მზვერავი ბეჟან ბოლვაძე
.
ვასილი პოტო 1829 წლის ქრონიკებში აღწერს დაზვერვაზე წასული გურული აზნაურის ბეჟან ბოლვაძის და რვა თურქის ბრძოლას. მტრის ბანაკთან მისული ბოლქვაძე 8 კაციან თურქულ პიკეტს გადაწყდომია – „რადგან უკან დახევა შეუძლებელი იყო, იგი გიჟური გამბედაობით ხანჯლით თავს დაესხა თურქებს. მარტოდმარტო რვა მტრის წინააღმდეგ დაწყებულ ჩეხვაში ბოლქვაძე რამდენიმე ადგილზე დაიჭრა, თუმცა მან ბრძოლის დროს მოკლა ორი თურქი და ორიც დაჭრა, დანარჩენები კი გააქცია.“
.
თავის ბანაკში ბოლქვაძე მისთვის დასახმარებლად მისულ მზვერავ აზნაურ ალექსანდრე კვირკველიას მიუყვანია, რადაგანაც ბრძოლისას შედეგად ბოლქვაძე ორივე ხელში იყო ხანჯლით დაჭრილი, ასევე მძიმე ჭრილობა ჰქონდა ფეხზეც. როგორც ამ ამბიდან ჩანს მზვერავმა ბრძოლაში მარტო ხანჯალი იხმარა. გურული მზვერავის ხანჯლით ბრძოლას დიდი გამოხმაურება მოჰყოლია რუსების არმიაში, რისი დასტური გახლავთ პასკევიჩის 1829 წლის 24 ნოემბრის სპეციალური ბრძანება, ამონარიდი ბრძანებიდან – «сам же в борьбе сей был ранен кинжалами в обе руки я в ногу» (РГВИА. Ф. 14719. Оп. 9. Д. 50. Л. 230-231. Приказ по корпусу от 24 ноября 1829 г.)
.
პოტო ასევე წერს – „ამ კონკრეტულ ეპიზოდს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ აჩვენა, რა შესანიშნავი სულისკვეთებით იყო გამსჭვალული გურიის მილიცია. პასკევიჩმა ბოლქვაძეს მიანიჭა პრაპორშჩიკის წოდება, კვირკველიამ კი მიიღო ორდენი სამხედრო სამხედრო წარჩინებისათვის.“
.
– В. А. Потто – Кавказская война. Том 4. Турецкая война 1828-1829гг

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა