საიდან მოდის სიცოცხლის ძალა- სამყაროს ყველაზე მთავარი სამედიცინო საიდუმლო
თუ ექიმი ბოლომდე გაიგებს – რა ჩაიფიქრა სამყარომ ადამიანის ნაწლავში ,ის აუცილებლად მიხვდება რა ხდება ნებიმიერ ორგანოში—-ტვინში, ღვიძლში, ფილტვში, ფარისებრში და სხვა.
დისბაქტერიოზი მიზეზია, არა მარტო ნაწლავების და შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიების, არამედ ყველა ორგანოს დაავადების—–გულის, ფილტვის, ღვიძლის ,ტვინის, თირკმლის და სხვა. საწყისი მიზეზი—- კიბოს, უეცარი სიკვდილის, ფსორიაზის, ეგზემის, დერმატიტების, ციროზის და ყველა დაავადების——-დისბაქტერიოზია. ეს პროცესები ნაწლავებიდან იწყება. ნაწლავებში მიდის გამალებული ვაჭრობა და აღებ-მიცემობა სიცოცხლის დარჩენილ წლებზე სამყაროსა და ადამიანის ორგანიზმს შორის , ეპიფიზის საშუალებით. ეპიფიზი , ჰიპოფიზთან და ჰიპოთალამუსთან ერთად მუდმივად ჩართულია დარჩენილი სასიცოცხლო წლების რიცხვის დაზუსტებაში. მითუმეტეს, დაავადების დროს. როგორც სულ ვამბობ —ეპიფიზს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული -მედიცინის ექსპერტები ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ ორგანიზმში. ეპიფიზის რეცეპტორული საწყობი ნაწლავებშია. ანალიტიკურად და პრაქტიკულად დადგენილი ჭეშმარიტებაა—— სამყარო ეპიფიზის ხელით , ადამიანის სიცოცხლის დარჩენილი წლების რიცხვს ნაწლავებში მიმდინარე პროცესებით აზუსტებს. სამედიცინო ანდაზები , ხშირად ნაწლავებს ეძღვნება. მაგალითად ,რასაც და როგორ ჭამ ისე ცოცხლობ. ამ ეპოქაში ,ადამიანთა სიცოცხლის შემზღუდველი და ნაწლავებში სამყაროდან დაწერილი სასიცოცხლო წიგნის წამშლელი —-ყველაზე მეტად, ჭარბი, უვარგისი საკვებია . ასევე მას პროცენტულად უახლოვდება არამიზანმიმართული ქიმიური წამლები. სოკოზე სტატიაში ვცდილობდი ამეხსნა-მკურნალობების დროს ,როგორ ზუსტად—-კოდურად ვუსაბამებ ორგანულ მედიკამენტს ——ნაწლავის ფლორის ინდივიდუალურ მონაცემებს. ვიღაც გოგონამ კომენტარი დაწერა —-აჰა მივხვდი, ესე იგი პრობიოტიკი უნდა დავლიო . უსისტემოდ მიღებული პრობიოტიკი დამზიანებელია .ყველა დაავადებას პრობიოტიკების ინდივიდუალური ჩამონათვალი აქვს —–გულს, ღვიძლს, ნაწლავებს და სხვა. პირის ღრუს,ასევე კბილების პრობიოტიკები სხვაა .ხოლო, ზუსტი შესაბამისობა პრობიოტიკის ან სხვა წამლის –ნაწლავის ბაქტერიულ ფლორაზე ,მთავარი სასიცოცხლო მომენტია .დისბაქტერიოზზე ,შესაბამის სტატიაში უკვე ვისაუბრე დეტალურად. დღეს შემოკლებით ავხსნი ,რას აკეთებს დისბაქტერიოზი ორგანიზმში გლობალურად ანუ როგორ ბატონობს ის სიცოცხლეზე.თუ შესაბამისი ანალიზის გათვლა არ არის, საიდანაც იგებ– პაციენტს რომელი ფლორის ზედმეტობა ან ნაკლებობა აქვს ,რაც აზიანებს , მაშინ ეს– ჩივილების, დაავადებების და მიკრობების ნიშან-თვისებების მიხედვით უნდა გამოთვალოს ექიმმა .მაგალითად ,ეშერიხია კოლის უყვარს ნაწლავში პარაზიტობა და მისი დაავადებების გამოწვევა—- ყაბზობის, დიარეის და სხვა. ეს მიკრობი, ასევე ადვილად დასეირნობს შარდ-სასქესო სისტემაში. მკურნალობის დროს სასიცოცხლოა ექიმის მაღალი ცნობადობა მიკრობიოლოგიის დეტალებში .მიკრობების სპეციფიკური თვისებები გიჩვენებენ დაავადებების მექანიზმებში ჩაწვდომის გზებს.
დადგენილია, რომ თუ ნაწლავის ფლორაში ლაქტობაცილები დაქვეითებულია ნორმის ქვევით ,მაშინ გარდენელას და მისი ოჯახის მიკრობების მატება იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს ორივე სქესში შარდ-სასქესო სისტემის- ღია ან ლატენტურ ქრონიკულ ანთებებს .
არასწორად დანიშნული ანტიბიოტიკიც და პრობიოტიკიც კლავენ სასარგებლო ბაქტერიებს , რომლებიც აკონტროლებენ და იჭერენ სიცოცხლეს. ბაქტერიების ბალანსის, თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად გამოთვლა და წამლის , მორგებულად, კოდურად დანიშვნა , ხსნაა დაავადებისგან და კიბოსგან. კიბო და რთული დაავადებები არ დაიწყება ,თუ კეთილი და მავნე ბაქტერიების ბალანსი არ დაირღვა, რასაც მოყვება მინერალების არევა და გართულებები. .მაგალითად,დადგენილია, რომ დისბაქტერიოზის შედეგად სპილენძის ცვლის დაზიანება აუცილებლად მივა ციროზამდე.
მარაზმია უკვე მედიცინაში ის დრო და მანევრი, როცა , ექიმები ნაწლავის ფლორაში მხოლოდ ბიფიდო და ლაქტობაცილებს განიხილავდნენ.
კრისპატუსი
კრისპატუსი არის საშვილოსნოს და საშარდე სისტემის კეთილი, დამცავი ბაქტერია .ის ებრძვის—- სოკოს, მავნე ბაქტერიებს, ანთებებს ,პარაზიტებს;პაპილომას ანუ მდედრობით სქესში, კიბოს ხშირად გამომწვევ ვირუსს ;ნაწლავის ჩხირს. კრისპატუსი საშვილოსნოსა და საშარდეში მიკრობების ბალანსირებულ კეთილ ბაღს ქმნის, საიდანაც სტატუსდება ადვილად მორჩენა, ანთებების ჩაცხრობა , კიბოს აცილება . პაციენტზე ზუსტი დახმარებით ექიმი ქმნის პირობებს , რომ კრისპატუსი ფიზიოლოგიურ ფარგლებში იყოს საშოში,ნაწლავში და საშარდე სისტემაში. ამ დროს ექიმი ამ ფლორის ყველა აუცილებელი კომპონენტის შევსებაზე ფიქრობს და აზროვნებას იწყებს დეენემიდან. რადგან ,ნებისმიერი დაავადება დეენემის დაზიანების დასტურია მეტ-ნაკლებად. ამიტომ გამოიყენება ქრონიკული დაავადებების დროს ,შესაბამისი—–დეენემის შემადგენელი ნუკლეოტიდები.
კრისპატუსი ქმნის რძემჟავას და აუცილებელ სასიცოცხლო ნივთიერებებს ,რომლებიც კლავენ მავნე ბაქტერიებს . შედეგად, ანთებებს და სიმსივნეებს აცილებენ ამ გარემოს. ის არის კეთილი რძემჟავა ლაქტობაქტერია, რომლის დაქვეითების დროს საშვილოსნოში ანთებები და ქრონიკული დაავადებები ადვილად ყალიბდება .ხშირი ცისტიტები ან სექსის დროს ტკივილი —-დისპარეუნია და ბევრი სხვა– კრისპატუსს უკავშირდება. თუ ქალი ჯანმრთელია,საშვილოსნოში კრისპატუსი ნორმა აქვს. 40 წელს ზევით ცისტიტების გამეორება 100 პროცენტით ჰორმონალურია და ფლორის ბალანსი, აუცილებლად ,ჰორმონების ჩასწორების ფონზე უნდა მოხდეს. ბაქტერიათა ბალანსი მარტივად, ექიმების დიდი ცოდნის და გამოცდილების გარეშე ვერ დამყარდება. რადგან, თითოეულ კეთილ ბაქტერიის ნორმას მართავს, როგორც კონკრეტული ჰორმონი ისე ამინომჟავა. კრისპატუსსზე და სხვა—- ძველ და ახალ შტამებზე დაკვირვების გარეშე, საშვილოსნოს და საშარდე სისტემის მკურნალობა , ასევე ნებისმიერი დაავადების მართვა ფარაონების ხანის მიდგომაა. თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაზიანება, საიდანაც მოდის ყველაზ მეტი სიმსივნეები ორივე სქესში, კრისპატუსის და კიდევ უფრო მეტად –აკკერმანსიის მოშლას უკავშირდება.
პრობიოტიკები
სასიცოცხლო იმუნიტეტის წარმომქმნელი მიკროორგანიზმებია. ისინი ბუნებრივად არიან როგორც ნაწლავებში ,ასევე სხვა ორგანოებში.სისხლის სისტემის დაავადებებს და ანემიებსაც ინდივიდუალური პრობიოტიკები აქვს. პრობიოტიკების ბალანსი წყვეტს სიცოცხლის ხანგრძლივობას .იმდენადაა პრობიოტიკული ბალანსი სიცოცხლის გარანტი, როგორც ზუსტადაა შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები. აქაური სამყარო ადამიანის სიცოცხლის მასთან შემგუებლობას ნაწლავის და სხვა ორგანოების ფლორის ბალანსით საზღვრავს. დაირღვევა ეს ბალანსი —–არის დაავადებები და ხანმოკლე სიცოცხლე. კეთილი პრობიოტიკული ბაქტერიების ნორმა ხელს უშლის მავნე ბაქტერიების ზრდას. ჭარბი მავნე ბაქტერიები ააგრესიულებენ მიკრობებს, რის ფონზეც არის ინფექციები, დაავადებები, კიბოები.
ყველა დაავადება ———იწყება მიკრობებიდან. ნებისმიერი დაავადების მორჩენა უნდა დაიწყოს ამ ადამიანის მიკრობული ფლორის გამოთვლით. ინკუბატორის წიწილებივით ყველას ერთიდაიგივე წამალი ერთ დაავადებაზე —-დამზიანებელია. კონკრეტულ ადამიანში ,ინდივიდუალური მიკრობული ფლორის ზუსტი სახე უნდა დავადგინოთ. რადგან, ყველას, სპეციფიკური და სხვადასხვა მონაცემები აქვს. მხოლოდ , ინდივიდუალური მონაცემების შესაბამისი მკურნალობაა სწორი .ყველა დაავადების უკან დგას მიკრობი. თანამედროვე მედიცინაში, ამაში ანტიბიოტიკი მხოლოდ მწვავე და განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება. რადგან ,უფრო მეტი ხერხები და უვნებელი საშუალებებია მიკრობების და სოკოების გასაუვნებელყოფად.
მარტო ლაქტოს და ბიფიდოს ცნობადობის ერა დამთავრდა და ამ აზროვნებაზე გაჩერება მხოლოდ პრიმიტიულობაა. რაც დააზიანებს ადამიანების სიცოცხლეს. ფლორის უფრო სასიცოცხლო პერსონები გამოიკვეთა , რომელთა ბალანსით კიბოს და მძიმე დაავადებების აცილება რეალურად ხდება. თუმცა სამწუხაროდ, მედიცინის უდიდესი და მუდმივი პრობლემა——-ლაქტოს და ბიფიდოს ბალანსის შექმნა, იყო მთავარი ამოცანა და ისევ რჩება. ეს ისევ არის ფონურ წესად მიღებული . მაგრამ,წარმატებითაც რომ წყდებოდეს ყოველთვის, მაინც არასაკმარისია.სამწუხაროდ,მედიცინის ექსპერტებმა გამოკვეთეს, რომ ნაწლავების ფლორის ურთულეს ბალანსს მხოლოდ განსაკუთრებით თავგანწირული ექიმები მეთვალყურეობენ. მტკიცედ თუ არ შევიმეცნეთ, რომ ნებისმიერი დაავადების მორჩენის გასაღები— ბალანსირებულ ნაწლავის ფლორაშია , ისე დაავადებები ვერ შეჩერდება. სამყარო ადამიანის სიცოცხლეს ნაწლავებიდან მართავს.
პრობიოტიკული ფლორის ბალანსს კიდევ უფრო არღვევს——-სტრესი, ნერვიულობა, უიმედობა,ბანკის კრედიტის სატელეფონო ზარები, ეკონომიკური პრობლემები, არაჯანსაღი კვება, ქიმიური მედიკამტები,არამართებულად დანიშნული ანტიბიოტიკები .
საშვილოსნოში ეშერიხია კოლის ვერ მოსპობ ვერანაირი ანტიბიოტიკით, თუ ნაწლავის და საშვილოსნოს ფლორა არ დააბალანსე. ასევე, ნებისმიერი ორგანოს მიკრობებს ვერ გააქრობ ,თუ ფლორა ურთიერთ არ დაბალანსდა. რაც არის ამ ორგანოს სიცოცხლის გარანტი. უამრავი ოპერაციის და სიმსივნეების ცოდვა დისბალანსური ფლორის ვერგამოცნობის კისერზეა.
ნებისმიერი ორგანო დაავადებამდე მიკრობების გამო მიდის. სტენტირების საჭიროებამდე გული, მარტო ——-შევიწროებული და ათეროსკლეროზული არტერიების და სისხლძარღვების ,თრომბის, მეტაბოლიზმის მოშლის, სტეროლების დაცემის და სხვათა გამო კი არ მიდის; არამედ, საწყისი მიზეზი მიკრობებია, რომლებმაც გულის კუნთოვანი ქსოვილის, არტერიების და სისხლის ბაქტერიული ფლორის ბალანსი მოშალეს. რამაც გულის მთავარი ფერმენტების გამომუშავება და მოძრაობა შეწყვიტა .მაგალითისთვის ავიღოთ—–ფრუქტოოლიგოსაქარიდები ,რომლებსაც ამერიკულ ორგანულ წამლებში— ფოს აწერია ანუ პრებიოტიკი. ამ კლასის წამლების მთავარი მიზანი მავნე ბაქტერიების დაქვეითებაა. მათ ვიყენებთ—–ცხიმების მეტაბოლური სისწორით დასაშლელად, ქოლესტერინის დასაქვეითებლად,შაქრის დასარეგულირებლად , ოსტეოპოროზის, სახსრების, გულის, სისხლძარღვების , არტერიების, ჩიყვის და სხვა პრობლემების სამკურნალოდ .ორგანოებს ისინი აჯანმრთელებენ —– მავნე ბაქტერიების შემცირებით ფლორებში. გულის ქსოვილის მკურნალობა და გადარჩენა ინფარქტისგან და სხვა ორგანოების დაცვა ,მათი და მსგავსი თვისებების სხვა ჯგუფის წამლების გარეშე, რომლებიც მავნე ბაქტერიებს ამცირებენ—– უკვე დიდი ჩამორჩენილობაა.
ადამიანთა უმრავლესობას კბილები დაზიანებული აქვს, რადგან სტომატოლოგიური პრობიოტიკების და პრობიოტიკული თვისებების მედიკამენტების გამოყენება იშვიათად ხდება და მავნე ბაქტერიებთან ბრძოლა, ძირითადად, ანტიბიოტიკის იმედზეა, რაც პროცესს მიჩქმალავს და პრობლემის მიძინებული სათავე ისევ რჩება .ამიტომაცაა ამდენი სტომატოლოგიური პრობლემა. ასეთივე პრობლემაა სხვა ორგანოების მკურნალობის დროს. დაავადებების დროს ,უპირველესად, გამოწვევი მიკრობი უნდა გაანეიტრალო. მაგრამ, ესეც არ არის საკმარისი. პრობლემა ამით არ მთავრდება .ის პირობები უნდა შეიცვალოს, რამაც ეს მიკრობი გაამრავლა .მაღალი ხარისხის მკურნალობისთვის უნდა ვიცოდეთ მთავარი მიზეზები. მაგალითად , დამკვიდრებული მცნებაა ჩვენს პირობებში —–რადიკულიტზე, წელის ტკივილზე —-მაშინვე დიკლოფენაკებით უპრიმიტიულესი პასუხი–ანუ გამაყუჩებლით ტვინს დროებით დაავიწყო პრობლემა .ევრო-ამერიკული მედიცინის სტანდარტით წელის ტკივილის და რადიკულიტების გამწვავებაში, პროცენტულად ყველაზე მეტი მიზეზია—1-შარდმჟავას ცვლის მწვავე ატიპური მოშლა, საშარდეს დისბაქტერიოზით,რომლის დროსაც სავალდებული არ არის შარდმჟავამ ანალიზში მოიმატოს. ამიტომაც არის ატიპური მოშლა.2– ტვინის ცერებრული, საშუალო, გარდამავალი მოშლა დისბაქტერიოზით,3—დაზიანებული საკვერცხის ფარული ანთების გამწვავება დისბაქტერიოზით 4—- საშვილოსნოს ან სათესლეს ბაქტერიული ფლორის გააქტივებაა და დისბალანსი.
თუ რადიკულიტის მიზეზი მხოლოდ ხერხემალია, ის მალე არ გაივლის .ამ 4 დან რომელიმე გამოხატულებით, უფრო მალე გაივლის , მაგრამ , ზიანი ღრმავდება და პრობლემა მიტოქონდრიების დონეზე რჩება. რაც სიცოცხლის ხანგრძლივობის შეზღუდვის გარანტია. რეალური გამოცნობა უნდა ხდებოდეს დაავადების მიზეზების.
დღემდე ბევრ სამედიცინო ლიტერატურაში იწერება, რომ დისბაქტერიოზი, მხოლოდ, საშარდეში და მსხვილ ნაწლავშია, რაც თანამედროვე სამეცნიერო მონაცემებით და ფაქტებით არასწორია . დისბაქტერიოზი———- ყველა პრობლემურ ორგანოში მიდის.
ნებისმიერი ორგანო——–გული, ფილტვი, ელენთა,თირკმლები და სხვები, ძალიან დიდხანს ითმენენ და უძლებენ მიკრობულ ღრღნას და ფლორის დისბალანსს. მაგრამ, როცა ბაქტერიული ბალანსის გადახრა კუჭ-ნაწლავშია, ეს მთელი ორგანიზმის პრობლემაა. რადგან ,მედიცინის მეცნიერების მტკიცებით -იმუნური სისტემის 70 პროცენტზე მეტი კუჭ-ნაწლავშია. როგორც ხშირად ვიმეორებ ცნობილ სამედიცინო ჭეშმარიტებას—–ეპიფიზის რეცეპტორული საწყობი კუჭ-ნაწლავშია. ეპიფიზი კი სიცოცხლის ხანგრძლივობას კურირებს. თუ კუჭ-ნაწლავს უჭირს, იმუნური სისტემა უსუსტესია და ყოველდღე თანდათან იმსხვრევა.
ნაწლავების უკმარისობა
ევრო-ამერიკული სტანდარტით ,ყველაზე მკვეთრი ჰორმონული დისბალანსების ჩამონათვალშია——-ნაწლავების უკმარისობა მონელების პრობლემით. მონელებაზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელია სამი ჰორმონი——გასტრინი, სეკრეტინი და ქოლეცისტოკინინი. კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის მკურნალობის დროს ,თუ ამ სამ ჰორმონზე არ არის ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა, მაშინ ეს უსუსტესი ან არასწორი დახმარებაა.
ნაწლავების უკმარისობაა არა მარტო მისი სიმსივნე, წყლულოვანი კოლიტი და სხვები ,არამედ უპირველესად, ყაბზობა და დიარეა. ყაბზობა ან დიარეა არის ექიმისთვის სიგნალი, რომ მან ნაწლავების უკმარისობა დეტალურად განიხილოს. მაგალითად,ქრ . დიარეის ანუ აშლილობის დროს, თუნდაც ეს იყოს პერიოდული და ხანმოკლე, ექიმმა უპირველესად უნდა გამორიცხოს პანკრეასის ყველა სიმსივნე , რომლებიც დიარეით მიდიან. მითუმეტეს, სეროტონინის სინდრომის ფონით მიმდინარე სიმსივნეები,ზოლინგერ -ერიქსონის სინდრომის ჩათვლით .დიარეის დროს უპირველესია ციტოკინური ფაქტორის შეფასება. რამდენადაა ისინი გაზრდილი და რომელი. ნაწლავებზე არასწორი მიდგომის მაგალითებიდან ჩვენს მედიცინაში კიდევ არის იმის პრეცენდენტები, რომ ზოგი ადამიანი,აშლილობას მუდმივად ეხმარება იმოდიუმით და მსგავსი პრეპარატებით. ე ს პრეპარატი ექსტრემალური სიტუაციის დროს ერთჯერადად ,შეიძლება, საუკეთესო გამოსავალი იყოს.მაგალითად, ადამიანი კონფერენციაზე შედიოდეს და კუჭი ჰქონდეს აშლილი. მაგრამ ,ქრონიკული გამოყენებისას ყოველთვის მიდის ნაწლავის პერფორაციამდე,
ყველა დაავადების გამწვავება დაკავშირებულია ციტოკინების ზრდასთან. აბსურდია მკურნალობა ,თუ ფონური მედიკამენტები ჭარბი ციტოკინების განეიტრალებისკენ არ იქნებიან მიმართული .ნებისმიერი გამწვავებული პრობლემა——ალერგია, ჭინჭრის ციება, დერმატიტები, ეგზემა, ტემპერატურა, რომელიმე ორგანოს ტკივილი, ორგანოების ანთებები,ვირუსის შემოჭრა, მიკრობების გამრავლება და ანთებები , სისხლდენა, ინფარქტ-ინსულტები, არტერიული და სისხლძარღვთა სპაზმები ,კონკრემენტის შეტევა, მწვავე პანკრეატიტი ან ქოლეცისტიტი, პოდაგრული ართრიტი, ფსორიაზის გამწვავება, შაკიკი , ვირუსული პნევმონიები, ასთმა და ასთმური ბრონქიტი,მწვავე დიარეა და სხვები—– უშუალოდ დაკავშირებულია ციტოკინების სწრაფ გამრავლებასთან. ციტოკინური შტორმები კოვიდის დროს ყველას სმენია, რაც იყო ფონური მიზეზი ადამიანების გარდაცვალების. ქრონიკული დაავადებები,ციტოკინების გარკვეული და არა დიდი რიცხვის სტაბილური მატებაა.
ყველა ორგანოს ანთების გამწვავება ნაწლავებში იწყება .ეს არის სამყაროს ყველაზე მთავარი სამედიცინო საიდუმლო, რაც თანამედროვე მედიცინამ უკვე გამოიცნო. ამის აღქმა თავიდანვე თუ არა აქვს ექიმს, ის სრულად ვერაფერს მოარჩენს. როცა ქრ. ყაბზობა ან დიარეა აქვს ადამიანს, არცერთი გართულება აღარ არის მოულოდნელი. ნაწლავების ქრონიკული უკმარისობის დროს- 30 მდე უმნიშვნელოვანესი სასიცოცხლო ნივთიერებაა დაქვეითებული. ამის არცოდნა ანუ ნაწლავების უკმარისობის ვერშეფასება და დაცემული ნივთიერებების არ შევსება, ადამიანებს სიცოცხლეს თანდათან უზღუდავს. ზუსტად ვიცი ეს 30 რომელი ნივთიერებაა და ასევე ,თითოეულ პაციენტში ვადგენ ,კიდევ რა აქვს მას დაქვეითებული ან მომატებული.
ავიღოთ უმთავრესები .ნაწლავების უკმარისობის დროს იშლება თრეონინის ცვლა და უმრავლეს შემთხვევაში ქვეითდება კიდეც. თრეონინის ცვლის მოშლის ან დაქვეითების გახანგრძლივება , შორეულ პერსპექტივაში ასოცირებულია ძვლის ტვინის სიმსივნეებთან, ლიმფომებთან,მიელომებთან და პარანეოპლასტიკურ სინდრომებთან ანუ როცა სიმსივნე არის ორგანიზმში ,მაგრამ, ანალიზურად გამოვლინებული არ არის .ფარული ლიმფომების და მიელომების დიდი რიცხვი ამით აიხსნება.რადგან,ამინომჟავა თრეონინის მექანიზმები ზოგისთვის ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია.
იშლება ჰისტიდინის და იზოლეიცინის ცვლები. გადახრილი იზოლეიცინი, უფრო მეტად დაკავშირებულია წონის მატებასთან ,დიაბეტთან და მეტაბოლიზმის მოშლასთან ორგანოების დაზიანებით. ამინომჟავა ჰისტიდინს ,რომელი ორგანოს მეფე ვუწოდოთ გაურკვეველია, მისი უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო. თუმცა ის, უპირველესად ,კუჭ-ნაწლავს კურირებს .თუ ბავშვი ენის ბორძიკს დაიწყებს ან ლაპარაკს დააგვიანებს ან ზრდასრული— ინსულტის დროს მეტყველებას გააუარესებს ——-ჰისტიდინის ცვლაში პრობლემებია. რადგან, ფონად დისბაქტერიოზია.ეს მხოლოდ ერთეული მაგალითებია ამ საოცარი ამინომჟავის პრობლემებიდან, რომლის ბოლომდე დაზიანება პირდაპირ ასოცირებულია სიყრუესთან— სისხლის დაავადებებთან ან კუჭ-ნაწლავის და ჰორმონალურ კიბოებთან.
ნაწლავების უკმარისობის დროს ,არ ხდება ისეთი ფერმენტების გამომუშავება ,რომლებსაც ვალდებულება აქვთ ყველაზე სასიცოცხლო ბიოქიმიური რეაქციების ნორმაზე. უპირველესად ,სისხლის რეოლოგიის სისწორეზე ანუ სისხლის პროტეოლიზურ და ფიბრინოლიზურ აქტივობის სიზუსტეზე .მაგალითად, ამილაზას ზოგი ფორმის ცდომას პირდაპირ ებმება თრომბული პროცესების გართულება. რაც ასაკში, სისხლის სიმსივნეების ან ძვლის ტვინის დასუსტების მიზეზია .თუ სისხლის პროტეოლიზური და ფიბრინოლიზური ბალანსი ნორმაა,შედეგად არც თრომბია და არც სისხლძარღვი სკდება. შესაბამისად, არ იქნება—-უეცარი სიკვდილი ან ინფარქტ-ინსულტები, ორგანოების გამწვავებული ანთებები, სისხლდენა . სისხლის პროტეოლიზური და ფიბრინოლიზური ნორმა—ესაა ხანგრძლივი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სისხლის პროტეოლიზურ ნორმას თუ დაამყარებ პაციენტში, როგორც ეს მაღალი კლასის ევრო-ამერიკული სტანდარტებით ხდებ ა და ამას ის ექიმები ვაკეთებთ, რომლებიც მექანიზმების გათვლებით ვმუშაობთ, მაშინ კოაგულაციის დარღვევის დროს აღარ დასჭირდება პაციენტს სისხლის ეწ გამათხიერებლების ასე ხანგრძლივად მიღება. დიდხანს მიღებული გამათხიერებელი ,კოაგულოგრამის პერიოდული და მკაცრი კონტროლის გარეშე— სიცოცხლისათვის საშიშია და არაერთხელ ყოფილა სისხლდენის და სიკვდილის მიზეზი. სისხლის პროტეოლიზურ ნორმას ეხმარებიან პროტეოლიზური ფერმენტები, რომლებიც ნაწლავური უკმარისობის და დიზბაქტერიოზის დროს საერთოდ ქრებიან ორგანიზმში . შედეგად კი თრომბისკენ გამალებული სწრაფვაა .მათგან ზოგი , სისხლის, არტერიის და გულის მთავარი ფერმენტებია . აბსურდია რომელიმე ორგანოს მკურნალობა, თუ ამ ორგანოს მთავარი ფერმენტები რომელია—არ იცი . რადგან, მკურნალობაში ისინია წამყვანი. არავის უნახავს კუჭ-ნაწლავით, დისბაქტერიოზით დაავადებული, თრომბებით სავსე ორგანიზმს რომ არ დაატარებდეს ,სპეციფიკური ფერმენტების დეფიციტის ან სრული გაქრობის გამო.
უხშირესად ვამბობ— განუსაზღვრელი ვადით გამათხიერებელი, სისხლთან ერთად სისხლძარღვის კედელსაც ათხიერებს და მის დრეკადობას თანდათან ჩაშლის . ადამიანმა სიცოცხლე რომ გააგრძელოს—— სისხლის ქსოვილმა უნდა შეინარჩუნოს ზომიერი სიბლანტე, რომ არც სისხლდენა იყოს, სისხლძარღვის გახეთქვის გამო და არც თრომბი წარმოიქმნას. არ შეიძლება სისხლთან ბრძოლა ,ქრონიკულად დანიშნული ეწ გამათხიერებლით, რაც ძვლის ტვინის დეგრადირებას და მის მიერ უვარგისი სისხლის შექმნას იწვევს. სისხლი სიცოცხლის მაცნეა , რომელიც , როგორც მედიცინის მსოფლიო ექსპერტები ამბობენ—- ორგანიზმში მოჯადოებულ წრეზე დადის და ყველა ორგანოში შეაქვს საკვები და სიცოცხლის პროგრამა. შექმენი სისხლის ფიბრინოლიზური და პროტეოლიზური ნორმა და აღარ იქნება თრომბი .კონკრეტულად ამ მიზნისთვისაა შექმნილი მედიკამენტებად, სისხლის, არტერიების, გულის და სისხლძარღვების ორგანული ფერმენტები.
ყველა დაავადება პრობლემური ნაწლავებიდან იწყება და ყოველთვის დეენემის დაზიანებაა. აქედანაა საჭირო ექიმის აზროვნება და მკურნალობა და არა პრობლემის კუდებიდან. დეენემის მთავარი შემადგენელია—– ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი. ექიმმა თუ არ იცის —–რომელი დაავადება დეენემის რომელი სტრუქტურის დაზიანებაა, ის პაციენტს სიცოცხლეს ვერ გაუხანგრძლივებს. ადენინის მოშლაა—- დიზბატერიოზი, ყაბზობა, აშლა და ნაწლავების უკმარისობის ნებისმიერი ტიპი, დამბლები, სახის ნერვის პარეზი,კლიმაქსი, ლიბიდოს და პოტენციის დაცემა, პროსტატის ადენომა და სხვა. პროსტატის ადენომა სიმსივნის სტატუსამდე აუცილებლად მივა, თუ ადენინს არ დაალაგებ და არ მისცემ პაციენტს ადენინის დაზიანებული სტრუქტურის აღმდგენ წამლებს. დისბაქტერიოზის დროს ,რომელიც ადენინის ანუ დეენემის მოშლაა ,თუ პაციენტს სთავაზობ ბრმა პრობიოტიკს და ისიც არ იცი –ამ წამლის შემადგენელი ფლორა იქნებ ჭარბი აქვს , ეს კი კიდევ მოამატებს,ეს შეცდომაა.
