გურიის მოამბე

როგორ ჩაიგდეს გურულებმა ხელში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები

როგორ ჩაიგდეს გურულებმა ხელში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები
.
„კიევი – საინტერესო დეტალები გვაცნობეს გურულების მიერ შავი ზღვის ფლოტის ხუთი გემის ხელში ჩაგდების თაობაზე.
.
შავი ზღვის ფლოტის ერთი ჯავშნოსანის, ორი კრეისერის და ორი ნაღმოსანის ბათუმის პორტში შესვლის შემდეგ მეზღვაურები ნაპირზე გადავიდნენ.
.
როგორც ჩანს გემების ჩასვლის შესახებ ცნობილი იყო გურულების რაზმებისათვის, რომლებიც თავს დაესხნენ ნაპირზე გადასულ მეზღვაურებს და განაიარაღეს. ამ დროს გურულების მეორე ნაწილი თავს დაესხა გემებს, რომელთა ხელში ჩაგდების შემდეგ ისინი ამიერკავკასიის რესპუბლიკის საკუთრებად გამოაცხადეს. ესკადრის მეთაურად დააყენეს თავადი ჭავჭავაძე.“
.
P.S. სხვა ღია წყაროს მიხედვით, რომლის გადამოწმება ვერ შეძელი 1918 წელს ქართველებმა ბათუმში ხელში ჩაიგდეს რუსეთის ფლოტის – ერთი ტრანსპორტი #127, და ოთხი “გრინპორტის” ტიპის გამანადგურებელი;
.
გაზეთი – „Известия“ 14.05.1918 г. № 94
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights