გურიის მოამბე

ლაოსის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს ორი სპილო აჩუქა

31 ივლისს კრემლში რუსეთსა და ლაოსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 65 წლისთავზე ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ლაოსის პრეზიდენტმა, თხონგლუნ სისულიტმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ორ სპილოს ჩუქნის.

“მეურნეობაში გამოგვადგება”. – თქვა პუტინმა.

კრემლში განაცხადეს, რომ ქვეყნების ლიდერებმა შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარულ საკითხებზე იმსჯელეს.

2024 წელს მიანმის პრემიერმინისტრმა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარების ნიშნად, რუსეთს 6 სპილო აჩუქა, რომლებიც ამჟამად მოსკოვის ცირკში ბინადრობენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights