საქსტატს თუ დავუჯერებთ, ხელფასები გაიზარდა და საშუალო მაჩვენებელი უკვე 2 200 ლარია. ახლა მთავარი კითხვაა, ვის გაეზარდა ხელფასები? – აშკარაა, რომ ამ ადამიანებს არა.
საქსტატის მონაცემებით, საშუალო ხელფასი წინა წელთან შედრებით 10%-ით არის გაზრდილი. ასახავს ეს თუ არა ეს რიცხვები საქართველოს მოქალაქეების რეალობას? ეკონომისტებს ცალსახა პასუხი აქვთ – არა. ქვეყნის მთავარი მთვლელი ითვლის ჩინოვნიკების კოლოსალური ხელფასისა და ხალხის მინიმუმალური შემოსავლის საშუალოს. ასე ვიღებთ 2000 ლარზე მეტს საშუალო ხელფასად.
რიცხვები ყოველ წელს იცვლება, მაგრამ ხალხის რეალობა არა. საქტსტატმა დათვალა და დაადგინა, რომ ყველაზე მაღალი ხელფასები დედაქალაქშია, საშუალოდ 2 500 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1 100 ლარი. ექსპერტების შეფასებით, ასე ცდილობენ ხალხს შეუქმნან წარმოდგენა, რომ თითქოს უფრო მეტი აქვს რაც რეალობასთან ახლოსაც კი არ არის.