“გურული მოლაშქრეების სასულე ორკესტრი”-კახა ჩავლეშვილი

გურული მოლაშქრეების სასულე ორკესტრი
.
ფოტოზეა ძალიან საინტერესო ადამიანები გურიის წარსულიდან – „გურიის სამუსიკო ორკესტრი“. ეს ორკესტრი დემობილიზირებულმა გურიის მილიციელებმა შექმნეს 1889 წელს. ორკესტრის წევრებმა ხელმძღვანელად და ლოტბარად კორნეტისტი ლუარსაბ კეშელავა აირჩიეს. გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1892 წელს ორკესტრის წევრები იყვნენ – „ანტონ კეშელავა, ძმანი მიხეილ და ივლიანე კვაჭანტირაძეები, ძმანი პეტრე და ივანე ნაჭყებიები, ივანე თოთიბაძე, იაგორ ბერძენიშვილი, დარისპან მამეიშვილი, სარიდან ბერძენიშვილი, ამბაკო ბარამიძე, ლავრენტი ჯახვა, იოსებ ზუმბაძე, ერასტი ნაჭყებია, ანტონ ტორჩინავა და სოლომონ მარტირუზაშვილი…“
.
ფოტოზე არსებული წარწერის მიხედვით კი ორკესტრის ხელმძღვანელი უკვე კვაჭანტირაძეა. ეს ფოტო ძალიან დაზიანებული სახით ადრეც გამოვაქვეყნე, რა დროსაც წყაროს მიხედვით იგი 1905 წელს უნდა იყოს გადაღებული. შუაში ზის ჯარისპან მამეიშვილი და მიხეილ კვაჭანტირაძე, რომლებიც როგორც ირკევევა ფოტოს გადაღებისას ხელმძღვანელობდნენ ორკესტრს;
.
ორკესტრის რეპერტუარში სასულე მუსიკის გარდა იყო გურული სიმღერები და ცეკვები. ორკესტრის წარმატებასა და პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი 1889 წლიდან 1905 წლამდე პრაქტიკულად გასტროლებზე იყო უკრაინაში, რუსეთში, რუმინეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში და ა.შ.
.
Фото – Бр. Каландаришвили. Сочи (Carte Postale – ძმები კალანდარიშვილების ფოტოატელიე სოჭში)
შეიძლება იყოს 2 ადამიანი, საყვირი, საქსოფონი and კლარნეტი გამოსახულება

კახა ჩავლეშვილი  

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share