ნინო ჯანგირაშვილი; ჟურნალისტი: ტვ “კავკასია”
ვუსმინე გახარიას ინტერვიუს და ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ ჩემი აზრი:
1. გახარია უბრალოდ გაიქცა. საცოდაობა იყო იმის ყურება, როგორ ცდილობს ეს შეფუთოს და რაღაც “სოლიდური“ სახელი დაარქვას, რომ აი რაღაც “ანალიტიკურ მივლინებაშია“ და გერმანიაში რაღაც ანალიტიკურ საქმიანობას მიჰყოფს ხელს. არადა უბრალოდ შეეშინდა და გაიქცა.
2. შიში არ არის დასაძრახი, ყველანი ადამიანები ვართ და მთელი ჩვენი ცხოვრება შიშებთან გამკლავებაა. ზოგს ვერევით, ზოგს ვერ. გაქვს უფლება ციხის გეშინოდეს და გარბოდე, მაგრამ მაშინ აი, იქვე უნდა დაამთავრო ინტერვიუ, სადაც ამბობ, რომ ვითომ გერმანიაში თავშესაფარი კი არ მიიღე, არამედ სამუშაო უფლება თუ რაღაც სტატუსი, და ბლაბლაბლაბლა, რომ თავისუფლად იანალიტიკოსო და იქიდან აწარმოო აქ საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა.

4. შესაბამისად გახარიას არცერთ სიტყვას, არცერთ მოსაზრებას რეჟიმზე, მის დამარცხებაზე, ოპოზიციონერ კოლეგებზე აღარ აქვს აზრი და ფასი, თუმცა მაინც უნდა ითქვას რამდენიმე რამ ცოტა ვრცლად:
გახარიას არანაირი უფლება არ აქვს აგდებით ილაპარაკოს იმ პოლიტიკოსებზე, ვინც ციხეში წავიდა სრულიად გააზრებულად, იმიტომ რომ რეჟიმს შიში არ აჩვენა (მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი მე არ მომწონს როგორც პოლიტიკოსი).
გახარიას არანაირი უფლება არ აქვს რაღაც პოლიტიკურ კონფიგურაციებზე, მომავალზე, არჩევნებზე, ბრძოლის გზებზე ილაპარაკოს, რადგან შიშის გარდა მეორე მოტივი, რაც მას ამოძრავებს ფულია. უტიფარი რომ არ იყოს, თავადვე შერცხვებოდა პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივებით იმის ახსნა, რაც სინამდვილეში მხოლოდ ფულის გამო გააკეთა: იმიტომ არ ჩახსნა სია, რომ დაფინანსება შეუწყდებოდა და ეს თვითონაც აღიარა. იფიქრა, რომ რაღაც შუალედურ უკანალის თამაშში გაძვრებოდა. მაგრამ ქოცი რისი ქოცია, რომ მისთვის სახე ბოლომდე არ აეხია: პარლამენტის სხდომების გაცდენის გამო დაფინანსება მის პარტიას მაინც შეუწყვიტა.
ამიტომ, ახლა, როცა ახალი თორმეტი წევრი შევა პარლამენტში ისინი სავარაუდოდ უფრო “კარგად მოიქცევიან“, ანუ სხდომებზე ივლიან, რომ პარტიას დაფინანსება აღუდგეს. ეს იქნება გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი მოტივი. არადა გუშინ ბაქიბუქებს შორის რაღაც სისულელეები ჩაახუჭუჭა და ჩვენ ახლა თავი უნდა ვიმტვრიოთ, ღმერთო ჩემო, ნეტავ რატომ შევა პარლამენტში, ნეტავ შევა თუ არა. მერე ვიკამათოთ, იყო ბოიკოტი სწორი გზა თუ არა. არადა სწორი გზა იყო, და ქოცებს სახე აეხათ ბოიკოტის გამო. და ახლა იმიტომ რომ გახარიას დაფინანსების აღდგენა უნდა, ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ ამაზე?
5. და ბოლოს, რას გვასწავლის გახარიას მაგალითი: როგორც კი ქოცთან უკანალის თამაშს იწყებ სახე გეხევა. როგორც კი შიშს დაემორჩილები, სულ გასაქცევად გექნება საქმე და ირბენ დაუსრულებლად, თან პერიოდულად ქოცი წაგეკაიფება კიდეც. როგორც კი ქოცის თამაშში არ შედიხარ და შიშს არ აჩვენებ, ქოცს ერხევა.
გახარია უტიფარი რომ არ იყოს, ბოდიშს მოუხდიდა იმ აქტივისტებს, ვინც ყველაფერი გვერდზე გადადო, ფინანსები, პირადი ცხოვრება, კომფორტი და პროტესტს სიცოცხლეს უნარჩუნებს, იმიტომ რომ მხოლოდ უწყვეტი პროტესტით და სითამამით დავამარცხებთ ამ ბაღლინჯოებს.
გახარია უტიფარი რომ არ იყოს, ბოდიშს მოუხდიდა ციხეში მყოფ კოლეგებს და ყველა პოლიტპატიმარს, რომლებიც სიმამაცის იშვიათ მაგალითს გვაჩვენებენ და შთაგვაგონებენ. ბოდიშს მოუხდიდა მათ მშობლებს, რომლებიც, როგორც ერთი, ისე გულშემატკივრობს ყველა პატიმარს და ერთი დღე არ დაუსვენიათ ისე არიან ჩართული პროცესში.
გახარია რომ უტიფარი არ იყოს, ბოდიშს მოგვიხდიდა იმის გამო, რომ შიშმა აიტანა და პოლიტიკიდან წავიდოდა.
მაგრამ უტიფარია და ამას არ გააკეთებს.
ამიტომ ჩვენ თვითონ დავივიწყოთ, დავტოვოთ თავის “გერმანულ ანალიტიკაში“ მარტო და ჩვენს საქმეს მივხედოთ.