გურიის მოამბე

ბედნიერი ხარ ბატონო? – მსახიობი ნათია კუპატაძე ივანიშვილს

ბედნიერი ხარ ბატონო? – ასე მიმართა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციიდან მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობმა, ნათია კუპატაძემ ბიძინა ივანიშვილს.

ქართველმა მსახიობმა “ოცნების” დამფუძნებელს ურჩია დღევანდელი მისი გამოსვლა გადაახვიოს და უყუროს.

“სიტყვა თავისუფლება რომ თავიდან ბოლომდე ვერ თქვა, იმიტომ, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის”, – ამბობს ნათია კუპატაძე ივანიშვილზე.

ამ ქვეყნის პატრონი, რომაა, მინდა გადაახვიოს და ნახოს თავისი გამოსვლა, რომ მვიიდა დღეს დილით არჩევნებზე. თავისი გამოსვლა ნახო, როგორი გაფითრებული, როგორი შეშინებული, სიტყვა თავისუფლება რომ თავიდან ბოლომდე ვერ თქვა, შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ არც მნიშვნელობა იცის ამ სიტყვის ამ ადამიანმა და არც არსი. პატივცმულო, გადაახვიეთდ ა უყურეთ თქვენს თავს, თქვენი ცხოვრება ცხოვრებაა? მაინტერესებს, ბედნიერია ეს ადამიანი? ამდენი ადამიანი მისი წინააღმდეგია, ყველამ გავიგეთ რა კურსია, საითკენ მიჰყავს ეს ქვეყანა და რას უკეთებს მომავალ თაოაბას? ბედნიერი ხარ ბატონო? აცალეთ ბატონო ჩვენს შვილებს ცოხვრება”, – თქვა ნათია კუპატაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights