გურიის მოამბე

ივანიშვილი საქართველოს არუსებს, გამოსავალი მშვიდობიან წინააღმდეგობასა და ახალ პროტესტშია – ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძემ ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ შფოთვა და კრიზისის შიში აქვს, ძალადობრივ ჯგუფებს დაეყრდნო და ქვეყნის მართვა კრიმინალურ მეთოდებზე გადააყვანა. ამის შესახებ მან მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამოსავალი ახალი საპროტესტო კერების გაჩენასა და მოქალაქეთა სიმრავლეშია.

“ოცნებას” ეშინია, როგორც ყველა რეჟიმს, რომელიც კრიზისშია, რომელსაც უკვე აქვს შფოთვა, იმიტომ, რომ რესურსიც აღარ აქვთ, ეშინიათ სიახლის, ეშინიათ მოულოდნელი პროტესტის და ახალი კერების გაჩენის. ახლა “შპანა” ჰყავთ და “შპანას” ამარა არიან დარჩენილები, მოძალადეების, კრიმინალური ჯგუფების, თვითონ კრიმინალური ორგანიზაციაა “ქართული ოცნება”. ეს კალაძე, გაუგებრობა, თავხედი, თან როგორი, რომ ქალაქის ცენტრში გადაწყვიტა თავისი შტაბის მოწყობა, მორიგი რუსული შტაბის თბილისში. არ გამოუვა, ჩვენ ვნახეთ, რაც ქნეს. არ მგონია, რა პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რო სულელი იყოს და ვერ ხვდებოდეს, რომ ივანიშვილი საქართველოს არუსებს, მას სიამოვნებდეს გალახული გოგოების ყურება. ვნახეთ, კალაძეც რას ამბობდა, რომ ესენი ქალები არ არიანო. ამორალურია აბსოლუტურად…

გამოსავალი სიმრავლეშია, ახალ საპროტესტო კერებში, მშვიდობიან წინააღმდეგობაში, მეტ ხალხში, იმიტომ, რომ ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს” – ამბობს ბუღაძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights