document.body.remove()
გურიის მოამბე

სინდისის პატიმრების ანგარიშზე კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ 10 000 ლარი ჩარიცხა – მარიზი კობახიძე

“სინდისის პატიმრების ანგარიშზე კალათბურთელმა, გიორგი ცინცაძემ 10 000 ლარი ჩარიცხა” – ამის შესახებ თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

სინდისის პატიმრის დედა კალათბურთელს გვერდში დგომისთვის საჯარო მადლობას უხდის.

”შემთხვევით საქართველოს ბანკის ანგარიშზე..სადაც ირიცხება სინდისის პატიმრების თანხა ვნახე რომ ჩაირიცხა 10 000 ლარი. გავხსენი ესემესი და კალათბურთელ გიორგი ცინცაძეს პატიმრებისთვის ჩაურიცხია ეს თანხა. საჯარო მადლობა მას ამ გვერდში დგომისთვის ყველა პატიმრის სახელით. გვიყვარხარ გიორგი და წარმატებებს გისურვებთ,” – წერს მარიზი კობახიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights