რატომ არ ბანაობენ შხაპის ქვეშ ასტრონავტები და კიდევ სხვა საინტერესო ფაქტები ნულოვანი მიზიდულობის პირობებში ცხოვრების შესახებ

image

ძილი ვერტიკალურ მდგომარეობაში, თმის შეჭრა სპეციალური ელექტროვაკუუმური ხელსაწყოთი, არავითარი პარკოსნები, და კიდევ სხვა არაერთი საინტერესო და საგულისხმო დეტალი კოსმონავტების ნულოვანი მიზიდულობის პირობებში ცხოვრების შესახებ. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, კონკრეტულად თუ რით განსხვავდება ასტრონავტების ყოველდღიური ყოფა მიწიერი ცხოვრებისგან.image

კოსმონავტები ტანსაცმელს დიდხანს არ იცვლიან

image

საქმე იმაშია, რომ კოსმოსში წყალი არ არის. ასტრონავტები წინდებს მთელი კვირა ატარებენ, ხოლო ტანსაცმელს თვეების განმავლობაში არ იცვლიან. ასე ზოგავენ ისინი რესურსებს და სივრცეს ზედმეტად არ ტვირთავენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასტრონავტებს ბინძური სამოსი აცვიათ. ჰაერი იქ უფრო სუფთაა, შესაბამისად, ტანსაცმელიც უფრო ნელა ბინძურდება.

კოსმოსში ტირილი საკმაოდ მოუხერხებელია

image

ცრემლები – კოსმოსში ყველაზე სასიამოვნო მოვლენა არ არის. ნულოვან მიზიდულობაში ადამიანი “თვალების სიმშრალეს” ეჩვევა. უწონადობის პირობებში კი ცრემლები არათუ ლოყებზე ჩამოდის, არამედ თვალების გარშემო წყლის ბურთებად გროვდება, რომლის დროსაც ადამიანი წვას და უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის.

ასტრონავტები ჩვეულებრივ საკვებს მიირთმევენ

image

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კოსმონავტები მხოლოდ ტუბებში მოთავსებული საკვებით იკვებებიან, თუმცა კოსმოსში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ეს მითი უარყონ. ასტრონავტებს ძალიან მრავალფეროვანი მენიუ აქვთ. მართალია, მარილი და პილპილი ჩვეულ მდგომარეობაში კოსმოსში არ გამოიყენება, რადგან სანელებლებს შეუძლიათ გარშემო მიმოფანტვა და თვალებში მოხვედრა. კოსმონავტები მათ ნაცვლად სპეციალურ თხევად ნივთიერებებს იყენებენ, რომლებიც საკვებს, რომელსაც ისინი კოსმოსში მოიხმარენ გემოვნურ თვისებებს და არომატს ანიჭებს.

როგორ სძინავთ ასტრონავტებს

image

კოსმონვტებს დაძინება სპეციალურ საძილე მოდულებში უწევთ. ამ დროს, სხეულის პოზიცია შეიძლება იყოს როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალურიც. ძილის დროს ყურის საცობები გამოიყენება, რომელიც ვენტილიატორის ხმას ახშობს, რომლის ქვეშაც ასტრონავტებს სძინავთ, ის უზრუნველყოფს ჟანგბადის სწორი შემცველობის ჰაერის ცირკულაციას და არ აძლევს ადამიანს ძილის დროს ამოსუნთქული ნახშირორჟანგისგან გაგუდვის საშუალებას.

რატომ ხდება კოსმოსში კანი ქუსლებზე რბილი და რა შედეგების გამოწვევა შეუძლია?

image

ნულოვან მიზიდულობაში ადამიანი მოდუნებულ მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც ქუსლებზე უხეში კანი რბილდება და ცვივა. წინდების გახდისას ასტრონავტები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა კანი კოსმოსურ ხომალდში არ გაიფანტოს და მოწყობილობა არ დაანაგვიანოს.

ასტრონავტები შხაპს არ იღებენ

image

კოსმონავტები სხეულს ნესტიანი პირსახოცით იწმენდენ. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: საპონთან ერთად წყლის წვეთების სხეულზე წასმა, თუმცა ეს ვარიანტი ძალიან შრომატევადია და დიდ დროს მოითხოვს.

როგორ იჭრიან თმებს კოსმონავტები?

image

თუ ასტრონავტმა გადაწყვიტა თმის შეჭრა, მან სპეციალური მაკრატელი უნდა გამოიყენოს, რომელზეც სპეციალური ვაკუუმის მილია მიმაგრებული, რომელიც თმებს ისრუტავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა შეიძლება მთელ კოსმოსურ ხომალდში გაიფანტოს.

როგორ დადიან ასტრონავტები საპირფარეშოში?

image

ასტრონავტებს ამ უნარის დაუფლება ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას უწევთ. ადამიანი თავს ქამრებით უნიტაზზე იბამს და მისთვის კომფორტულ პოზას პოულობს. ერთგვარი ტრენინგია საჭირო იმისთვის, რომ რამე არასწორად არ გააკეთო და ნამდვილი ფიასკო არ განიცადო.

მუცლის შებერილობა – სერიოზული პრობლემაა

image

კოსმოსში აკრძალულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც ხელს შებერილობას უწყობს. მეთანი და წყალბადი, რომელსაც ჩვენი სხეული წარმოქმნის, ფეთქებადი ნივთიერებებია.

ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა აუცილებელია

image

ასტრონავტი აუცილებელია რომ სპორტით დაკავდეს, რათა მისი კუნთები საბოლოოდ, არ ატროფირდეს. ფორმის შესანარჩუნებლად, კოსმონავტები დღეში რამდენიმე საათსაც კი ვარჯიშობენ.

http://intermedia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share