გურიის მოამბე

სარჩელი “მეოცნებე” მამის თანამოაზრეების წინააღმდეგ – ანუკი ჩრდილელი სამართლებრივ დავას იწყებს

“ქართული ოცნების” სტაჟიანი წევრის შვილი, მამის თანაპარტიელებს სასამართლოში უჩივის. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე ანუკი ჩრდილელმა განაცხადა, რომ გაჩუმებას არ აპირებს. პროევროპული აქციების მონაწილე რუსთაველზე დააკავეს, ამის შემდეგ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა დაწერეს, რომ მამა შვილს წლებია კონტაქტი არ აქვთ და ახალგაზრდა ქალს მენტალური პრობლემები აქვს.

ოთარ ჩრდილელი, ორგზის პარლამენტის წევრი, კახი კალაძემ ახლა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა, მისი შვილი კი მამის პოლიტიკური გუნდის პრორუსული კურსის წინააღდეგ თვეებია ქუჩიდან იბრძვის. ის პოლიციამ, ორი დღის წინ, აქციის დროს სრულიად უმიზეზოდ დააკავა.

ცემა გაყინული ბოთლებით ფარდებ ჩამოფარებულ საპოლიციო მანქანებში – ასეთ მეთოდებს მიმართავს გელაძის უწყება ევროპული მომავლის მცველების დასასჯელად.

პოლიციაა განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ქალი აქტივისტების მიმართ. ირკვევა, რომ სასამართლოში გადაყვანილ აქტივისტებს სხეულზე სილურჯეები აქვთ, რომელიც დაკავების შემდეგ მიაყენეს. ქალი აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავების შემდეგ ღირსებს შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights