“ივანიშვილს კობახიძის თავი გამზადებული აქვს” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს “კობახიძეს გადაუგდებს” და ამით დაკმაყოფილდებიან, ცდება.
”ირაკლი კობახიძის თავი ბიძინა ივანიშვილს აქვს გამზადებული. არ კმარა, ახლა ვინმეს თუ გონია 4 ოქტომბერს 100 ათასობით ადამიანი შევიკრიბებით და თურმე კობახიძეს გადმოგვიგდებს და ამას შევჭამთ – ეს კბილები გრიგოლიჩ ხალხმა მოიცვალა.
ახლა ვინც მიყურებთ, თქვენზეა დამოკიდებული… თქვენ უნდა მოხვიდეთ, ყველანი, პულტები გადააგდეთ, 3 ოქტომბრიდან ტელევიზორები შეგიძლიათ, რომ უბრალოდ დალეწოთ – რატო? იმიტომ რომ ქვეყანაა დასაცავი,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.