ადამიანს რძეზე თუ კუჭი ეშლება ან ბოტკინის დაავადება გადაიტანა ან ღვიძლის გაცხიმოვნება და ქოლესტერინის სიჭარბე აქვს ან ცე ჰეპატიტი ,თუნდაც ,ადრე დაუფიქსირდა ან ციროზი აქვს, მას ღვიძლის 40 მდე ფერმენტი აქვს დაქვეითებული. ადგილობრივ ცნობიერებაში, უფრო მეტად ,ღვიძლის 5 ფერმენტი დომინირებს. ასევე ამ ადამიანს აქვს არა მარტო ადენინის ღრმა მოშლა ,არამედ დეენემის სხვა სტრუქტურების. ეს დაავადებები იწყება ნაწლავებში ბაქტერიების დისბალანსით. მედიცინაში აღწერილია შემთხვევა——- ადამიანს ცე ჰეპატიტი დაუფიქსირდა და მკურნალობის გარეშე ვირუსმაც დატოვა ორგანიზმი და ღვიძლიც თავისით გაჯანსაღდა. დადგინდა ,რომ მას ნაწლავების ბაქტერიული ფლორა კლასიკურ მდგომარეობაში ჰქონდა.
უკიდურესი შემოკლებით განვიხილავ რა ხდება დიზბაქტერიოზულ ნაწლავის ფლორაში სხვადასხვა დაავადების დროს. ბევრი დაავადების განხილვის შესაძლებლობა არ მაქვს , ტექსტის მცირე ზომის გამო.
რა ხდება დიზბატერიოზულ ნაწლავში ვირუსის დროს?
თუ ნაწლავის ბაქტერიული ფლორა ნორმაა ან ნორმასთან მიახლოებული ,ვირსუსის გამრავლების და გართულების შანსი არ არსებობს.მაგალითად ,კოვიდის მსუბუქი და მძიმე ფორმა ძალიან შედარებითი მცნებები იყო. ყველა დაავადებას აქვს მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმები .მაგრამ უმეტესად, ვირუსები მკვლელი ორგანიზმებია და ამ სტანდარტებს არ ემორჩილებიან. ყველა ვირუსი ძლიერია. ვირუსის შედეგის გამოხატულება, დამოკიდებულია ადამიანის იმუნურ სტატუსზე. კოვიდი მსუბუქად იმათმა გადაიტანეს, რომლებსაც იმ მომენტისთვის ნაწლავური ფლორა შედარებით ძლიერ გადახრილი არ ჰქონდათ .ნებისმიერი ვირუსის დროს ციტოკინური მცირე შტორმები თავიდანვეა. ამის გამოხატულებაა მაღალი ტემპერატურა .ვირუსის დროს ,ნაწლავში დაცემული ნივთიერებების გამო, სისხლძარღვების ელასტიურობა მთელს ორგანიზმში კნინდება .ვირუსის მთავარი ზიანია —სისხლძარღვების ელასტივობის დაცემა .ვირუსი იწვევს ნაწლავში დაშლის და დუღილის პროცესებს . დაშლა და დუღილი ააქტიურებს სიცოცხლის შემზღუდველ ფაქტორებს. მუცლის ღრუს დასკვნაში ხშირად გამოკვეთით წერია —ნაწლავებში გაზები და ამის მარტივად აღქმა ხდება.ეს არის სწორედ დაშლის და დუღილის პროცესების გაძლიერება, რომლის დროს ბევრი ,დინამიკაში დამზიანებელი ნივთიერება ჭარბდება. .ვირუსის დროს ნაწლავში კეთილი ბაქტერიები მცირდება და მავნები მრავლდება. ეს სწრაფად ხდება და ამიტომაა ვირუსის დროს გართულება უფრო მალე , ვიდრე ბაქტერული ფლორის დროს . ფარული ბაქტერიული ფლორით ადამიანი შეიძლება წლები იყოს და გამწვავება მალე არ გამოვლინდეს .ვირუსის ფონზე რომ დაავადებები რთულდება ეს ყველა ადამიანმა იცის. ვირუსი მძიმე გართულებების ტრამპლინი მაშინ ხდება, როცა ნაწლავური ფლორის მოშლა პიკს აღწევს.
ნაწლავური უკმარისობის ყველა ფორმის დროს გოგირდის ცვლა იშლება და გოგირდი მცირდება.ამაზე ხშირად ვსაუბრობ . ეს არის თრომბის გააქტივების დადგენილი საფუძველი. თრომბული პროცესები ამიტომ ვერ ნელდება მხოლოდ გამათხიერებლით. როცა თრომბზე , მაღალი დონის მკურნალობაა, იქ ყოველთვისაა გოგირდის სასტაბილიზაციო მედიკამენტები. შემცირებული გოგირდის მონაწილეობა თრომბირების გაზრდაში მყარი მეცნიერული ჭეშმარიტებაა. გულის დაავადების დროს ექიმმა უნდა არკვიოს , რომელი კარდიოამინომჟავები და ასევე ნაწლავის მეთვალყურე ამინომჟავებია დაზიანებული , რომლებიც ვირუსის დროს მწყობრიდან გამოდიან ან მცირდებიან. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გოგირდის შემცველებია. ნაწლავების უკმარისობის დროს, განსაკუთრებით, ვირუსის და სიმსივნეების შემთხვევაში ,გამოკვეთილია გოგირდის დაცემა .
ცხიმი რომ ვერ გადაადგილდება სტაბილურად და შედეგად, ქოლესტერინის სიჭარბე და ღვიძლის გაცხიმოვნებაა , ამის ერთი დიდი მიზეზი გოგირდის დაცემაა. ნევროზსა და დეპრესიაში გოგირდის დაცემა მთავარია .დადგენილია, რომ შიზოფრენიის შეტევის ან ნევროზის ან დეპრესიის გამწვავების მთავარი მიზეზია —გოგირდის ცვლის მოშლის ფონზე , არტერიაში გაჩხერილი თრომბი.
ვირუსის დროს ნაწლავების ფლორის დასაცავად და გართულებების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი რაც აქტიურად გამოიყენება ეს არის ნივრის ორგანული პრეპარატები.ამიტომ, ვირუსის დროს ბინაზე მკურნალობისას ,თუ ნივრის მედიკამენტის გამოწერის შესაძლებლობა არ არის, ნივრიანი საკვები მიიღეთ .თანამედროვე ევრო-ამერიკულ მედიცინაში ნივრის მედიკამენტების გამოყენება სიმსივნეების სამკურნალო სტანდარტშია. ვირუსის დროს ნიორი სისხლძარღვის და არტერიის კედლებს აელასტიურებს. გაფაშრებული სისხლძარღვი აადვილებს ტოქსიკური ნივთიერებების და შხამების ორგანოებში შესვლას. ნიორი—საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, რადგან აჩერებს კეთილი ბაქტერიების განადგურებას;აფერეხებს ნაწლავში ვირუსის შედეგად დაწყებულ— დაშლის და დუღილის პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ჯანმრთელ მდგომარეობაში არ ხდება;აჩერებს ლატენტური ჰერპესის გამრავლებას. ჰერპესის მკურნალობაში იგივე მედიკამენტებია თანამედროვე მედიცინაში, რაც სიმსივნის დროს გამოიყენება. რადგან ,ჰერპესული ფონი სიმსივნის მაპროვოცირებელია. არ არის სავალდებოლო ტუჩზე გამონაყარი .ლატენტური ჰერპესი უფრო საშიშია. ნივრის საკვებად გამოყენებაც კი, ნაწლავებში აჩერებს იმ კეთილი ბაქტერიების ჩაშლას ,რომლებიც ჰერპესის გამრავლებას ხელს უშლიან. ვირუსის დროს ნაწლავში ქვეითდება—-ვიტამინები, მინერალები, სპილენძი,ბეტა კაროტინი,ჰესპერიდინი, კოენზიმ ქ 10;საქცინის ,სილიბინის, გლიცირიზინის მჟავები;სასიცოცხლო ინდოლები, ტანინები, შრატის ცილები და სხვა.შრატის ცილებიდან განსაკუთრებით საშიშია სისხლის შრატის ცილის—-ლაქტოფერინის დაქვეითება, რაც ყველა მძიმე ვირუსის და რთული დაავადებების დროს ხდება.ლაქტოფერინის დაქვეითების დროს ნაწლავებიდან ვირუსები ადვილად აღწევენ ორგანიზმში.დაქვეითებული ლაქტოფერინი უხშირესად სიმსივნურ ფონს ქმნის.
რა ხდება დიზბაქტერიოზულ ნაწლავში ფილტვის ანთების და საერთოდ ფილტვის დაზიანების დროს.
ორგანიზმი ჩვეულ, პერმანენტულ დეტოქსიკაციას ვეღარ აკეთებს და უამრავი მავნე ნივთიერება ნაწლავებიდან სისხლის გზით ფილტვში ხდება. კოლაგენის ბოჭკოები ყველა დაავადებაზე მეტად და სწრაფად ფილტვის პრობლემის დროს ჩაიშლება .ფილტვის ყველა პრობლემის დროს დეტოქსის უნარის დაქვეითების გამო ბეტაინის შეწოვა არ ხდება. ბეტაინი არის ნივთიერება, რომელიც ყველა კიბოს დროს დაცემულია. მასზე, შესაბამის სტატიაში სრულად ვისაუბრე. ბეტაინი მეცნიერმა ჭარხალში აღმოაჩინა. ამიტომ ნუტრიციოლოგიის თანამედროვე ევრო-ამერიკული სტანდარტის მიხედვით —ფილტვების გართულებული ანთების და ფილტვის დაავადებების გამწვავების დროს, არასტაციონარულ პირობებში პაციენტს ჭარხლის წვენი დღის განმავლობაში ეტაპურად ენიშნება. რადგან, ფილტვების პრობლემისას ნაწლავებში და მთელს ორგანიზმში იგივე ტემპით გროვდება არაორგანული ნაგავი, როგორც ფსორიაზის და ღვიძლის გაცხიმოვნების დროს. ჭარხლის მიცემა ფილტვების დაზიანების გამწვავების დროს , როგორც აიურვედული მედიცინის, ისე ძველი ქართული მედიცინის ტრადიციაცაა.
რა ხდება დისბაქტერიოზულ ნაწლავში გულის დაავადების დროს?
