უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თინა კანდელაკი ძებნილად გამოაცხადა.
კრემლის პროპაგანდისტს, გაზპრომმედიას გენერალურ დირექტორს “უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ხელშეუხებლობაზე თავდასხმა” ედება ბრალად.
2022 წლის მარტში უკრაინის სასამართლომ კანდელაკი დაუსწრებლად დააპატიმრა. იგივე განაჩენი გამოუტანა კიდევ ერთ პროპაგანდისტს, RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანდელაკზე ძებნის გამოცხადებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა:
“მას 2022 წლის შემდეგ მეორედ აცხადებენ ძებნილად. ოპერაცია Cherchez la femme (ეძიეთ ქალი) კიევის რეჟიმის შესრულებით”.
თინა კანდელაკი წარმოშობით ქართველი რუსი ჟურნალისტია, რომელიც წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას უჭერს მხარს.
2017 წელს კანდილაკი უკრაინული საიტის, მიროტვორეცის სიაში მოხვდა. სიაში შეყვანილნი არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ.