გურიის მოამბე

ხალხი ნაციონალური წარსულით – ვინ არიან მდინარაძის მოადგილეები

ანრი ოხანაშვილის ოთხი მოადგილიდან ყველა სახლში გაუშვეს, დღეს დილით სუს-ში მდინარაძის კადრები მივიდნენ. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს კაცი “ნაციონალური წარსულით”. ლევან ხარაბაძე ვანო მერაბიივლის შინსაგან სასქმრთა სამინსიტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანი იყო, მას 2009 წელს აქტივისტების ცემაში სდებდნენ ბრალს.

ხარაბაძე სუს-ში მისვლამდე პირადად ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად დანიშნა. ამ თანამდებობაზე სულ 4 თვე გაძლო. ლევან ხარაბაძის შესახებ ინფორმაციას არქივი ინახავს – 2009 წელს ის ვერის პოლიციის უფროსი იყო და თბილისის პოლიციის დეპარტამენტთან მოქალაქეების დარბევას ხელმძღვანელობდა. კადრები 2009 წლის 15 ივნისსა გადაღებული. ხარაბაძე “ოცნების” პროკურატურამ ხალხის დარბევის საქემზე გამოკითხა.

ხარაბაძე არ უარყოფს, რომ დარბევისას ადგილზე იყო, მაგრამ დანაშაულზე პასუხისმგებლობას იხსნის. ის ამ დრომდე არ დაუსჯიათ, მეტიც სუს-ის ჩინოვნიკობამდე მიაღწია. წულუკიანის კომისია 2009 წლის დარბევით დაინტერესდა, მაგრამ ხარაბაძის ფიგურით არა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights