გურიის მოამბე

ალექსანდერ პეცჰოლდტი ოზურგეთის „ბოტანიკური ბაღის“ შესახებ

ალექსანდერ პეცჰოლდტი ოზურგეთის „ბოტანიკური ბაღის“ შესახებ
.
„ოზურგეთში, პოლიციის უფროსის სახლში დავბინავდით, სადაც ყველაფერი მომზადებული დაგვხვდა. ქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა (ოფიციალური მონაცემებით, აქ განლაგებული სამხედროების გამოკლებით 700 მცხოვრებიც არ არის) მას მაინც დედაქალაქის მნიშვნელობა აქვს; ის ადრე გურიის ყოფილი მმართველების რეზიდენცია გახლდათ, რომელთაგანაც დღემდე შემორჩენილია დიდი და საკმაოდ მოუხერხებელი ციხესიმაგრის მსგავსი შენობა, რომელიც რამდენადაც მახსოვს აქ განლაგებული ბატალიონის ჯარისკაცებისთვის საავადმყოფოს ფუნქციას ასრულებდა. აქვე არის დიდი ბაღი, რომელიც გურიის მეფეებმა გააშენეს და რომელიც მოგვიანებით ვორონცოვის მებაღეობისადმი გატაცების გამო ე.წ. „ბოტანიკურ ბაღად“ გამოცხადეს.
.
ბაღი სრულიად მიტოვებულ მდგომარეობაში დამხვდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც აქ მებაღედ უცოდინარი ჯარისკაცია გამწესებული, რომლის მოვალეობაა ამ ბაღში ჯარისკაცებისთვის ბოსტნეული და კომბოსტო მოიყვანოს. ბოლოს გადავწყვიტე ოზურგეთში ან უფრო სწორად რომ ვთქვა მის მახლობლად მდებარე აკადემიკოს რუპრეხტის „აკლიმატიზაციის ბაღის“ დათვალიერებინა, რომლის მონახულებაც განსაკუთრებით მირჩიეს თბილისში.
.
ჩემი აზრით დასავლეთ ამიერკავკასიაში არსებული ბაღები ისეთები როგორიცაა სუხუმ-კალეს ბაღი, ზუგდიდის ბაღი, ქუთაისის მახლობლად მდებარე ბაღი ან თუნდაც ადგილობრივი „ბოტანიკური ბაღი“ შეიძლებოდა საკმაოდ კარგად გამოგვეყენებინა აკლიმატიზაციის ექსპერიმენტებისთვის, თუმცა ამისაგან თავი შევიკავე და ამ მიზნით სრულიად ახალი ბაღის შექმნა ვამჯობინე. ამისათვის შევძელი ნახევარი ვერსის სიგრძისა და ნახევარი ვერსის სიგანის ადგილი მეპოვნა, სადაც ადრე მურყნები და მუხები მუხები იყო დარგული. ეს ადგილი აქაური გარნიზონის ჯარისკაცებმა 1863 წელს გაასუფთავეს და ჩემი ვიზიტის დროს სივრცე სრულიად გამოუყენებელი იყო, თუმცა ეს ადგილი შეუღობავი იყო და სქელი ჯაგნარსაც ჰქონდა დაფარული.
.
მითხრეს, რომ სანქტ-პეტერბურგიდან ადგილობრივი ბატალიონის მეთაურსათვის გამოგზავნილი სხვადასხვა მცენარის თესლი ზემოხსენებულ „ბოტანიკურ ბაღში“ ჰქონდათ დათესილი, რომელთაგან მხოლოდ ერთს გაეხარა და ნერგი ამოსულიყო; ამ ნერგის ნახვა როდესაც დავაპირე „ბოტანიკური ბაღის მებაღემ“ ის ერთიც ვეღარ იპოვა ბაღში ამოსულ სარეველებში. ისიც აღსანიშნავია, რომ ფაქტიურად ეს ტერიტორია იქვე განლაგებული ბატალიონის საავადმყოფოდ გამოიყენება. აი ეს გახლავთ ყველაფერია რის შესწავლის შესაძლებლობაც მომეცა ოზურგეთში აკლიმატიზაციის ბაღისა და 1864 წლის 14/26 ივნისამდე ჩატარებული ექსპერიმენტების შესახებ.“
.
– ფრაგმენტი ალექსანდერ პეცჰოლდტის – ბუნების ისტორიის, ასევე სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის კვლევებიდან (ჩატარებული 1863 და 1864 წლებში)
Alexander Petzholdt – Eine naturhistorische so wie land – und volkswirthschaftliche Studie (ausgeführt im Jahre 1863 und 1864) Leipzig: 1866;
– ფოტო: 1911 წელს გაგზავნილი რუსული საფოსტო ღია ბარათის პირველი გვერდი – „ვორონცოვ დაშკოვის ბაღის კურთხევა ზურგეთში“ (Освещеніе Сада имени И. И. Воронцова-Дашкова въ Озургетахъ)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights