document.body.remove()
გურიის მოამბე

”გმირი უკრაინელების სახელოვან პრეზიდენტს აღმატებული პატივით მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი” – ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტს ეხმაურება და წერს:
”წითელმა ხალიჩამ, სამზედრო ბაზის საწყობში შენახულმა, დანესტილ-დამტვერულმა, რომ ვერც კი გაწვდა ფეხით გასავლელ მანძილს, დიქტატორის და მისი ლაქიების ჭია კი გაახარა, ბევრიც დააბნია, ნუთუ ასეთი პატივით უნდა ხვდებოდეს თავისუფლების ავანგარდში მყოფი ზესახელმწიფოს ლიდერი ომის დამნაშავე ჯალათსო?!
ვინც ყურადღებით, თემის ცოდნით და ცივი გონებით დააკვირდა ამ სცენოგრაფიას, მაშინვე მიხვდა – ტრამპმა ოსტატურად შენიღბა თავისი მთავარი განზრახვა და, მართალია, ბეჯითი მოსწავლის მსგავსად, გაკვეთილზე ფრიადის მისაღებად მომზადებული პუტინი, გაზუთხული ტექსტით, მასპინძლის გულის მოგებას და გაკვირვებას ეცადა, არაფერი გამოუვიდა – იმ ცნობილი რუსული ფერწერული ტილოს სახელწოდებისა არ იყოს, ასეთ თაღლითებთან ურთიერთობაში სტაჟიანმა ტრამპმა, ვინ იცის, გულში რამდენჯერ ჩაიხითხითა, დაჯექი, ისევ ორიანიო!
დღეს კი თეთრ სახლში დიდი დღეა! იქ ნამდვილ ლიდერებს, ნორმალურებს, და გმირი უკრაინელების სახელოვან პრეზიდენტს, სულ სხვა, აღმატებული პატივით მიიღებს პრეზიდენტი ტრამპი და ეჭვიც არ შეგეპაროთ, პუტინის ვირეშმაკული სიხარული ნაადრევი, შეურგებელი დარჩება. იმიტომ, რომ უკრაინის, საქართველოს და სხვა მაგავსი ქვეყნების კრემლის მარწუხებისგან დახსნა, ივანიშვილ-კობახიძისნაირი კლანური რეჟიმების დასრულება ახლა, უპირველესად, ღირსების, სამართლიანობის, ისტორიული კანონზომიერებისა და აგრეთვე ზედმიწევნით პრაგმატული ინტერესების საქმეა!
სამყაროში ფერიცვალების მისტერიის, სიმართლეში განახლების დიდებული დღე დგება!”- წერს ახვლედიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights