გურიის მოამბე

“პუბლიკა”: ორ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს


მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, დაპირისპირების დროს “პუბლიკას” ორ ჟურნალისტს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონები წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ალექსანდე ქეშელაშვილს ტელეფონი კოლეგის დახმარებით დაუბრუნდა. “პუბლიკას” კუთვნილ მეორე ტელეფონს ამ დრომდე ეძებენ.

ამასთან “პუბლიკა” შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

“პუბლიკა” მოუწოდებს პირს, რომელმაც ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა, დაუბრუნოს ის რედაქციას. გვაქვს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ ვინ ართმევს ჩვენს ჟურნალისტს ტელეფონს, მას რამდენიმე  წუთში გავავრცელებთ.

“პუბლიკა” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვასა და ჩვენი ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე,” – წერს გამოცემა. 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights