გურიის მოამბე

ეუთო/ოდირი: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ პატივი სცეს თავისუფალი შეკრებისა და ადამიანის უფლებებს

ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს.

ამის შესახებ განცხადებას ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) ავრცელებს.

მათი თქმით, “მთავრობას ვალდებულება აქვს, შეასრულოს ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ვალდებულები“

“საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება, მათთვის განაჩენების გამოტანა და დაჯარიმება. მთავრობას ვალდებულება აქვს, შეასრულოს ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებების კუთხით ვალდებულები, საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის არის მშვიდობიანი შეკრების პატივისცემა.

მსურს საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, უზრუნველყონ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები სამიზნე არ გახდნენ და მათი ხმები გაგონილ იქნას, ვინაიდან, მათი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოცხალი დემოკრატიული საზოგადოების ზრდისთვის”, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მარია ტელალიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights