ირაკლი კობახიძე ადასტურებს რომ გაეროში მის ნაცვლად საქართველოს სახელით მსოფლიოს მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს. გენერალურ ასამბლეაზე კობახიძე ჩაუსვლელობის მიზეზად შიდა საქმეებს ასახელებს, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ კობახიძემ ამ პოლიტიკური სვლით საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს.
გაეროში გენერალური ასამბლეის პარალელურად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთთან ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. კობახიძემ იცის, რომ მას ხელს ცივილიზებული სამყაროს დიდი ნაწილი არც კი ჩამოართმევს, ამბობს ოპოზიცია და იხსენებს, როგორ გააუქმეს შარშან კობახიძეს ამერიკის პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევა, წელსაც რომ იგივე კრახი არ ჰქონდეს, ახლა ამიტომ წამოწიეს წინა ხაზზე ყაველაშვილი.
გაეროს ტრიბუნა იდეალური შესაძლებლობაა იმისა, რომ ისაუბრო გამოწვევებზე, ქვეყნის და რეგიონის ინტერესებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე და რუსულ ოკუპაციაზე, თუმცა ახლა ტრიბუნასთან იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი იდგება, ვინც ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.