ოზურგეთში მოღვაწე, მესამე სექტორის ერთ ერთი ლიდერი, ლევან მჟავანაძე, ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მუქარას, ყველა განსხვავებული აზრის ადამიანის სამაგალითოდ დასჯაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც ამ უკანასკნელმა საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე გააჟღერა, ეხმაურება და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
“ისტორიაში არის ცნობილი მომენტი, როდესაც ალესანდრე მაკედონელის მამა მეფე ფილიპე სპარტას შემოსევით დაემუქრა.
ფილიპემ სპარტელებს წერილი გაუგზავნა: “სჯობს ახლავე დამემოორჩილოთ, რადგან თუ მე თქვენს ქალაქს დავიპყრობ, ყველას გაგანადგურებთ”.
ამაზე სპარტელების პასუხი მხოლოდ ერთი სიტყვა იყო: „თუ“.