თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პირველი ლედის წერილი გადასცა მელანია ტრამპისთვის.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებს ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან.