გურიის მოამბე

“ოცნების” მხარდამჭერები შიდა პარტიული დისკუსიის დაწყებას ითხოვენ

“როგორც კი ამ მოღალატეების ღალატის შესახებ ხელისუფლება ალაპარაკდა იმ დღესვე კიარა იმ წუთიდანვე დაიწყეთ ამ მოღალატეების ლანძღვა და უარყოფა?კი.

ჰო და ყველა ვინც ასე მოიქეცით ხართ:
1. მედროვეები.
2. უპრინციპო, ქარის მიმართულებით მოსიარულეები.
3. წინააღმდეგობის უნარის არ მქონეები.
4. ყველა იმ ღალატის და დანაშაულის თანამონაწილეები რაც ამ ზემოთ ჩამოთვლილმა მოღალატეებმა ჩაიდინეს.
რატომ?
იმიტომ რომ როცა ჩვენ ვამბობდით მოღალატეების ღალატზე თქვენ მაგ დროს მოღალატეებს იცავდით და ჩვენ გვლანძღავდით. როცა ჩვენ მოღალატეების მხილების გამო გვსჯიდნენ თქვენ ერთი სამართლიანი სიტყვაც კი არ გითქვიათ. პირიქით ჩვენ გვლანძღავდით და მაგ კორუმპირებულებს იცავდით”
წერს “ქართული ოცნების” ერთ ერთი დამფუძნებელი, 2011 წელს, ამირან ბაქანიძე, და “ეულად დარჩენილ” “ქოცებს” დისკუსიის დაწყებას სთავაზობს.
“მარგველაშვილმა უღალატა ქვეყანასაც, ივანიშვილსაც და შესაბამისად იმ გზასაც რაც ოცნებამ აირჩია 2012 წლიდან.
ზურაბიშვილმაც უღალატა ამ ყველას და ყველაფერს რასაც/ვისაც მარგველაშვილმა უღალატა ოღონდ ზურაბიშვილმა უფრო მასშტაბური ღალატი ჩაიდინა.
კვირიკაშვილმაც გადაუხვია კურსს და შესაბამისად ეგეც მოღალატე გამოდგა.
ასევე მოღალატეა გახარიაც. რომელმაც არაერთგზის დანაშაული ჩაიდინა ქვეყნის, გუნდის და ერისკაცის წინაშე. ასევე უღალატა ყველას და ყველაფერს ლილუაშვილმა და ფარცხალაძემ.
ასევე არაერთგზის მოღალატე/დამნაშავეა ყოფილი სუსის უფროსის მოადგილე აწ უკვე პატიმრობაში მყოფი გოგაშვილიც.
არც რიჟვაძე აღმოჩნდა გამონაკლისი და თავისი წილი ღალატი მანაც ჩაიდინა.
ასევე მოღალატეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბურჭულაძეც.
ასევე მინისტრის მოადგილე მიქაუტაძეც.
ასევე მოღალატე გამოდგა ღარიბაშვილიც. რომლისგანაც ყველაზე მტკივნეული იყო ეს ყველაფერი.
ეს ყველა ჩამოთვლილი სუბიექტი უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.
შედარებით უფრო დაბალი საფეხურების წვრილფეხობაზე არაფერს ვამბობ.
ჰო და როცა მე და კიდევ ბევრი ჩემნაირი ამ კორუმპირებულ-მოღალატე არსებებს ვაკრიტიკებდით ჯერ გუნდის შიგნით და შემდეგ უკვე საჯაროდ რა პასუხს ვიღებდით მაშინ? ან დღეს?
ვინც ამ კრიტიკის გამო მე და კიდევ ბევრ ჩემნაირს ნაცს გვეძახდით და ამ მოღალატე-კორუმპირებულებს იცავდით რომელიმემ ბოდიში მაინც მოიხადეთ? არა.
რომელიმემ ეხლა გამოხვედით და დაიცავით ეს არამზადები? არა.
როგორც კი ამ მოღალატეების ღალატის შესახებ ხელისუფლება ალაპარაკდა იმ დღესვე კიარა იმ წუთიდანვე დაიწყეთ ამ მოღალატეების ლანძღვა და უარყოფა?კი.
ჰო და ყველა ვინც ასე მოიქეცით ხართ:
1. მედროვეები.
2. უპრინციპო, ქარის მიმართულებით მოსიარულეები.
3. წინააღმდეგობის უნარის არ მქონეები.
4. ყველა იმ ღალატის და დანაშაულის თანამონაწილეები რაც ამ ზემოთ ჩამოთვლილმა მოღალატეებმა ჩაიდინეს.
რატომ?
იმიტომ რომ როცა ჩვენ ვამბობდით მოღალატეების ღალატზე თქვენ მაგ დროს მოღალატეებს იცავდით და ჩვენ გვლანძღავდით. როცა ჩვენ მოღალატეების მხილების გამო გვსჯიდნენ თქვენ ერთი სამართლიანი სიტყვაც კი არ გითქვიათ. პირიქით ჩვენ გვლანძღავდით და მაგ კორუმპირებულებს იცავდით.
აი ამიტომაც ხართ იმ ოთხი კრიტერიუმით შემკულ-შებასებულნი რაც ზემოთ ჩამოვთვალე.
პ.ს. თუ ვინმემ თქვენი თავი ამოიცანით და ეს შეფასება გულზე მოგხვდათ, თუ თქვენი თავი ამოიცანით და ის ახსნა არ გეყოთ თქვენი შეფასებისას რაც აქ აგიხსენით შეგიძლიათ ერთად შეიკრიბოთ დამიძახოთ და საჯაროდ გავმართოთ დისკუსია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მერწმუნეთ უფრო დაგარწმუნებთ ჩემი სიტყვების სისწორესა და თქვენი შეფასების ჭეშმარიტებაში” წერს ამირან ბაქანიძე.
სურათზე; ამირან ბაქანიძე, გურიის ყოფილ ვიცე გუბერნატორთან; სოსო ერქომაიშვილთან ერთად;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights