თავისუფლება ლომთა ხვედრია – ამ შინაარსის სტატუსს აქვეყნებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ქართული ოცნების” აქციის დასრულების შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილმა სანდრო გურგენაძისა და ოთო ბაზერაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“-ს ვიდეო გააზიარა წარწერით:
”ამ ქვეყანას ვერავინ დააქცევს, ვერავინ გახლეჩს, ვერავინ დაიმონებს… თავისუფლება ლომთა ხვედრია” – წერს ზურაბიშვილი.
მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” საყოველთაო მობილიზაცია შეაფასა:
“პუტინისეული” ქმედებაა – დაწერა ზურაბიშვილმა “ოცნების” კონტრაქციაზე.