ნაწლავი წყვეტს პროტეოლიზური ფერმენტების შექმნაში მონაწილეობას დეფექტური რეაქციების და დაბინძურების გამო. ისევ ვიმეორებ ,რადგან უკიდურესად სასიცოცხლოა. პროტეოლიზური ფერმენტების მოშლა მონაწილეა– სისხლის პროტეოლიზური და ფიბრინოლიზური ბალანსის დარღვევაში ,რის შედეგად არის—–თრომბები ,უეცარი სიკვდილები, ინფარქტ-ინსულტები, ორგანოების ანთებებების გამწვავებები. სისხლის ფიბრინოლიზური აქტივობის ნორმა ანუ სიცოცხლისთვის მთავარი პირობა რომ განხორციელდეს, ამისთვის ნაწლავის ფლორა ბალანსირებული უნდა იყოს ანუ კეთილი ბაქტერიები მავნეებს უნდა სჭარბობდეს. ფლორაში ნორმა უნდა იყოს ყველაზე სასიცოცხლო შტამი—- აკკერმანსია ,რაზეც დაბლა ვისაუბრებ. პროტეოლიზურ ფერმენტებს ორგანიზმი ვერ შექმნის ,ადამიანი თრომბისგან ბუნებრივად დაცული ვერ იქნება, თუ ნაწლავის ღია ან ფარული ა ნ ატიპური დისბაქტერიოზია, განსაკუთრებით აკერმანსიას გადახრით.
თავისუფალი, გადაუტვირთავი ნაწლავი—-შენარჩუნებული სიცოცხლე და აცილებული უეცარი სიკვდილია. ცნობილი ფაქტორია—— სისხლძარღვების ათეროსკლეროზის,გულის დაავადებების ,ღვიძლის პრობლემის, სიმსუქნის ,ქოლესტერინის სიჭარბის, დიდმუცლიანობის და მსგავსი პრობლემების დროს ——უეცარი სიკვდილი მხოლოდ ეწ. გამძღარზე ხდება. რადგან, გადაძღომის დროს წყდება სასიცოცხლო ფერმენტების წარმოქმნა ნაწლავში. კეთილი ბაქტერიები ზედმეტად გადავსებული ნაწლავების დაცლამდე პარალიზებულია .სახლის პირობებში, გულის უკმარისობის მწვავე გამოხატულების—- განსაკუთრებით,კვების შემდეგ ტაქიკარდიის დროს,უფრო სასიცოცხლოა და მეტად შედეგიანია , პირველად — ნაწლავის განთავისუფლება და მომნელებელი ფერმენტები, ვიდრე პულსის აჩქარების საწინააღმდეგო მედიკამეტი. ადამიანმა ზედმეტი შეჭამა მკვრივი საჭმელი, მაგალითად, წიწიბურა ან ღომი ან ცხიმიანი ხორცი ან მაკარონი ან შებოლილები ან ტრანსცხიმებიანი ღვეზელები და სხვა ,შესაბამისი სითხე მიღებული არ აქვს . თუ ამ დროს ის შეწუხდა ანუ პულსი აჩქარდა ან ვაზოკონსტრიქციის კიდევ სხვა გამოვლინებაა— ოფლი, სიფერმკრთალე ან სიწითლე ,ესე იგი მას აქვს სისხლძარღვების ტოტალური ათეროსკლეროზი .ამ მომენტში მუცლის აორტის თრომბოზია . შემორჩენილი მომნელებელი ფერმენტებიც პარალიზდება და ხდება თრომბის გადასროლა გულში. რასაც ხშირად მოყოლია სიკვდილი .ჩამოთვლილი დაავადებების ანუ დაზიანებული სისხლძარღვების მქონემ ცოტ–ცოტა უნდა ჭამოს და უფრო თხიერი საკვები. საღამოს, მაწონიც კი წყალში უნდა გახსნას. ეს მექანიზმები უფრო დეტალურად აქ ბევრჯერ ამიხსნია. ასეთმა პერსონებმა გულის მკურნალობასთან ერთად , უპირველესად, ნაწლავების ფლორა უნდა გაიჯანსაღონ, რომ გულით უეცარი სიკვდილი აიცილონ . შუადღის 6 საათის შემდეგ სასიკვდილო შანსებს უკიდურესად ზრდის ამ პროდუქტების ჭამა——–შებოლილი, ღომი, სქელი ფაფები;’შემწვარი, არანატურალური ქათამი; დამარილებული, ნახევარ ფაბრიკატები, სწრაფი კვების პროდუქტები, პატარა ზომის თევზები, ,კრემიანი,ტრანსცხიმები–მარგარინიანი საკვები, მაკარონი, კარტოფილი, ბურგერები, შაურმა და სხვა. რადგან, ასეთი პროდუქტების, მითუმეტეს, ნაშუადღევიდან გადამუშავებას ფერმენტების სრული ბალანსი სჭირდება .სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს ადამიანს ანუ ვისაც აწუხებს ან გული ან წნევა ან ქოლესტერინის სიჭარბე ან სიმსუქნე, ბევრი მომნელებელი ფერმენტი შემცირებული ან გამქრალი აქვს . მას სიცოცხლის იმდენი შანსი აქვს, რამდენად ბალანსირებულია ნაწლავის ფლორა. თუ ის არ არის სწორი მკურნალობის ქვეშ, მითუმეტეს, სულ უპატრონოდ არის—მაშინ არ უნდა დაიჩქაროს სიკვდილი ნაწლავის გადავსებით. სიცოცხლის რეალური გარანტი—–კეთილი ბაქტერიები ნაწლავში რაც აქვს შემორჩენილი, იმათი სასიცოცხლო მოქმედება არ უნდა დაიხშოს ჭარბი ბიონაგავით, რასაც ჩვენში ხშირად საკვები ჰქვია. უცებ გარდაცვალების მთავარი მიზეზი ნაწლავის ფლორის საკვებით დატვირთვაა. სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს სწრაფი გარდაცვალება ნაწლავების გადავსებას უკავშირდება. დისბაქტერიოზის გამო აუცილებელი მომნელებელი ფერმენტები ვერ წარმოიქმნებიან და ეს ქმნის მთავარ პირობას, რომ საკვები დაგვიანებით გადაადგილდეს. მითუმეტეს ,ნელდება საკვების გადაადგილება თუ ჰიპოთირეოზის ფონია. ქოლესტერინის სიჭარბე, თავისთავად ,ჰიპოთირეოზის რომელიმე ფორმაა .ჰიპოთირეოზი უპირველესად მეტაბოლიზმის დაყოვნებაა .ნაწლავში შეჩერებული საკვები და შესაბამისად, დაყოვნებული ნაღველი და ცხიმოვანი მჟავები ტოქსინების და თრომბების ფეიერვერკია .ხშირად ვხსნი შაკიკის ურთულეს და მრავალკომპონენტიან მექანიზმს. მისი საწყისი მიზეზი , საკვების ერთი ნამცეცის დაყოვნებაა ნაწლავში.
სიცოცხლის რეალურად გახანგრძლივებას ყველაზე მეტად ხელს უწყობს სამი ფენომენი——–ჯანსაღი და ზომიერი კვება, ირგვლივ გულთბილი და გულწრფელი ადამიანები და მიკრობებისგან დაცვა.
ბუტირიუმის მჟავა
მასზე ცალკე სტატიაც მქონდა, რადგან, უკიდურესად სასიცოცხლოა. ნებისმიერი ნაწლავური უკმარისობის და ყველა რთული დაავადების დროს ის თითქმის ,პარალიზებულია. ის საერთოდ ვერ შედის რეაქციებში —–ალერგიების, ჭინჭრის ციების, დერმატიტების, ეგზემის, ჰორმონული გადახრების, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაავადებების, სიმსივნეების, ფსორიაზის, პოდაგრის, ქოლესტერინის სიჭარბის და სხვა დროს. მისი დაცემა ერთ-ერთი მძლავრი მიზეზია—— ქავილის და გამონაყარის ანუ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის . ბუტირიუმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმოვანი მჟავა. ცხიმოვანი მჟავები ამოძრავებენ ნაღველს , მეტაბოლიზმს და ქმნიან სიცოცხლეს. მათი მეტობა და ნაკლებობა შემაწუხებელი დაავადებებია. იხ. ჩემი სტატია ცხიმოვანი მჟავები.ყველა სიმსივნის დროს ბუტირიუმის მჟავა დაცემულია. მას ქმნის არა ყველასთვის ნაცნობი ბიფიდო და ლაქტობაქტერიები, არამედ სხვა კეთილი ბაქტერიები ,კერძოდ,eubacterium rectale ,eubacterium ramulas ,eubacterium halli, roseburia cecikola და სხვა ანუ ანაერობული ბაქტერიები. ასევე არაპათოგენური კლოსტრიდიუმი, ფუზობაქტერიები და სხვები . ახლა ჩამოვთვალე ნაწილი იმ ბაქტერეიების ,რომლებიც ხელს უწყობენ ხანგრძლივ სიცოცხლეს. ზოგ ორგანულ,ჰორმონალურ ამერიკულ წამალს დამატებული აქვს ბუტირიუმის მჟავა —სიმსივნის პროფილაქტიკისთვის და თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის სტიმულაციისთვის. თირკმელზედა ჯირკვალი სიცოცხლის საკვანძო ღერძია, საიდანაც იფრქვევა ყველა ორგანოს დაავადება .კიბო შეიძლება 10 წელზე მეტი მიდიოდეს ,მაგრამ ,არ ჩანდეს კვლევებში და დიაგნოზი არ დაისვას .თუმცა ამ აზრს არ ვიზიარებ, რადგან ბევრი ფაქტორია, რაც კიბოს დაწყებაზე მიგანიშნებს. თუნდაც ის, რომ კიბოსგან ინფიცირებული უჯრედები განსხვავებულად იქცევიან. ეს ექიმმა უნდა შეამჩნიოს, იგრძნოს,გამოიცნოს და შეაჩეროს. ამის ბევრი ნიშანია .მაგალითად —–კიბოსგან ინფიცირებული უჯრედები ხარბად შთანქავენ რკინას, ვიდრე ჯანმრთელები .ამიტომ ითვლება განმეორებადი ანემიები , რკინის დეფიციტით—სიმსივნის სიგნალად. ნაწლავის ფლორის დამრეგულირებელი ნივთიერებები რკინასთან რეაგირების დროს ქმნიან იმ ტიპის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კიბოს უჯრედებს თანდათან კლავენ. ბუტირიუმის ცვლის შეფასებით, გამოცდილი ექიმები კიბოს შანსებს აუცილებლად გამოიცნობენ.
ბუტირიუმის მჟავა ბე 5 ვიტამინია . ისეთი აზროვნების ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ჯერ კიდევ -ვიტამინებს,მხოლოდ , გასასუქებელ საშუალებად აღიქვამენ. ბე 5 ის შექმნის ბიოქიმია თუ დაირღვა—–ერითროციტები ნორმულად აღარ იქმნებიან. მათი სტრუქტურა იშლება . მათი პათოლოგიური ზრდაა ან ნაკლებობა .ამიტომ ახლავს ანემიებს ბე 5 ის დაცემა. თუ ერითროციტები შარდით ქრონიკულად გამოიყოფა, თუნდაც ,მხოლოდ, 3 ან 4 ან 5 ეს მარტო თირკმლის ვენების და კაპილარების დაზიანება არ არის, ეს ძვლის ტვინის პრობლემაა, ჰემატოლოგიაზე ზედამხედველი ამინომჟავების გადაცდომის გამო .უმეტესად —გლუტამინის და შეიძლება მომავლის სიმსივნური სიგნალი დარჩეს. ისევე როგორც შარდში ჰემოგლობინის სტაბილურად გამოჩენა. რომელიც უდიდესი სიგნალი უნდა იყოს ექიმისთვის.მაგრამ, სამწუხაროდ ხშირად——- ეს არაფერიაში გადის.
ბე 5 ბოლომდე რომ დაზიანდება,ვერც საკვებით შეივსებ და ვერც წამლით .მისი წარმოშობის მექანიზმები უნდა გასწორდეს ძვლის ტვინში. ის მეტია ამ საკვებში-ბარდა, თხილი, წიწიბურა, ყვავილოვანი კომბოსტო,საქონლის ღვიძლი და თირკმლები,გული, კრიმინი, შიიტაკე სოკო. ბე 5ის ცვლა რომ ბოლომდე მოიშლება— ცხიმს, ნახშირწყალს და ცილას ადამიანი ვერ გამოიყენებს ენერგიის წყაროდ. ისინი ვერ დაიშლებიან სწორი რეაქციებით . ადამიანი წონაში ძნელად დაიკლებს ან ისევ მოიმატებს.ეს ერთ-ერთი მექანიზმია ღვიძლის გაცხიმოვნების დროს.ბე 5 ქმნის სასქესო ჰორმონებს და იმუნიტეტს.
ვაკონკრეტებ—-სისხლის სისტემის დაზიანება და სისხლის კიბოები მოიცავენ გადახრილი ერითროციტების და სისხლის სხვა ფორმიანი ელემენეტების პრობლემებს. მის მიზეზებში ერთ-ერთი პირველია —კალიუმის ასპარტატის და სპილენძის გლიცინატის მოშლა, სელენის დარღვევა, ამინომჟავა გლუტამინის დაზიანება. ეს ფაქტორები იწვევენ სისხლის და სხვა ორგანოების დაავადებებს. სისხლის სისტემის დაზიანების და ერითროციტების დეგრადაციის მთავარი საფუძველი პანტოტენის მჟავის შექმნის პროცესის შეფერხებაა, ნაწლავის ფუნქციური დისბალანსის და უპირატესად, ამინომჟავა გლუტამინის მოშლის გამო.
ყველა მძიმე და საშუალო სიმძიმის დაავადება არის დისბაქტერიოზის ფონზე, სათავეში სისხლის სისტემის დაზიანების მთავარი მიზეზებით. მათ შორის ინსულტ-ინფარქტიც. ბე 5 რომ ჯანმრთელობას მიეხმაროს,ჰემოპოეზი ანუ ძვლის ტვინში სისხლის ფორმიანი ელემენტების შექმნის პროცესი უნდა იყოს ნორმა. ჰემოპოეზი ვერ იქნება ნორმა— ნაწლავის ბაქტერიების სწორი ბალანსის გარეშე. ანუ თრომბოციტები ,ერითროციტები, ლეიკოციტები და სისხლის სხვა ელემენტები ვერ იქნებიან ნორმა ბაქტერიების ბალანსის გარეშე, როგორც ნაწლავში , ისე ძვლის ტვინში. ——–თუ დამწყებ ექიმს მსოფლიო მედიცინის ნაკვლევ ამ კონკრეტული, უნიკალური, სასიცოცხლო ,ულტრადონის ინფორმაციის აღქმა და პრაქტიკული მოხმარება შეუძლია,ის ბევრი მძიმე დაავადებისგან იხსნის პაციენტებს. მხოლოდ ზედაპირული მკურნალობებით ადამიანთა სიცოცხლე ხანმოკლე იქნება.
დისბაქტრიოზი იწყება ნაწლავიდან , მაგრამ ყველა პრობლემურ ორგანოში მიდის . სისხლის პრობლემების,მათ შორის ანემიების დროს დიზბაქტერიოზი ძვლის ტვინშიც და ელენთაშიც მიდის. დისბატერიოზის შედეგებია—- ქსოვილების და უჯრედების ბაქტერიული დაბინძურება. რაც იწვევს ლპობით პროცესებს. ასეთ უჯრედს სისხლის მომარაგება შეზღუდული აქვს. ეს ემსგავსება გაჩერებულ წყლიან გუბეს, რაც ადვილად ჭაობდება. სიმსივნეები ადვილად ჩნდებიან ბაქტერიული მარაზმების ფონზე. ამ ფონზე ადვილად მკვიდრდება ტუბერკულოზის ატიპური ფორმები. ამიტომაც არის ის ,ამ საუკუნის დაავადებების უხშირესი თანმხლები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩვენი ქვეყანა ტუბის სტატისტიკაში, მსოფლიოს პირველ ათეულში ჩასვა. შეიძლება იმუნიტეტის ვარდნის გამო ლეიკოციტები და სხვა სტანდარტული ფაქტორები არ ამაღლდნენ და ვერ მიუთითონ მიკრობულ გააქტივებაზე, მაგრამ გამოცდილ ექიმებს სხვა ბევრი მინიშნებაც აქვთ ,რომ ორგანიზმში ბაქტერიული პროცესია .
ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს ბევრი სტანდარტია საძიებელი, რაც სასიცოცხლოა. 1—ექსუდაციური სტრესის გაანგარიშება, რომლის მატება დაავადებები და სიმსივნის შანსებია. 2—მძიმე მეტალების დათვლა, რადგან მათი მატება სიმსივნური მარკერების დონეა 3—მინერალური ბალანსის დათვლა ,რაც სიცოცხლის ღერძია.4——ამინომჟავების ბალანსის გამოთვლა, რაზეც დგას სიცოცხლე .5–დისბაქტერიოზის ვითარების განხილვა ფლორების გაანგარიშებით, როგორც ნაწლავში ისე სამიზნე ორგანოში.6—ბაქტერიული ფლორის შეფასება ახალი მეთოდით და არა მარტო ლეიკოციტებზე დაყრდნობით. 7 -პარაზიტების , ტოქსინების და სხვა შლაკების შეფასებ.ასევე სხვა ფაქტორები .
ექიმის აზროვნება ნებისმიერი დაავადების დროს ,მიკრობების ძიების და რაოდენობის შეფასების ფონზე უნდა მიდიოდეს.გაანეიტრალე მიკრობები ბოლომდე და ნებისმიერი დაავადება შეჩერდება. სიმსივნე აღარ მოკლავს ადამიანს. ჯანმრთელობა და სიცოცხლე ასოცირებულია მიკრობებთან ბრძოლასთან.ვერ იქნება სიცოცხლე, როცა რომელიღაც კლინიკაში ჭუჭყიანი ტილოთ იწმინდება იატაკი ან ბავშვი ჰოსპიტალური ინფექციით ბრუნდება სახლში. 10 წელი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვიყავი სამკურნალო დარგში. მინისტრის ბრძანების საფუძველზე ,ქვეყნის მასშტაბით ხშირად ვიყავი ჩართული კლინიკების სამკურნალო ხარისხის შემოწმებაში. უამრავ დარღვევას ვნახულობდით. ერთ კლინიკაში იყო სტომატოლოგიური კაბინეტიც. საპროტეზოში ჭუჭყიანი მასალა და უბინძურესი ხელსაწყოები მაგიდაზე ღიად ეყარა .ის პირის ღრუში უნდა გამოეყენებინათ. არასტერილური გარემო მკურნალობისას ირიბი მკვლელია ადამიანების.ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლისათვის ბრძოლა უნდა იწყებოდეს მიკრობების აღქმით, პროფილაქტიკით და მათთან ბრძოლით. ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება როგორც ჯანმრთელობა.
ნაწლავების ფლორა ჯანმრთელი ვერ იქნება ,ორგანიზმის გადარჩენაზე და მითუმეტეს სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვერ იმუშავებს, თუ შრატის ცილების ნორმა არ იქნება .რაც ნაწლავებისთვის და მთელი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოა. მაგალითისთვის ,ისევ ავიღოთ შრატის ცილა—-ლაქტოფერინი.ის ხელს უშლის რკინის ,როგორც სიჭარბეს, ისე დაქვეითებას .რკინის სიჭარბე იწვევს ორგანოების გადაგვარებას, რადგან,ის ორგანოებში გროვდება. დაქვეითება სიმსივნეებთან არის დაკავშირებული. ლაქტოფერინი ხელს უშლის რკინის როგორც ჭარბად დაგროვებას ისე შემცირებას .ლაქტოფერინი რკინის დამაკავშირებელი გლიკოპროტეინია. ბაქტერიები რკინის გარეშე ვერ ცოცხლობენ და ვერ მრავლდებიან. რკინა მათი საკვებია .ამიტომ არიან რკინის მთავარი მიმტაცებლები . რკინა თუ ნაკლები აქვს ადამიანს, ის ბაქტერიებით სავსეა. ლაქტოფერინი რკინას ართმევს ბაქტერიებს. ლაქტოფერინი რომ დაცემულია რკინას ბაქტერები ჭარბად იტაცებენ და ანემიებია .შედეგად, ნაწლავის ფლორა დასუსტებულია . ძვლის ტვინი ანემიების დროს მძიმე დაავადებებისთვის მზად არის. ლაქტოფერინი ხელს უშლის ნაწლავებიდან ვირუსების შეღწევას ორგანოებში. ამცირებს ანთებებს და ოქსიდაციურ სტრესს , რომელიც თუ ჭარბია ადამიანი ძლიერად ზიანდება. რადგან ,ამ დროს იზრდება კიბოს წარმომქმნელი თავისუფალი რადიკალები და წყალბადის ზეჟანგი, რაც ბოლომდე, შეუქცევადად წამლავს ორგანიზმს. შრატის ცილები და კეთილი ბაქტერიების ნორმა ნაწლავებში აქვეითებენ ოქსიდაციურ სტრესს და ადამიანის ყველაზე ძლიერ მკვლელს —– წყალბადის ზეჟანგს . კიბოს შანსი ქრება და ადამიანი ჯანმრთელდება.
