინაც ვდუმდით.მაშინაც ისე მიიყვანა რუსეთის იმპერიამ თავის გეგმა ლოგიკურ დასარულმადე, ჯერ 98% არჩეული პრეზიდენტი ტყეში,გაურკვევლ ვითარებში მოკლა და მერე სამოქალაქო ომი გააჩაღა და ერთმანეთი დაგვახოცინა.მერამდენედ უნდა წავიდეთ ერთი და იგი გაზაზე?გაზაზე რომელსაც ამ ქვეყნის,როგორც სახელმწიფოს მარცხვი ჰქვია და სხვა არაფერი.ამიტომ,მ.სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა ამ მომენტისთვის არის,ჩვენის ქვეყნის ეგზისტენციულური საფრთხეც და გამოწვევაც.თუ მიშას მოკლავს პუტინი ციხეში ჩვენს როგორც სახელმწიფო რომელსაც გვართმევს, დავმარცხდებით და თუ ყველანი ერთად დავდგებით,მიუხედავად მისდამი დამოკიდებულებისა, მას გადავრჩენთ ფიზიკურად, როგორც სახელმწიფო გავიმარჯვებთ! არჩევანი თქვენზეა!!!” – წერს ასკურავა.