საიდან მოდის თრომბი, რომელიც ყველა დაავადების მექანიზმშია?

რეალურად საიდან მოდის თრომბი, რომელიც ყველა დაავადების მექანიზმშია , ხოლო მისი გართულება სიკვდილამდე მიდის.
გაიგე რატომ ხარ ავად .
თრომბოზებზე ბევრი იწერება, ბანალურ ჟურნალ-გაზეთებშიც კი. სამწუხაროდ, პრიმიტიული გადაწყვეტებიც ძალიან ბევრია ამ საკითხის. მთავარი მიზეზების ახსნას, თითქმის, ვერსად ვერ ნახავთ. ამ თემის ცალკეულ დეტალებზე ბევრჯერ აღმინიშნავს. ვენების ირგვლივ ბევრი რეალური და აქამდე უცნობი შტრიხი გაგაცანით .ახლა დავაკონკრეტებ, თრომბის მთავარ მიზეზს, რომ ადამიანებმა თავი უფრო დაიცვან და მეტი იცოდენ მოსალოდნელ გართულებებზე. ვასკულიტებზე და ვასკულიტურად გადაგვარებულ სისხლძარღვებზე ვრცლად გესაუბრეთ. ეს ფაქტიურად იგივე თემაა. მაგრამ, დღეს ძირითადად , გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით ავხსნი. გართულებული თრომბი კლავს ადამიანს. მკვლელისგან თავი რომ დაი ც ვათ, ამისთვის წარმოდგენა უნდა გქონდეთ——–ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე და ანტიპოსფოლიპიდურ ანტისხეულებზე. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ანუ აპეესი,ზოგადად რომ ვთქვა , სისხლის რეოლოგიის დარღვევა დ ა არასწორი შედედებაა. სისხლის შ ედედების უნარი სასიცოცხლოა. მხოლოდ, პათოლოგიური შედედება ქმნის თრომბს. ამ ბოლო სიტყვების მექანიზმი ვისაც ბოლომდე ესმის, ის გამათხიერებელის გრძელ კურსს , სისხლის ფორმიანი ელემენტების მაკომპენსირებელი მედიკამენტების გარეშე არ დანიშნავს. სისხლის რეოლოგიის დარღვევით მიიღება არასწორი შედედებაც და სისხლდენაც. მსოფლიო მედიცინის სტანდარტით, კიბო სწორედ ასე განისაზღვრება–სისხლის მიმოქცევის ——რეოლოგიის ტოტალური დარღვევა. ამ სინდრომს კიბოსთან იგივე გადაკვეთა აქვს, როგორც ინსულტთან, ვენების თრომბოზთან, შაკიკთან; თვალში , თუნდაც პატარა სისხლჩაქცევასთან და სხვა. აპეესი ორგანიზმის საპასუხო აუტოიმუნური ზიანია , რის ხარჯზე ფოსფოლიპიდები ნადგურდება. სწორედ აქედან იწყება ადამიანების დიდი სასიცოცხლო პრობლემები. ფოსფოლიპიდებზე ძალიან ხშირად გესაუბრებით და ავღნიშნავ, რომ კოსმოსისგან, სასიცოცხლო ენერგია , რომელიც ღვიძლსა და ნაღველში ლოკალიზდება, სწორედ ფოსფოლიპიდებში გროვდება. ადამიანი მანამდეა ცოცხალი, სანამ ამ კოსმოსურ ენერგიის მუხტებს ფლობს. ფოსფოლიპიდები კი , არიან მათი მიმღებები და ორგანიზმის სასიცოცხლო დრაივები. არათუ ქრონიკული დაავადებების დროს , არამედ ნებისმიერი მცირედ გართულებული პრობლემის დროს, მკურნალობაში მონაცვლეობით, ვითარების შესაბამისად , სხვადასხვა ფოსფოლიპიდი ყოველთვის ჩართული მაქვს. თრომბოზების ლოკალურ გამოვლინებას თუ კონგლომერაციას, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი იმიტომ ჰქვია, რომ მათი სამიზნე——- სიცოცხლის მთავარი შემაკავებელი ბაზისი ანუ ფოსფოლიპიდებია. აქედან ნაწილდება და იმართება ორგანიზმის სასიცოცხლო ძალა და შესაძლებლობები. თუ ისინი არ დაზიანდა და დეგრადირდა , თრომბი ფეხს ვერ მოიკიდებს ვენაში და არტერიაში . ხშირად მივუთითებ ——–ჯერ ფოსფოლიპიდური ცხიმოვანი შრე ზიანდება , შემდეგ ——– ვენის, სისხლძარღვის და არტერიის კედლების შრე ების ბიოქიმია იშლება. შემდეგ კი მათ კედლებზე თრომბული მასები ჩალაგდება. ანუ უპირველესად -ფოსფოლიპიდური ცხიმოვანი შრე გამოდის მწყობრიდან . ეს კი საბოლოო დამშვიდობებაა ჯანმრთელობასთან. ხოლო , დამშვიდობება არის თუ არა სიცოცხლესთან, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორი ხარისხის მკურნალობა გექნება. რადგან , არასტაბილურ და უკონტროლო ჯანდაცვაში , დაავადებულის მიმართ ყველა ქმედებას დღეს მკურნალობა ქვია. ფოსფოლიპიდური პრობლემები ნიშნავს—– თრომბის უშუალო მიზეზით, უამრავ ქრონიკულ დაავადებას . შედეგში კი შემცირებულ სიცოცხლეს. თუ ნებისმიერი მკურნალობის დროს მთავარი აქცენტი—– სისხლძარღვების, ვენების და არტერიების უჯრედების , ფოსფოლიპიდური მემბრანების გარსების აღდგენაზე არ გვექნება, შემოჭრილი აგენტების განეიტრ ალება ვერ მოხდება და ადამიანი შეუქცევადად ზიანდება. რადგან , ფოსფოლიპიდის სიჯანსაღის ხარისხი წყვეტს———- -გადაისროლოს თუ არა მან ცხიმოვანი ემბოლა- ტვინში ან გულში და განავითარის ინსულტი, ინფარქტი ან სიკვდილი. ან გასკდეს თუ არა სისხლძარღვის და ვენის კედელი , შემადგენელი კომპონენტების დეფიციტის გამო. ფოსფოლიპიდი არის მთავარი სტუქტურული და ჰისტოლოგიური ელემენტი -ორგანოების, სისხლძარღვების ,არტერიების , ვენების—- უჯრედების გარე გარსების და მემბრანების. თუ ფოსფოლიპიდური ცხიმოვანი შრეები ადამიანს ჯანსაღი აქვს, არ იქნება სისხლდენები——-ცხვირიდან, საშვილოსნოდან, კუჭიდან. არ იქნება არც ინფარქტი და არც ინსულტი. სისხლძარღვების, ვენების ,არტერიების სიმტკიცე და ორგანოების სიჯანსაღე ფოსფოლიპიდური ცხიმების შრეებზე მთლიანადაა დამოკიდებული. რადგან სამყარო, ამ შრიდან აწვდის ადამიანს, სიცოცხლის შანსს. არამარტო ეს სასიცოცხლო ბაზისები, არამედ ფერმენტების აქტივობაც მთლიანად მათზეა დამოკიდებული. ადამიანს ყველა ფერმენტი აქვს . ნ ებისმიერი დაავადება არის , რომელიმე ფერმენტის—- ან დაქვეითება ან მუტანტურ ფორმაში გადასვლა ან აქტივობის დათრგუნვა. მაგალითად , ციროზი, შაკიკი, ქოლესტერინის სიჭარბე, კუჭ-ნაწლავის , სახსრების და კიდევ უამრავი დაავადება იმიტომ არის, რომ შესაბამისი ფერმენტების აქტივობაა დათრგუნული . თუ ფოსფოლიპიდური ცხიმის შრე ჯანმრთელია, ფერმენტები ადექვატურად მუშაობენ. მტკიცე ფოსფოლიპიდური შრის ფონზე , კიბო ფეხს ვერ მოიკიდებს ისე, რომ აპოპტოზმა მის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს. სისხლძარღვის, არტერიის და ვენის კედლის დრეკადობის ხარისხი, პირდაპირი მანიშნებელია ამ შრის სიჯანსაღის. ქოლესტერინიც ლიპიდია ანუ ცხიმი. მისი როგორც მატება , ისე ნორმის ქვევით შემცირებაც საზიანოა. ის სისხლძარღვის და ვენის გარსში ფოსფოლიპიდებს შორის არის ამოფენილი. როგორც შენობის საფუძველია ბეტონები, რომლებიც შეკრულია ცემენტის ხსნარით. ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ , როგორც სახლის ბეტონები——-ადამიანის ჯანმრთელობის საყრდენად ფოსფოლიპიდური ცხიმის შ რე . ფოსფოლიპიდური ცხიმი, ადამიანისთვის სახლის საყრდენი ბეტონებივითაა და ქოლესტერინითაა შეკრული. ერთმანეთში შეკვრა ნიშნავს, მილონობით ურთიერთბალანსირებული ბიოქიმური რეაქციების უსასრულო ჯაჭვს. საიდანაც, თუნდაც, ერთი ვიტამინის ან მინერალის ან მჟავას ან მიკროელემენტის დაკლება ან მატება ნო რმის ზევით, უკვე დაავადებაა და შეიძლება ძალიან მძიმე. რა დაემართება სახლს, თუ ბეტონი დაიფშვნება? შესაბამისად მისი შემკვრელი და დამაკავშირებელი ხსნარი ანუ ქოლსესტერინიც თავისთავად ფუნქციას დაკარგავს. მედიცინასთან უკიდურესად შორს მდგომიც კი მიხვდება , რომ ქოლესტერინის სიჭარბე არ იქნება, თუ ფოსფოლიპიდური შრე ძალიან დაზიანებული არ არის ფონად . დარღვეული ჭარბი ქოლესტერინის აღდგენა ამიტომ უნდა მოხდეს დაზიანებული ბიოქიმიური რეაქციების გამოსწორებით. სტატინების ჩაქუჩივით ზეწოლა, ანალიზის პასუხში უფრო შედეგიანია, ვიდრე მექანიზმში და სიცოცხლის წლების მომატებაში. სტატინებზე დღეს თანამედროვე ევროპულ მედიცინას უკვე ბევრი შენიშვნები აქვს. ფოსფოლიპიდური ცხიმის შრის სისუსტე, გამოცხადებული თრომბოზის სქემაა ორგანიზმში. რადგან, ის ქოლესტერინითა შეკრული, ამ შრის დაზიანების და შედეგად ქოლესტერინის ნორმის დაღვევით, ადამიანის სიცოცხლის წლების შეკვეცა უკვე რეალურია. ქოლსტერინის სიჭარბე ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ ფოსფოლიპიდური შრე ძლიერ დაზიანებულია. რადგან , ეს შრე ქოლსტერინითაა შეკრული. ანუ ადამიანის სიცოცხლეს ბაზისი უკვე ენგრევა. თუ შესაბამისი, მექანიზმებზე გათვლილი მკურნალობა არ მოხდა, სტატინი ისე ვერ გააჯანსაღებს ქოლესტერინს , რომ მან სიცოცხლის მთავარი ბაზისი———-ფოსფოლიპიდური ცხიმის შრე შეკრას სიზუსტით. ისე ვერ შეკრავს, ორგანიზმის ჯანმრთელობა რომ გარანტირებული იყოს. მხოლოდ ზედაპირულად გააქრობს. ჯანმრთელობის გამოსწორება, ქოლესტერინის სიჭარბის დროს, ასევე ყველა დაავადებისას, მხოლოდ დარღვეულ ბიოქიმიური რეაქციების თანდათან აღდგენით შეიძლება და არა კრესტორებით და მსგავსებით. რადგან , ამ ბიოქომიური რეაქციების გრძელ მწკვრივში , რომლებიც ამინომჟავების გრაფიკულ ფორმულებს ქმნიან———–სამყაროდან ბოლომდე ჩაწერილია სიცოცხლის გზა. ამ ცხიმოვანი შრის დეგრადირების გარეშე, ბუნებაში არ არსებობს არცერთი დაავადება, რომლის მექანიზმში თრომბია. ამიტომ, უნდა გაკონტროლდეს ზოგი თვითმარქვია, ვითომ ადამიანების გასახდომი ჯგუფი, რეალობაში კი ფულის გამომძალველები. მათ პროგრმებში ცხიმის სრული იგნორია. ჯანსაღი ცხიმი ორგნიზმისთვის სასიცოცხლოა. ახლა სწორედ ჯანსაღ ცხიმზე ვსაუბრობ. ორგანიზმის სიცოცხლის ხაგრძლოვის მტკიცე გარანტი და ბაზისი, სწორედ ეს ცხიმოვანი შრეა. ეს ცხიმოვანი შრე, ასევე შეიძლება შევადარო ფურცელს, ქოლესტერინი მელან ს და ამ ფურცელზე ანუ ფოსფოლიპიდურ ცხიმოვან შრეზე, ამ მელნით იდუმალი სამყაროსგან დაწერილია სიცოცხლის გზა—————- დაბადებიდან ბოლომდე. ეს გზა მით უფრო გაგიხანგრძლივდება, რაც ნაკლებად დარღვეული გექნება მინერალურ-ვიტამინური და სხვა კომპონენტების შემადგენლობა. რადგან, ამ კომპონენტებით დაწერილ ფორმულებს მიყავს ადამიანი სიცოცხლის გზაზე. ფოსფოლიპიდების დაზიანება ხიდის ჩანგრევას ჰგავს, რომლის გადავლის შემდეგ სასიცოცხლო გზა უნდა გაგრძელებულიყო. ისინი—- ვენების, სისხლძარღვების და არტერიების გარსების მთავარი სასიცოცხლო და გამადრეკადებელი ფონებია . მათ პრობლემას, განსაკუთრებით ნერვული ქსოვილები და ნერვული უჯრედები ვერ იტანენ. დეპრესიის თუ ფსიქოზების მთავარ მიზეზად , ამიტომ არის გამოკვეთილი, მაღალი დონის მედიცნაში——-არტერიაში თრომბი და ნერვული უჯრედის კედლის დაშლა , რასაც ფოსფოლიპიდების შრის პრობლემა უდევს საფუძვლად. ხოლო ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება, ამ შრეს უფრო სწრაფად შლის . განსაკუთრებით ღვიძლში დ ა ტვინში . ტვინის, გულის, ღვიძლის, სახსრების, კუჭ-ნაწლავის უჯრედების დაშლა ამ შრის დაზიანებით იწყება. აპოპტოზი ვერ შედგება , ამ შრის არასტბილურობის დროს და დაავადებები ფეხს მოიკიდებენ ქრონიკულად. კიბო კი შეუქცევადი გახდება . გაქვს ფოსფოლიპიდების ცხიმოვანი შრე მტკიცე?