გურიის მოამბე

ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20 პირიდან 18 გარდაცვლილი ნაპოვნია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 პირი იმყოფებოდა, მათგან 18 გარდაცვლილი იპოვეს, 2 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ

აცხადებს, ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე

“18 მათგანი ნაპოვნია და გარდაცვლილია, 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მე მუდმივ კავშირსა და კორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჩვენ შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან ჩვენი თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მე დეტალებზე, თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით, ნელა, ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“,-თქვა გელა გელაძემ, მედიასთან.

გუშინ,

11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის კუთვნილი C-130 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდა, ბორტზე 20 სამხედრო პირი იმყოფებოდა, ამ ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. მათ ასევე გამოაქვეყნეს გარდაცვლილი სამხედრო პირების ფოტოები.

“ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოფრინავდა. ჩემი და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წევრების სახელით ვუსურვებ ალაჰის წყალობას ჩვენს გმირ მოწამეებს; ვუსამძიმრებ მათ დამწუხრებულ ოჯახებს და ჩვენს კეთილშობილ ერს”,- წერია იაშარ გიულერის განცხადებაში.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights