საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ, – ამის შესახებტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ფორმულა“ ვახო სანაიას დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.
არხი ვარაუდობს, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს.
„დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან. „ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან.
ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს ხდება მაშინ, როცა ხვალ, 20 ოქტომბერს ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები საქართველოში არსებულ ვითარებას, მათ შორის მედიაზე ზეწოლას განიხილავენ.
ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია და ის ახლა ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში
„ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია განყოფილებაში გადაიყვანეს. ის სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით
დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ სანაია საპატრულო პოლიციის მანქანაში ჯდება. ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.
მანამდე, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.