“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბრიუსელში გაგზავნილი დოკუმენტი 55-გვერდიანია და მას ხელს აწერს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი. წერილში “ოცნება” ძირითადად საკუთარი თავის ქებითაა დაკავებული.
ოპოზიციისთვის განსაკუთრებით ცინიკურია ის მიმართულებები, რითაც იქებს თავს ივანიშვილის გუნდი. “ოცნება” ბრიუსელს უმტკიცებს, რომ ჟურნალისტების უფლებებს იცავენ და სასამართლოც ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა. “რადიო თავისუფლების” წყაროს ცნობით, ამ ანგარიშის ევროკომისიაში არ სჯერათ და მას სრულიად დაუსაბუთებელს უწოდებენ.
“ოცნება” ბრიუსელს თან ქებათა-ქებას უგზავნის და თან ლანძღვასაც ზედ აყოლებს. ირაკლი კობახიძეს ისევ კაცების გათხოვება აშინებს.
ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე “ოცნება” პასუხისმგებლობას სრულად იხსნის და ისრები ევროკავშირისკენ გადააქვს, თუმცა დასავლეთის გაშავების პროპაგანდა ხალხზე არ მუშაობს. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა აგვისტოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა და გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტის აზრით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება.








