,,ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც დღეს სამთავრობო გუნდის სახითაა ჩამოყალიბებული. ამაში ვგულისხმობ ყველაფერს, პროფესიონალიზმსაც. დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი პროფესიონალებისგან შედგება ყველა მიმართულებით – როგორც ძალოვანი ბლოკი, ასევე ეკონომიკური, სოციალური მიმართულება, უკლებლივ ყველა პროფესიონალია.
და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი კეთილსინდისიერი ადამიანები არიან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, რადგან შეიძლება, პროფესიონალმა, თუ არაკეთილსინდისიერია, ბევრი რამე კიდევ უარესად გააფუჭოს, მაგრამ თუ კეთილსინდისიერი ხარ, ნელ-ნელა პროფესიონალიზმსაც აკრეფ […] დღეს ძალიან სტაბილური გუნდია და ჩვენ არავითარ ცვლილებებს არ ველოდებით”-