ყველა დაავადების და სიმსივნის მორჩენის შანსი ნაწლავის ფლორის გამოსწორებაში დევს . ბუტირიუმი ნაწლავის ფლორას აჯანსაღებს და რეალურად ქმნის ხანგრძლივ სასიცოცხლო შანსებს. მაგრამ, შედეგიანი არაფერი ხდება ინდივიდუალური მიდგომის გარეშე. ანუ ზუსტად რა სახით სჭირდება მედიკამენტები პაციენტს, მხოლოდ ეს არის სასიცოცხლო——ციტრატი, გლიცინატი, ქელირებული თუ სხვა ფორმები ——ეს უნდა დადგინდეს. ფორმის ტიპის მორგება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან, სხვა დროს წამალი, თითქმის, დაკარგულია .მაგალითად ბე 6 ვიტამინის ნორმის ზევით მატება,დადგენილია, რომ მიდის ციროზებამდე , სიმსივნეებამდე, რადგან აგრესიულ ფორმაში გადაყავს ტრიფტოფანი , სეროტონინი და მელატონინი .ამ დროს ღვიძლი ბე 6 ით შიმშილს განიცდის. რადგან ,გროვდება და ვერ შეიწოვება. ამიტომ , მისი სხვა ფორმები ინიშნება.რაც რეალურად ეხმარება გაჯანმრთელებას.
ნებისმიერი დაავადება ან სახსრების ანთება არ განახლდება თუ დისბაქტერიოზის გამწვავება არ მოხდა .ამ დროს ქვეითდება კეთილი ბაქტერიები , რომლებიც იწვევენ იმ პროტეოლიზური ფერმენტების გააქტივებას ,რომლებიც სახსრების მთავარი მცველებია.
კისტების წარმოშობის მექანიზმზე და მათი გაწოვის გზებზე ბევრჯერ ვისაუბრე .თუნდაც ერთი კისტა როცაა ორგანიზმში ,ეს სიგნალია, რომ კოლაგენის ბოჭკოების სტრუქტურების დაშლა დაწყებულია , რასაც რომელიმე ორგანოს გადაგვარება და სიმსივნე ან დამბლა მოყვება. კაცის სიმსივნე უპირველესად, იქ არის ამ დროს საძიებელი, სადაც მამას, მამის ძმას ან ბაბუას ჰქონდა. ქალის სიმსივნე კი იქ არის პირველად საძიებელი, სადაც დედას ან ბებიას ან მამიდას ჰქონდა .კისტა პარანეოპლასტიკური სინდრომის დადასტურებაა ანუ კიბოსწინარე პროცესის .ის თუ ჯანსაღად და ორგანულად არ გაწოვე აუცილებლად გართულდება რომელიმე დროში. ორგანიზმში რომ კისტა გაჩნდება, იქ ძლიერი დისბაქტერიოზია ,თუნდაც ატიპური ფორმით. ევრო-ამერიკული სტანდარტით კისტის დროს ისეთ ნივთიერებებს ვნიშნავთ, რაც 900 ზე მეტი სახეობის ბაქტერიას და ასევე სოკოებს კლავს. ესე იგი, კისტა არ გაჩნდება ,თუ ბაქტერიული ფლორა გამრავლებული არ არის დისბაქტერიოზის ფონზე. კისტის და პოლიპის მოჭრა კი არ არის გამოსავალი.ის სხვაგან გაჩნდება მაინც, სხვა ფორმით. მათი გამოჩენა სიგნალია სამყაროდან, რომ ბაქტერიები და პარაზიტები აზიანებენ ორგანიზმს. უნდა შევიგნოთ, რომ ——კისტა აგრესიული მიკრობების კოლონიების დასტურია, რაც თუ არ გაანეიტრალე ან ორგანოს ბოლომდე დააზიანებს ან სიმსივნეს გააჩენს. ნებისმიერ ორგანოში მიკრობების გამრავლება – დაზიანებული ნაწლავის ფლორიდან იწყება. დაავადებები და სიმსივნეები იწყება მიკრობული ფლორის გამრავლებით და ნაწლავური დისბაქტერიოზით. კისტა სიგნალია, რომ სადღაც ორგანიზმში მიკრობების, პარაზიტების და სოკოების გროვაა ,რაც ორგანიზმს ძლიერ აზიანებს და ცდილობს უჯრედები სიმსივნურად გადააქციოს. .სიმსივნის ბაზისი სწორედ ჭარბი მიკრობებია.
ნივთიერებები,რომლებიც ყველაზე აგრესიულ ,სწრაფ თრომბებს და სასიკვდილო ემბოლებს აცილებენ ადამიანებს, ნაწლავის ფლორის კეთილი ბაქტრიებიდან იქმნებიან. როცა ეს ფლორა პრობლემურია , ეს ნივთიერებები ვერ წარმოიქმნებიან და თრომბის რაოდენობა და აგრესიულობა მატულობს.მაგალითად, კა 2 ვიტამინი რაზეც უხშირესად ვსაუბრობ, მხოლოდ ,ნაწლავის ფლორის კეთილი ბაქტერიებისგან მიიღება. მისი ნაკლებობა გამოცხადებული თრომბია. თუ ნაწლავის დიზბატერიოზია კა 2 დაქვეითებულია ან სულ ვერ იქმნება. შესაბამისად, ამის გამო კაპრილის მჟავის წარმოება კვდება ნაწლავში, რაც ქმნის სოკოების გამრავლების პირობებს მთელს ორგანიზმში. კა 2 ის ნაკლებობის დროს ,პარაზიტები აქტიურად მრავლდებიან ღვიძლსა და სხვა ორგანოებში . თუ ისეთი დისბაქტერიოზია, რომ კა 2 თავის აქტიურ ფორმაში Mk 7 ში ვერ გადავა, ნაწლავის ფლორის არასრულფასოვნების გამო,თრომბი, ემბოლია ან უეცარი სიკვდილი გასაკვირი არაა. კა 2 ს კლავს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება .კა 2 ამ პროდუქტებშია——კომბოსტო, საქონლის ღვიძლი, ბარდა, ასპარაგუსი, გოგრა ,პომიდორი,კიტრი, ყაბაყი,სოიო და სხვა.
ნაწლავების დისბაქტერიოზი პირდაპირი გზაა ორგანოების გადაგვარებამდე და ნაადრევ სიკვდილამდე. თუნდაც პაციენტის ფლორასთან ზუსტად მორგებული მედიკამენტი რომ დაინიშნოს შედეგი არ იქნება ,თუ დეტოქსი არ მოხდა. ყველა ორგანოს ინდივიდუალური დეტოქსი აქვს .
დისბაქტერიოზის დროს, როცა ნაწლავის დაბინძურების მაქსიმუმია—— თუთია ვერ წარმოიქმნება, რომელიც ყველა ბიოქიმიური რეაქციის სწორად წარმართვის გარანტია; ტანინები ვერ იქმნება,ამინომჟავები ვერ შეიწოვება ნაწლავებიდან სწორად,ციტოკინები ადვილად გამრავლდება,ფერმენტები არ წარმოიქმნება, ლიმფა და სისხლი მუდმივად იშლაკება;პალმიტინის და სტეარინის მჟავები არ იქმნება და მიკრობები მრავლდება ;ყველა სასიცოცხლო ნივთიერება შემცირდება და ანთებების და სიმსივნის მარკერი ნივთიერებები მოჭარბდება—– სომატოსტატინი, ციტოკინები, ცე რეაქციული პროტეინი,სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა და სხვები. რაც მეტად არაბალანსირებულია ნაწლავის ფლორა ,მით ვეღარ აღწევს ორგანიზმში მელატონინი .ეპიფიზი მელატონინს ნაწლავის გზით აწვდის ორგანიზმს ,რაც სიცოცხლის მთავარი გარანტია. ყველაფერი —-შეწოვამდე ნაწლავების გზას გადის და ეს გზები ჩახერგილია მიკრობული ბალანსის დარღვევის და კეთილი ბაქტერიების შემცირების გამო. ნაწლავის იმუნური შეფერხება და დაკეტვა სიცოცხლის ხანგრძლივობის შეჩერებაა. ყველაზე დამზიანებელია—- დისბაქტერიოზის გამო, როცა ვერ ხდება ნაწლავებიდან ამინომჟავების სწორად შეწოვა, რისი შედეგია ყველა მძიმე დაავადება—– კიბოდან დაწყებული შიზოფრენიის ჩათვლით .ამინომჟავების სწორად შეწოვა და განაწილება წერს მთავარ სასიცოცხლო პროგრამებს.
ყველაზე გამოჩენილი უნარშეზღუდული, მედიცინის ისტორიაში იყო ის მედიცინის მუშაკი თუ ჯანდაცვის ორგანიზატორი, ვინაც თავიდანვე ყველა ორგანულ ნატურალურ პრეპარატს ზოგადად მოარგო სიტყვა—- დანამატი. დანამატი შეიძლება ეწოდოს, მაგალითად ცე ან სხვა ვიტამინს,ისიც იმ შემთხვევაში ,თუ ეს კონკრეტული ნივთიერება , პაციენტს ნამდვილად აკლია. აკლია და ამატებ. როგორ შეიძლება დანამატი უწოდო, რომელიმე რთულ, ორგანულ, ნატურალურ მედიკამენტს, მაგალითად იმას, რომელსაც სასიკვდილოდ მომატებული , ადამიანის 100 პროცენტიანი მკვლელი—– კორტიზოლი დაბლა ჩამოყავს. მედიცინის ცოდნა ტერმინების გარკვევიდან იწყება.
აკკერმანსია
აკკერმანსიის გადახრა პირდაპირ უკავშირდება———-უეცარ სიკვდილს, ურთულეს დაავადებებს , სიმსივნეებს,დიაბეტის გართულებას, დაავადებებით პრობლემურ, ხანმოკლე ცხოვრებას, ჰორმონულ გადახრებს, ლიბიდოს და პოტენციის ბოლომდე დაცემას,ორგანულ უკმარისობებს და სხვა. აკკერმანსიის ნორმა———-აჩერებს კიბოს, აჩერებს დაბერებას,აქრობს ქრონიკულ დაავადებებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არეგულირებს ინსულინრეზისტენტობას, აქრობს ტკბილეულისადმი მსუნაგობას; მართავს დიაბეტს და გადმოყავს ის სასიცოცხლო ფორმებში;ეხმარება ჰორმონების დაბალანსებას,ქმნის სასარგებლო ბაქტერიებს და ამცირებს მავნეებს,არ უშვებს ტოქსინებს ნაწლავებიდან სისხლში,ბოჭავს ზედმეტ ცხიმს,აჩერებს ანთებებს;არეგულირებს ინსულინს ,რომელთან არა მარტო დიაბეტი, არამედ უამრავი დაავადებაა დაკავშირებული, მათ შორის—- დეპერსია, შიზოფრენია, ნევროზი, ქცევითი აშლა და სხვები ;აცილებს უეცარი სიკვდილის ფენომენს ; ახდენს სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას, რის ფონზე აუმჯობესებს უამრავ დაავადებას;არეგულირებს ქოლესტერინს,ხელს უწყობს სასიცოცხლო ფერმენტების შექმნას და სხვა.