———–აუცილებლად იცოცხლებ. აუცილებლად გამოხვალ ყველა მძიმე მდგომარეობიდან. აუცილებლად მოხდება შენი დაავადების მორჩენა, ბევრი , აუცილებელი ეტაპის გავლაც რომ დაგჭირდეს. რადგან , სწორი მკურნალობის შემთხვევაში, დაავადების მორჩენის დროს განსაზღვრავს, ის ფაქტორი, თუ რა სიღრმის დაზიანებაა ამ შრეში. ჩემი აზრი და გონება თითოეულ პაციენტზე, ამ შრის კონტროლზე და გაჯანსაღებაზეა მიმართული.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამოვლინებაა ყველა ის მექანიზმი, რომლის დროსაც სისხლძარღვში თრომბია გაკვანძული. რა დაავადებებით, სინდრომებით, სიმპტომებით და ჩივილებით არის გამოხატული ანტიპფოფოლიპიდური სინდრომი ადამიანებში? სამწუხაროდ ადამიანების ძალიან დიდმა პროცენტმა ,არ იცის მსუბუქი და მძიმე დაავადებების დროს ,რა არის მათი დაზიანების მთავარი მიზეზი. ეს სინდრომი ფონია ყველა დაავადების—– მსუბუქის , მძიმეს თუ სასიკვდილოს. როგორი სიმძიმით მიდის ეს სინდრომი, ისეთივე გამოხატულებით მიდის დაავადება. ამ სინდრომის პირველი ეტაპის გამოვლინებებია, ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად ——–მალე დაღლა; მოშლილი ორსულობები; ლიმფური ქსოვილის დაზიანება , უპირველესად შეშუპებით გამოხატული,შესაბამისად პრობლემური ლიმფური ჯირკვლები; დაბალი ან მაღალი ტემპერატურების გახანგრძლივება; რეინოს სინდრომის მსუბუქი თუ მძიმე გამოვლინება ანუ თითის დაბუჟება ან შეგრძნების დაქვეითება ან გაციება ; თმის ცვენა; სახსრების ანთებები; ყველა ტიპის ვენოსტაზი შეშ უპებით ;ფსიქოზები, დეპრესია ,ღვიძლი, თავისი აწეული ქოლესტერინით; ინფარქტი , ინსულტი, თირკმლის და სხვა ორგანოების უკმარისობები ; არტერიების, ვენების, სიხლძარღევბის ფორმის და კედლების დაზიანებები სხვა. ამ სინდრომის გამოვლინებებია-ასევე ——კიდურების ძლიერი თრომბოზი; თავის ტვინის დაავადებები, ინსულტის ჩათვლით; გულის დაავადებები და ინფარქტები; თირკმლის და სხვა ორგანოების მწვავე უკმარისობები; ელენთის დაზიანება; კუჭ-ნაწლავის გართულებული ვითარებები; შაკიკი და სხვა. საერთოდ ამ მიზეზითაა ყველაფერი, რაც გამოიხატება დისკომფორტით, შეტევით ტკივილით, მდგომარეობის ძლიერი დამძიმებით. რადგან , ყველა დისკომფორტის ან შეტევის მთავარი მიზეზი თრომბოზია. როცა საუბრობ თრომბზე , გულისხმობ ამ სინდრომის რომელიმე დონეს. თუ ყურადღებას მიაქცეთ იმას, რომ, მაგალითად, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის სტანდარტით—— თმის ცვენა , ამ სინდრომის ძლიერი გამოხატულებების მწკვრივშია, მაშინ დარწმუნდებით, ბევრი მკურნალობები როგორი გადასახედი და შესაცვლელია.
