ირაკლი კობახიძე თბილისში, ამ წუთებში, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ევროკავშირის ელჩს აკისრეს.
გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში – ამბობს “ოცნების” პრემიერი პაველ ჰერჩნსკის მისამართით.
კობახიძე ამტკიცებს, რომ “კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა გამოუცხადა”
“თქვენ იცით, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა პირდაპირი მხარდაჭერაც კი გამოუცხადეს საზღვარგარეთიდან ამ ყველაფერს, დაანონსებულ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, მათ შორის, გამოვიდა ევროკავშირის პრესსპიკერი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, ანუ ასეთი სათაურით გამოცხადდა ეს აქცია და ამ აქციას გამოუცხადა მხარდაჭერა ევროკავშირის ოფიციალურმა პრესსპიკერმა.
ამ ფონზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იგივე ევროკავშირის ელჩს საქართველოში. კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში. ეს არის მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავდით და პირდაპირ ვისმენდით მხარდამჭერ განცხადებებს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობის მიმართ. ვნახოთ, როგორი იქნება მათ რეაქცია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.








