მოლდოვა, უკრაინა ალბანეთი და მონტენეგრო- ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ძალიან დიდი შანსი აქვთ გახდნენ ევროკავშირის წევრები 2030 წელს. ეს ნიშნავს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მაღალ პენსიას (მინიმუმ 800 ევრო), მაღალ ხელფასებს, დაბალ ფასებს სურსათზე და კომუნალურ გადასახადებზე, 2-3 პროცენტიან ხელმისაწვდომ სესხს, უაღრესად დიდ ხელშეწყობას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, დაცულ გარემოს, სამართლიან სასამართლოს, კარგ ჯანდაცვას……. იმდენად დიდი სარგებელია უბრალო ადამიანებისთვის ევროკავშირის წევრობა, რომ ჩამონათვალი პრაქტიკულად ამოუწურავია. ზემოთ ესენი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებიათ რას ვკარგავთ , როგორ ვატანთ ქარს ჩვენი წინაპრების ბრძოლას და იმედს, ვიყოთ ევროპის დიდ ოჯახთან ერთად…. ძალიან, ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოსთვის რაც ახლა ხდება
წერს, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, სამოქალაქო აქტივისტი ოზურგეთიდან, ზვიად ერაძე.








