გურიის მოამბე

საბა ბრაჭველი-აკეთებთ რამეს, რომ მოქალაქეები “თითოეულ პოლიციელში” ასკეროვს არ ხედავდნენ?

პატრულ-ინსპექტორი აღამალი ასკეროვი პირველად ორი წლის წინ გავიცანი, როცა ბიძინა ჟამერაშვილთან (შემდეგში – მათე დევიძის ცრუ მოწმე) და სხვებთან ერთად, ცარიელი ფურცლის გამო რუსთაველზე მოქალაქეები დააკავა. გუშინ ასკეროვმა ათრია და დააკავა პენსიონერი ქალები – მაია სულაბერიძე და გაგრიდან დევნილი აზა ჩილაჩავა. ცრუმოწმეობასა და ცილისწამებასთან ერთად, ასკეროვმა მოქალაქეებისთვის “ნეხვის” ძახილიც მოასწრო.
აღამალი ასკეროვზე შსს-ის არაოფიციალური ფეისბუქ გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” რამდენიმე დღის წინ ასე წერდა: “პატრულ-ინსპექტორი აღამალი ასკეროვი დღეს თითოეულ პოლიციელშია! ეს ადამიანი დღეს მე ვარ მაგრამ ხვალ შეიძლება იყოს ყველა ჩვენგანი.”
ახლა რამდენიმე კითხვა პოლიციელებთან:
1. გრძნობთ, რომ ასკეროვი დღეს “თითოეულ პოლიციელშია”?
2. როგორი გრძნობაა, რომ ასკეროვის “თითოეულ პოლიციელში” შემოყვანა სურთ?
3. აკეთებთ რამეს, რომ მოქალაქეები “თითოეულ პოლიციელში” ასკეროვს არ ხედავდნენ?
და თუ ბოლო კითხვაზე პასუხი უბრალოდ დუმილია, მაშინ არ გაგიკვირდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხელმძღვანელობის მსგავსად, ჩვენც თითოეულ თქვენგანში ცრუმოწმე, უზრდელ და მოხუც ქალებზე მოძალადე ასკარიდას დავინახავთ. აქ დემოკრატია, ევროინტეგრაცია და ეგეთი რამეები არაფერ შუაშია – რაღაცა ან გესმის და ან – არა. აშკარაა, რომ პოლიციელებისგან შეუგნებელი, გაუგონარი და ბრმა ჯიშის გამოყვანა აქვთ გადაწყვეტილი და თუ “კარგი პოლიციელები” ასკეროვების მშვიდად ატანას გააგრძელებენ, ასკეროვებად ხვალ ისინი თვითონ გადაიქცევიან.
71 წლის, აფხაზეთიდან დევნილ, გაგრაში ქართველების გვამების მომვლელ და მიწას მიმბარებელ ქალს, აზა ჩილაჩავას, პოლიციელები აქციებზე დასცინოდნენ (“აფხაზეთიდან არ ხარ”, “თვალითაც არ გაქვს ნანახი”), ფეხითაც შედგნენ და გადაუარეს (ახალგაზრდას როცა გადაეფარა) და ახლა პოლიციის მთელმა ათეულმა (მეტმაც) დააკავა. რუსებისა და აფხაზების არ შეშინებია აზას, ვერც ესენი შეაჩერებენ და, პენსიონერი ზურაბ მენთეშაშვილის მსგავსად, შეიძლება ერთწლიანი პატიმრობა დაემუქროს.
ჰოდა, აზას და ზურაბის და სხვების დამკავებელი კაპიუშონიანი ვირთხები ს ა მ ა რ თ ა ლ დ ა მ ც ა ვ ა დ რომ იწოდებიან, პატივისცემას რომ მოითხოვენ, თვითონ უსაშველოდ უვიცები, კანონების შეხსენებას შეურაცხყოფად რომ იღებენ, და, ზოგადად, თავზე რომ აქვთ გადა*მული და პასუხის გამცემი კი, მზიას და ზვიადის გარდა, არავინაა, ეგ არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი სირცხვილი. ამათ გვერდით ცხოვრება არის სირცხვილი.
არსენას საქართველოს ისევ რუსის კუჭატნელები კლავენ.
წერს, ფეისბუკ მომხმარებელი, საბა ბრაჭველი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights