გურიის მოამბე

“ოცნება“ სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, მაგრამ არ გამოუვა – ნატაშა ლომოური

“ოცნება“ სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, მაგრამ არ გამოუვა, -ამის შესახებ კალაძის საარჩევნო შტაბთან აქციაზე მყოფმა მწერთლა სახლი ყოფილმა დირექტორმა ნატაშა ლომოურმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ხალხი ქუჩაში უწყვეტად იმიტომ დგას, რომ ქვეყანა გარუსებისგან დაიცვან.

”ესენი არიან ფარისევლები, გამყიდველები და რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ აპირისპირებს ერთმანეთთან. ომი არ გვინდა იძახიან და სამოქალაქო დაპირსპირება გვინდა? შეხედონ რა ხალხია აქ შეკრებილი, 286 -ე დღეა უკვე, რომელი ადამიანი, იმათი რიგებიდან, ფულის, დაშინების და შანტაჟის გარეშე გაუძლებდა ამას. ჩვენ ვდგავართ მარტო იმიტომ, რომ ქვეყანა რაღაცნაირად დავიხსნათ გარუსებისგან. ესენი უკვე არიან რუსები და მოღალატეები. 

სამოქალაქო დაპირისპირება არ გამოვა, ეს არის რაღაც მარგინალიზებული ჯგუფი, გაუგებარი ტიტუშკები, შემოკრებილი, ამათი ძალით უნდათ ფონს გასვლა, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და სადარდებელი რაც არის ამ პროცესში, არის ის, რომ პოლიცია დღეს დგას ძალადობის მხარეს, ჩვენ ფაქტობრივად მათი იმედი არ გვაქვს”- განაცხადა ნატაშა ლომოურმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights