“ბათუმში, ე.წ. თავისუფლების კვარტალში, მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დაანონსდა. _ დღეს, 15 საათზე, თბილისში დაანონსებული აქციის პარალელურად, ნიკა მელიას დაკავებას გავაპროტესტებთ ბათუმში, თავისუფლების კვარტალში. ველოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება და ის, რომ არ გავხდეთ რუსეთის გუბერნია”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაციონალების ერთ_ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ.