გურიის მოამბე

ხაბეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, ზოდელავას – საპატიმრო გირაო

ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო. მასთან ერთად, ტელეფონის გადამალვის გამო დაკავებული მურთაზ ზოდელავა კი საპატიმრო გირაოს, 25 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდება.

ხაბეიშვილისა და ზოდელავას ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს იმ მიზეზით, რომ ენმ-ს ლიდერის დაკავების განჩინება სიქტურაშვილს ჰქონდა გაცემული და მისი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით უკვე გასაგები იყო. ეს შუამდგომლობა სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია.

სასამართლოში ხმაურის გამო ფიქრია სიქტურაშვილმა სხდომა დახურა, არ დაუშვეს არც ჟურნალისტები.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 4 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.

ლევან ხაბეიშვილს პროკურატურა ედავება უკანონო ქმედების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

11 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მურთაზ ზოდელავა დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights