ევროკომისიისგან ველოდებით 1000 თუ 2000 კაციან სიას – გავლენიანი ესპანელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ სანქციების სია გრძელი იქნება. ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის სანქცირება მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, აუცილებელია ყოვლისმომცველი საქციების სიაა, რომელშიც “ოცნების” ლიდერებთან ერთად მოხვდებიან პოლიტიკოსები, სასამართლოსა დ პროკურატურის მაღალი თანამდებობების პირები, მათ შორის ციხის მაღალჩინოსნები, ყველა ვინც მშვიდობიანი დემოსნტრანტების დევნაშია ჩართული.
ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ყოვლისმომცველი სანქციები ქართული ოცნების ოჯახის წევრებსაც უნდა შეეხოს. მათ ვინცც, ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებიან და ევროპული კეთილდღეობით სარგებლობენ.
არ შეიძლება პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდე, როცა ქართველ ხალხს სირთულეების ატანა უწევს” – ამბობს ნაჩო სანჩოს ამორი.
,,ჩვენ ქართველ ხალხს ამ ტვირთს ვერ დავაკისრებდით. ამიტომაც, უვიზო რეჟიმი შესანიშნავი მიღწევაა და ეს უნდა იყოს პერსონალიზირებული. მე არაერთხელ ვთქვი, რომ საქმე პასპორტის ფერს არ ეხება, ეს ეხება ადამიანების სახელებს. თუ ვერ გამოიყენებ დიპლომატიურ ან სამსახურეობრივ პასპორტს, გამოიყენებ სხვას და ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ შეგვიძლია შევუჩეროთ უვიზო რეჟიმი კონკრეტულ ინდივიდებს ან ინდივიდების ჯგუფებს – ეს არის მთავარი იდეა. ამ სისტემის უპირატესობა ისაა, რომ შენ შეგიძლია გვერდი აუარო საბჭოს, უნგრეთის ჩვეული ვეტოს დაქვემდებარებაში არ იქნები. ეს არის კომისიის ხელში.
ჩვენ კომისიისგან ამბიციურ სიას ველოდებით ინდივიდების. ეს არის ევროპარლამენტის მოთხოვნა. ჩვენ არ გვსურს მოკლე სია, მთავარი იდეა არის ის, რომ ვიყოთ უფრო ხელსაყრელ პოზიციაში, გავაძლიეროთ ზეწოლა ქართული ოცნების პასუხისმგებელ პირებზე. ამიტომ, ინდივიდების სია უნდა იყოს გრძელი, არა მხოლოდ კონკრეტული პასპორტებითვის, მასში უნდა იყვნენ რეპრესიების მომწყობი და დემოკრატიის უკუსვლაში პასუხისმგებელი პირები.
ჩემი პირადი აზრით, სანქციები მხოლოდ მაღალ დონეზე არ უნდა დაწესდეს, არამედ უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც დემონსტრანტებს, დემოკრატებს დევნიან. ჩემთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს , სასამართლოსა დ პროკურატურის მაღალი თანამდებობების პირებს , შესაძლებელია ციხის მაღალჩნოსნებსაც.
ჩვენი აზრით, ამან მათ ანტურაჟზე უნდა მოახდინოს გავლენა. ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, რომ ამ ადამიანების ოჯახის წევრები, ვინც ქვეყნის მმართველ კლეპტოკრატებთან არიან დაკავშირებულები და ანგრევენ ქვეყანას, დადიან პარიზის მოდის კვირეულებზე . ეს აუტანელია.
არ შეგიძლია პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდე, აფიშირებას აკეთებდე რამხელა ბენეფიტს იღებ პოლიტიკოსის ოჯახის წევრი რომ ხარ , როცა ქართველ ხალხს ამ სირთულეების ატანა უწევს. ხალხი ჯარიმებს ჯარიმებზე იღებს, ეს ადამიანები კი ქვეყნის ფულით სიამოვნებას იღებენ , ევროპის ქვეყნებში მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს უნდა შეჩერდეს. სანქციები ეფექტური იქნება, მაშინ როცა ამას ექნება დიდი მასშტაბი. ჩვენ ველოდებით რომ ევროკომისია დიდ სიას მოამზადებს, ეს იქნება 1000 თუ 2 ათასი არ ვიცი, მაგრამ მთავარია რომ სანქციების სია იყოს დიდი”, – ამბობს ნაჩო სანჩეს ამორი.








