გურიის მოამბე

2 დაპირება მაქვს – თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და როგორც შესაძლებლობების ქალაქი – კალაძე

 დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი – ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს.

თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ. მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად.

თქვა კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენისას.

31 ივლისს, ქართულმა ოცნებამ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით წარადგინა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights