ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის სახელმწიფო ინპექტორისდ სამსახურის წარმომადგენელს მოუწოდებს, რომ მიაწოდოს მისი პოზიციები და წილოსანი ამას გააჟღერებს, რადგან თოლორაია დეკრეტულ შვებულებაშია და როგორ წილოსანი ამბობს მის მდგომარეობაში შედის როგორც ქალი.
“სახელმწიფო ინპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი აქტიურ განხილვებზე შემოდის პარლამენტში, რომლის ძირითადი არსი უკვე კარგად გავრცელებულ მოსაზრებას ეფუძნება – რამდენად სწორია ერთი უწყების ქვეშ იყოს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები შეთავსებული
როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში და სწორედ ამიტომ, მას ეზღუდება შესაძლებლობა ამ პროექტთან დაკავშირებით გააჟღეროს საკუთარი არგუმენტაცია და მიიღოს მონაწილეობა კანონპროექტის განხილვაში. ამიტომ, მინდა შევთავაზო მას მომაწოდოს საკითხები, რის დაყენებასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს, და პირადად გავაჟღერო მისი პოზიცია. შესაბამისად, მივიღოთ პასუხები ინიციატორებისგან თითოეულ დასმულ საკითხზე
ჩემთვის, როგორც ქალისთვის, გასაგებია მის მდგომარეობაში თუ როგორი რთული შეიძლება იყოს ჩვეული ფორმით პროცესში ჩართულობა, ამიტომ მზად ვარ მაქსიმალურად დავეხმარო მას პოზიციის დაფიქსირებაში”,- წერს წილოსანი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას თქმით, კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდა კონსპირაციულად და მასში მონაწილეობა არ მიუღია ინსპექტორის სამსახურს.
“ვერ ვიფიქრებდი, რომ სამსახურის წარმატებული საქმიანობის ორი წლის თავზე მე მომიწევდა თქვენს წინაშე დგომა და საუბარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამ რეალობის წინაშე ვართ. 25 დეკემბერს ჩემთვის და თითოეული თანამშრომლისთვის მედიიდან გახდა ცნობილი, რომ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი სამსახურის შექმნას ითვალისწინებს.
კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული. მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არცერთი დარგის ექსპერტს.
კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტის პერიოდს.
რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას. თუმცა მე დღეს აქ ვართ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესების დასაცავად”,- ამბობს თოლორაია.
ლონდა თოლოარიას თქმით, ცვლილებების პროექტში პირდაპირ მითითებულია, რომ 1 მარტიდან წყდება შრომითი ხელშეკრულება სამსახურის ყველა თანამშრომელთან.