აკკერმანსიის ნორმა ნიშნავს ——პროსტაგლანდინების ნორმას.
თუ პროსტაგლანდინები ნორმაა———–მშობიარობის სისხლდენა და მელოგინეს თრომბით სიკვდილი არ არსებობს; პრემენსტრუალური სინდრომი არ არის და არც ჭარბსისხლიანობაა მენსტრუაციის დროს ,რომელიც ,ჰორმონების ძლიერი გადახრაა, შესაბამისად, პროსტაგლანდინების და აკერმანსიის მოშლაა. პროსტაგლანდინების ნორმა ნიშნავს კუჭ-ნაწლავის დაცვას კიბოსგან და წყლულებისგან .პროსტაგლანდინები არასოდეს იქნებიან ნორმაში, თუ აკკერმანსია გადახრილია. პროსტაგლანდინების გადახრაა ენდომეტრიოზი, რომლის გამო ქალები სიმსივნეებამდე მიდიან, რადგან, ხშირად პროსტაგლანდინებზე წარმოდგენაც არ არის. პროსტაგლანდინების გადახრაა ასევე—-თვითნებური აბორტი, მელოგინეს ეკლამფსია,ნებისმიერი ალერგია, ქრონიკული ჭინჭრის ციება , ართრიტი და სახსრების ყველა დაავადება,ეგზემა, დერმატიტები, , ასთმა და ასთმური ბრონქიტი,თვალის პრობლემები,სისხლძარღვების ათეროსკლეროზი; გულის, ღვიძლის ,თირკმლის ,ტვინის დაავადებები;ინფარქტი, ინსულტი. გლაუკომა.უპირველესად კი, თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის დაავადებები და სხვა.
ნებისმიერი დაავადება საფუძვლიანად რომ მორჩეს, ჩამოიყვანე ნორმაზე პროსტაგლანდინი.ამისთვის ,ნორმაში ჩააყენე აკკერმანსია. პროსტაგლანდინის ნორმა ნიშნავს თრომბის არარსებობას. ამის სამეცნიერო დასტური ანუ არაქიდონის მჟავის ცვლის დეტალები ბევრჯერ განმიხილავს.
ნებისმიერი ანთების—მაგალითად, ფილტვის ანთების , ოპერაციების შემდეგ ნაწლავის ქსოვილში დარჩენილი ანთების და სხვა ანთებების დროს —-თუ ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორს ნორმაზე არ აიყვან, ბოლომდე აღდგენა და რეგენერაცია ვერ მოხდება .ქსოვილი დარჩება მალულად დაზიანებული. აკერმანსიის ნორმა ააქტიურებს ფიბრობლასტების ზრდის ფაქტორებს . აღადგენს ქსოვილებს ჯანმრთელ სტატუსამდე. დეფექტით დაბადებულ ბავშვებს მთელი ცხოვრება ამ ფაქტორის დეფიციტი აქვთ .
აკკერმანსია ახალი პრობიოტიკული შტამია .მედიცინამ მის შესახებ, მხოლოდ ,10 წლის წინ შეიტყო და ჯერ კიდევ ბევრი ექიმისთვისაც კი ის უცნობია. ის ექიმები, რომლებიც ადამიანებს ვმკურნალობთ დარღვეული მექანიზმების გამოსწორებაზე აქცენტით, აკკერმანსიის ფენომენს 10 წელია ვაკვირდებით ყველა პაციენტში. აკკერმანსიის ნორმა აღადგენს ლორწოვან გარსებს, რაც უპირობო დაცვაა სიმსივნეებისგან .რადგან, სიმსივნეების დიდი რიცხვი ლორწოვან გარსებშია. მაგალითად ,კუჭის კიბო, საშვილოსნოს ენდომეტრიუმის კიბო და სხვა. აკკერმანსიის შტამი მთლიანად პატრონობს კუჭ-ნაწლავს და ყველა ორგანოში ახდენს კეთილი ბაქტერიების დაბალანსებას .მხოლოდ აკკერმანსიის ნორმის პირობებში გადაიქცევა სრულად —-საკვები ენერგიად და ცხიმად არ ჩაწვება. აკკერმანსიის ნორმის ფონზე ——- ლამინები არ ზიანდება, ღეროვანი უჯრედები მუდმივად წარმოიქმნება, ტელომერები არ მოკლდება და შედეგად, სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება.
მხოლოდ ნაწლავის მიკროფლორა იძლევა იმუნურ პასუხებს,ჯანმრთელობის პრობლემების დროს და სწორი პასუხისას დაავადებების გამომწვევ მავნე აგენტებს ანეიტრალებს. ყველაზე რთული მეტაბოლური სინდრომები, აუტოიმუნური დაავადებები, კიბოები ,ქრონიკული დაავადებები ,ნაწლავის დიზბაქტერიოზის დროს ვითარდებიან დარღვეული აკკერმანსიის ფონზე. დიდი მუცელი აკკერმანსიის მოშლის კლასიკური მაგალითია . დიდი მუცლის დროს აკკერმანსიის დაბალანსებისთვის თუ შესაბამისი მკურნალობის შესაძლებლობა არ გაქვთ—– ეხმარება გრეიფრუტი.
წონის ჯანსაღად დაქვეითება ვერ მოხდება აკკერმანსიის ბალანსის გარეშე.
გულის უკმარისობა ბევრს აქვს .მაგრამ ,რატომ აქვს მათ შორის ზოგს ქოშინი კიბეზე? ეს აკკერმანსიის ძლიერი მოშლაა. ამ ფონზე კოლაგენი იშლება და ალფაგლიცეროფოსფოქოლინი და კრეატინი ვერ შეიწოვება. რაც აძლიერებს ქოშინს. აკკერმანსიის დისბალანის გამო სასიცოცხლო ტანინები ვერ შეიწოვებიან. ტანინები იცავენ კეთილ ბაქტერიებს,ანეიტრალებენ მავნეებს .აკკერმანსიის და ბუტირიუმის დაცემის გამო ტანინები ნაწლავებიდან ვეღარ შეიწოვებიან. ყველაზე სასიცოცხლო ტანინებია—ნორვეგიული ნეკერჩხალი,აკაციის ქერქი და რევანდი .
რატომ უყვარს ძროხას აკაციის ფოთლები? ის აკაციისგან სასიცოცხლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს , უპირველესად, კი ტანინებს –იღებს. ძროხას აკაციის ფოთლების ჭამის დროს, სიამოვნებისგან მოკაიფე თვალები აქვს. ყველაზე ნატურალურ და სიცოცხლის გამახანგრძლივებელ რძეს ქმნის ის ძროხა ,რომელიც აკაციის ფოთლებს ეტანება .ძველი ქართული ტრადიციაა—– პატრონისგან ძროხის პატივისცემა აკაციის ფოთლების დელიკატესით.აკაციაში ტანინებია ,რომლებიც დაზიანებული ღვიძლის ერთ-ერთი მთავარი გადამრჩენებია. სანამ ადამიანის ღვიძლს, ძროხის ნატურალური რძის მონელება შეუძლია ,იმუნიტეტი ბოლოდე არ დაეცემა. თუ ადამიანს რძეზე კუჭი ეშლება, მას ღვიძლის 40 მდე ფერმენტი აქვს დაცემული.მისი სიცოცხლე აკკერმანსიის დალაგებას ითხოვს.
აკკერმანსიის სასწაულმოქმედებების ჩამონათვალშია——–ის ცე რექციულ პროტეინს, ინტერლეიკინ 6 ს,სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას, ციტოკინებს ,პროსტაგლანდინებს, გასტრინს, სომატოსტატინს და სომატოტროპინს , ინდოლებს, მელატონინს და მსგავსებს——ანუ მძიმე ანთებების და სიმსივნის სხვა მარკერებს ნორმაში აყენებს. ყველაზე სასიცოცხლო ნივთიერებების ნორმა, რომლებიც კიბოს არარსებობის გარანტი არიან, აკკერმანსიის ბალანსზეა დამოკიდებული. როდის მატულობს ნორმის ზევით ინტერლეიკინ 6 ?——-რევმატიული ართრიტის მძიმე ფორმა, ფსორიაზული ართრიტი,პურპურა, პოდაგრული ართრიტი, მიელომა ანუ ძვლის ტვინის კიბო,აუტოიმუნური დაავადებები, ლიმფომები, სეფსისი, ღვიძლის დაშლა,ეკლამფსია,თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის გართულებული პრობლემები, პრობლემური ფარისებრი, სიმსივნეები ,მძიმე ინფექციები და სხვა დროს. აკკერმანსიის ნორმა ამცირებს ——ინტერლეიკინ 6 ს , ასევე,ამცირებს მწვავე ინფარქტ-ინსულტების და გაავებული თრომბოემბოლიის შანსებს. ინტერლეიკინი ციტოკინია. ის ცილაა და იქმნება და იზრდება შემოჭრილი ანტიგენის პასუხად. ჭარბდება ცხელების, ტკივილების, ალერგიების, ასთმური ბრონქიტების და სხვა ანთებების დროს. ის იზრდება როცა სიცოცხლე ეჭვის ქვეშაა.
აკკერმანსიის ნორმის გარეშე ფარისებრის დაზიანება, ჩიყვები და სიმსივნეებამდე მისვლა ადვილად ხდება. აკკერმანსიის ნორმა ხსნაა შაქრიანი დიაბეტიანის პრობლემური ცხოვრების. ინსულინრეზისტენტობის დალაგება, რომლის გადახრა გამოუსწორებლად აყირავებს ჯანმრთელობას და ამცირებს სიცოცხლეს , იწყება აკკერმანსიის ნორმიდან.
ჭარბი სიმსუქნე ,მხოლოდ აკკერმანსიის ნორმის დროს აღარ არსებობს როგორც მცნება.
ყველა ქრონიკული, მძიმე დაავადებების, ძლიერი ვირუსების, სიმსივნეების დროს ნაწლავის დისბაქტერიული ფლორა იმიტომ ვერ აჩერებეს კიბოს უჯრედების გამრავლებას და ტოქსინების შედინებას ორგანიზმში, რომ აკკერმანსიის მოშლაა ,რასაც მოყვება ბუტირიუმის დაზიანება, გლუტამინის და სხვა ამინომჟავების ცვლის დარღვევით, სისხლის ფორმიანი ელემენტების დაზიანებით და სხვადასხვა დაავადებებით.
მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანის ყველაზე დიდი სასიცოცხლო საშველია—–მცირე-მცირე რაოდენობით ნატურალური კვება, სუფთა ჟანგბადის და მშვიდი ცხოვრების ფონზე.








