რუსთაველი უნდა გადაიკეტოს იქამდე, ვიდრე სინდისის ბოლო პატიმარი არ გამოვა ციხიდან, ყველა ადამიანი არ იქნება თავისუფალი და ჩვენ სიტყვას არ გაიგონებენ, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდიანრე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
მისი თქმით, 5 კაციც, რომ კეტავდეს გზას, მათ ამის უფლება აქვთ და ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება.
უნდა დასრულდეს ეს მარაზმი, რაშიც ვცხოვრობთ და დაემორჩილონ ხალხის მოთხოვნას, – ამბობს ის.
,,რუსთაველი უნდა გადაიკეტოს იქამდე, ვიდრე სინდისის ბოლო პატიმარი არ გამოვა ციხიდან, ყველა ადამიანი არ იქნება თავისუფალი და ჩვენ სიტყვას არ გაიგონებენ. სანამ აქ ერთი მოსამართლეც იდგება, ჩვენი აზრი უნდა გაითვალისწინონ. ეს არის ზუსტად დემოკრატია, 5 კაციც, რომ კეტავდეს გზას, ჩვენ ამის უფლება გვაქვს, ეს არის კონსტიტუციური უფლება, ის შეთითხნილი კანონები კი, რომელსაც 1 დღეში იღებენ, არაფერს ნიშნავს, ისინი არ არიან ლეგიტიმური მთავრობა, უნდა დასრულდეს ეს მარაზმი რაშიც ვცხოვრობთ და დაემორჩილონ ხალხის მოთხოვნას. ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე, ვიდრე ყველა ადამიანს არ გავათავისუფლებთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება სახლში ვიჯდეთ მშვიდად, გამოდით ყველანი, თუ გინდათ, რომ საქართველოში დავასრულოთ მსხვერპლად ყოფნა. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხი, მოქალაქეები, რომლებსაც უნდა მოუსმინოს ყველა მთავრობამ” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა.








