გამომცემლობა Palitra L წერს:
„ვუერთდებით კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს” და მხარს ვუჭერთ ქართულ დამოუკიდებელ მედიებს.
https://sinatle.media/
სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, თბილისის წიგნის დღეებზე, 14, 15 და 16 ნოემბერს სერია „ლიტერე ინვენტეს” გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილს გადავურიცხავთ დამოუკიდებელ მედიებს.
სერია „ლიტერე ინვენტე“ შეიქმნა მიზნით, აღმოვაჩინოთ და ქართველ მკითხველებს გავაცნოთ საუკეთესო თანამედროვე ავტორები და მაღალი ხარისხის ლიტერატურა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ლიტერატურა, რომელიც იქმნება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ეპოქალური და უნივერსალური ღირებულებების შესახებ“.
დამოუკიდებელი მედიების მხარდამჭერ ინიციატივას ასევე შეუერთდნენ გამომცემლობები „მატარებელი“, „ზიარი“, „ინტელექტი“ და სულაკაურის გამომცემლობ








