რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ უფაში დრონებმა Башнефть-Новойл-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რის შედეგადაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
გამოცემა Українська правда უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში (ГУР) საკუთარ წყაროებზე დარყდნობით წერს, რომ იერიში ГУР-მა მოაწყო.
ქარხანაზე იერიშის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც ვრცელდება, ცნობებს ასევე ბაშკირეთის ხელმძღვანელი, რადიი ხაბიროვი ავრცელებს.
ბაშკირეთში “უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის” რეჟიმი გამოცხადდა და უფას აეროპორტის მუშაობა შეჩერდა, ქალაქში ასევე მობილურ ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა.
УП-ის წყაროების თქმით, ობიექტზე კამიკაძე დრონების იერიშის შედეგად მსხვილი აფეთქებები მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში ნავთობის პირველადი გადამუშავების ვაკუუმური სვეტი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
სოციალურ ქსელებში ადგილობრივი მცხოვრებები წერენ, რომ ქალაქში დრონის გამოჩენის შემდეგ ქარხანაში აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
ხაბიროვის თანახმად, ქარხანაზე იერიშის დროს ორი დრონი ჩამოაგდეს, ერთ-ერთი დრონი კი ქარხნის ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ქარხანამ “უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო, გაჩნდა ხანძარი, რომელსაც ამჟამად აქრობენ”.