თრომბზე საუბარი ძალიან პრიმიტიული ხარისხისაა, ამ სინდრომისა და ანტიიფოსფოლიპიდური ანტისხეულების გარეშე. ახლა ვსაუბრობ არა ანტიფოსპოლიპიდურ სინდრომზე, არამედ მის მთავარ და წარმართველ მიზეზზე—ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებზე . ანუ თრომბის წარმოშობის მთავარ მექანიზმზე და მიზეზზე. თუ ორგანიზმში რამე სახის ფიზიოლოგიური ან ბიოქიმიური მოშლაა ან ავტოიმუნური დაავადებაა, მაშინ ამ ადამიანის იმუნიტეტი , უფრო სწორად, მისი იმუნური კომპლექსები და სისტემები, წარმოქმნიან ანტისხეულებს———-სისხლის უჯრედების და ასევე——სისხლძარღვების, ვენების და არტერიების შემადგენელი უმთავრესი უჯრედების——–ფოსფოლიპიდების და მათთან ფიზიოლოგიურ რეაქციებში მყოფი —-ცილების და ამინომჟავების მიმართ. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები ქმნიან ყველა დამახინჯებულ ბიოქიმიურ პირობას ვენების და სისხლძარღვების თრომბირებისთვის. ყველა თრომბი ამ ანტისხეულების კისერზეა. ყველა სიკვდილის————-მითუმეტეს უეცარი სიკვდილების მთავარი შემომქმედი ისინია. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები თუ ბევრია, მაშინ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი კლასიკურადაა. ამ ანტისხეულების ჩამონათვალიდან, რომელიმე ან რამდენიმე დიდ პროცენტს აქვს მოსახლეობის. რადგან , ჩვენში ავადობა ძალიან მომატებულია. უფრო მეტად მისი ზეწოლა აქვთ——გულით, წნევით, შაკიკით, ღვიძლით , ვენური პრობლემებით შეწუხებულებს . ასევე,ალერგიებით, ეგზემით, სახსრების და კუჭ-ნაწლავის დაზიანებისკენ და შეშუპებისკენ მიდრეკლ ადამიანებს. თუ ადამიანს ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები არა აქვს, ვენების, თრომბის და შეშუპების პრობლემა არ შეიძლება ქონდეს. შესაბამისად, არ ექნება——–ინსულტის, ინფარქტის, გულის სტენტის საჭიროება. ადამიანი გაქრონიკულებული დაავადებით ან სინდრომით ამ ანტისხეულების მტარებელია. ეს ანტისხეულები მატულობენ ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დროს. ამ ანტისხეულების ორგანიზმში დამკვიდრების სწრაფი მაპროვოცირებლებია——ანტიდეპრესანტები და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. ეს ანტისხეულები არიან ადამიანის დაავადებების და სიკვდილობის საწყისი და მთავარი მიზეზი. რადგან , ისინი ქმნიან——– თრომბს. კონკრეტულად რა საფეხურებით , ამ ფორმულების გრძელი მწკვრივისგან შემდგარი ბიოქიმური რეაქციების განხილვა მეტად შორს წამიყვანდა. თრომბის უშუალოდ შემქმნელები არიან ეს ანტისხეულები. ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულებიც დროებითი სტუმრები იქნებიან და ფეხს ვერ მოკიდებენ ორგანიზმში, თუ მათ მტკიცე ფოსფოლიპიდური შრე დახვდება. თრომბული ფაქტორი ს არსებობის და მისით შექმნილი ფიზიკური დაბრკოლების გამო, ორგანოთა უჯრედები ღარიბდება ჟანგბადით და საკვებით. ასეთი უჯრედები ან იღუპებიან ან დაავადებები გამოვლინდება. თრომბოზი არის, როგორც სისხლში ,ასევე ვენის, არტერიის და სისხლძარღვის კედელში. ყველა თრომბოზი დოპლერზე არ ჩანს. ის ჰისტოლოგიური და მორფოლოგიური მეთოდებით უნდა იპოვო . ხშირად ავღნიშნავ ამ მომეტს , როცა დოპლერზე არ ჩანს , არ არის თრომბი————–ასეთი პასუხია . ადამიანიც იჯერებს და რჩება შეზღუდული სიცოცხლის რისკის ქვეშ. სახიფათოა ჯანმრთელობისთვის , თრომბოზის მორჩენის მიზნით —–გამათხიერებლების გრძელი კურსები. როგორც ხშირად ვამბობ და მექანიზმებითაც ვხსნი, თხიერი სისხლი არ ნიშნავს თრომბის არ არსებობას. ანტისხეულების იმუნოლოგიური ზეწოლის გამო , ვენების, სისხლძარღვების და არტერიების კედლების უჯრედები რომ არ დეგრადირდეს და შედეგად თრომბული კერები არ წარმოიქმნას, ამის მთავარი გარანტი მისი სტრუქტურული სტაბილურობაა. რაც სრულფასოვანი იქნება , თუ მოვახდენთ——–ცილების , ამინომჟავების, მჟავების, ვიტამინების, მინერალები ს, მიკროელემენტების ბალანსირებას. ამინომჟავების სტრუქტურები და საერთოდ მათი ბიოქიმია ბედისწერის ხაზს ჰგავს. მათში ზუსტადაა ჩაწერილი, ადამიანის სიცოცხლე ბოლომდე. ისინი შედგება რთული რეაქციების ათასობით ჯაჭვებისგან, რომელთა მთავარი შემადგენელია ეს ჩამოთვლილი კომპონენტები. მხოლოდ ბალანსი წყვეტს სიცოცხლის ხარისხს .ნებისმიერი დაავადება , მინერალების და ამ სხვა ელემენტების ბალანსის დარღვევაა. მაგალითად , ვიტამინის როგორც ნაკლებობა ა ნგრევს ადამიანს ,ისე მეტობაც. ბევრი მძიმე დაავადების მთავარი მიზეზი, რომელიმე ვიტამინის მეტობაა ან ნაკლებობაა. არასოდეს სტიქიურად პოლივიტამინი არ დამინიშნავს, თუ კონკრეტულად მისი შემადგენელი ყველა ელემენტი ამ ადამიანს დაქვეითებული არ ჰქონდა.
უფრო მარტივად გეტყვით——-ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები აზიანებენ ვენების და სისხლძარღვების კედლებს. შედეგად სისხლის შედედების კომპლექსური სქემები აირევა. წარმოიშობა თრომბები, იხშობა სისხლძარღვები .ანუ მათი ზემოქმედების გამო ხდება თრომბების წარმოქმნა.
ქვედა კიდურების ვარიკოზისგან და თრომბოზისგან, ადამიანი ყოველთვის არის ფილტვის ემბოლიის მთვლემარე ნაღმზე . ემბოლია სიკვდილთან ასოცირდება. თრომბი აზიანებს , ასუსტებს, შლის ორგანოების უჯრედებს; ქმნის უამრავ დისკომფორტებს—— შეტევების, ტკივილების და სპაზმების სახით ——–მაგრამ, ადამიანს არ კლავს. პერიოდულად ძალიან შეწუხებული ადამიანი, მიათრევს ცხოვრებას . თანდათან დეგრადირდება მისი ფიზიოლოგია და აკლდება სასიცოცხლო წლები. ემბოლია კი გააგრესიულებული , დაძრული თრომბია და სწრაფი და შესაბამისი დახმარების გარეშე გამოცხადებული სიკვდილია. თუ ბოლომდე ჩამოყალიბებულია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ანუ ბევრ ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულს შეიცავს ადამიანი, უფრო მეტი შანსია ქვემო კიდურებიდან—–ფილტვის არტერიის ემბოლიის. თუ ეს განვითარდა, დაიწყება პულსის აჩქარებით და არითმიის შეტევით . საერთოდ ყველა შემთხვევაში, რაც მეტია ორგანიზმში ასეთი ანტისხეულები, მით უფრო სქელია თრომბი და უფრო მეტი შანსია ცუდი გამოსავლის. ანტიაგრეგანტების—- ე.წ.სისხლის გამათხიერებლების გრძელი კურსები, სისხლძარღვის კედლის მკაცრი კონტროლის გარეშე , ფოსფოლიპიდების შრის დაშლას იწვევს .უნდა შევიგნოთ ეს, რადგან, უკვე დიდი ხანია დადასტურებულია, ძალიან აკადემიური კვლევებით მსოფლიო მედიცინის. ეწ გამათხიერებლები, აუცილებელი, მაგრამ დროებითი საშუალებებია. სიკვდილის პრეცენდენტები, გულის ო პერაციების შემდეგ ფოსფოლიპიდური შრის სისუტის შედეგი იყო . სისხლძარღვის გარსის ამ არაჯანსაღ ფონზე, გამათხიერებლებით, დაუცველი სისხლძარღვის კედელი ადვილად დაზიანდა. როგორც ხშირად ვამბობ———– ის ათხიერებს სისხლს, მაგრამ, ამასთანავე ათხიერებს სისხლძარღვის კედელსაც. სისხლძარღვის კედლის დამცავი და გასამტკიცებელი მედიკამენტები, უფრო ზუსტად——ამინომჟავური ბალანსები ს შექმნა, თავისთავად ფოსფოლიპიდური შრის დაზიანების პროფილაქტიკაა. ეწ გამათხიერებლების მოკლე კურსის დროსაც, მკაცრად უნდა შეფასდეს სისხლძარღვის მემბრანის დაზიანების რისკები. ეს უამრავჯერ მითქვამს, რადგან ძალიან სახიფათოა. ამ დროს სასიცოცხ ლოა ბევრი პარამეტრის კონტროლი . მარტივად საკვლევების მაინც. ეს მარტივად საკვლევები სიცოცხლის მთავარი ღერძებია. როგორიცაა——პროთრომბინი, კალციუმი, კა 2 ვიტამინი, რუტინი, ცე ვიტამინი, თიოქტის მჟავა , მაგნიუმი, ინოზიტილი, თრომბოციტები , ფიბრინოგენი და სხვები. მათი და სხვა აუცილებელი პარამეტრების შეუმოწმებლობა, გამათხიერებლის გაგრძელებული კურსის ფონზე გამოცხადებული სიკვდილია, სისხლძარღვის კ ედლით გახეთქვის საშიშროებით . მაგალითად, თუნდაც პროთრომბინის, კალციუმი ს და მაგნიუმის რიცხვით , გამოცდილ ექიმს შეუძლია ზუსტად ივარაუდოს, დაიწყება თუ არა სისხლდენა. გასკდება თუ არა სისხლძარღვი. თუ ეს თავის ქალაში მოხდა უკვე ინსულტის ყველაზე მძიმე ფორმა——ჰემორაგიული ინსულტია. რომლის გამოსავალი უმეტეს შემთხვევაში ან სიკვდილი ან ინვალიდობაა. სამწუხაროდ არის მაგალითები, ანტიკოაგულანტის გაუკონტროლებელი მიცემის შემდეგ სიკვდილების. ამ დეტალების უკონტროლობის გამო , დღეს ჩვენს მედიცინაში უდიდესი სასიცოცხლო პრობლემები დგას. ყველა დაავადებას შესაბამისი კვება აქვს. კონკრეტული ნომერი მაგიდა ან ნუტრიციული პაკეტი. ასეთი პრობლემის დროს, კვების სტილი განსაკუთრებით სასიცოცხლოა. ის დგება ადამიანის კონკრეტული პარამეტრების საფუძველზე. თუ ფული არ გაქვთ, ყველაზე დაუცველ შემთხვევაში პროთრომბინი, თრომბოციტები , კალცი და მაგნიუმი გაიკონტროლეთ. ან პირად თერაპევტს მიაკითხეთ. ნაკლები შესაძლებლობების შემთხვევაშიც, გამოცდილ ექიმს ამ და სხვა ბევრი პარამეტრის დონის დადგენისას ლაბორატორიული მონაცემები არ სჭირდება. რადგან , არა მარტო რეფლექსები , არამედ ბევრი ჩივილი მიანიშნებს, მათ მაღალ და დაბალ პოზიციაზე. მარტივი მცნება დაიმახსოვრეთ——–უკონტროლოდ ათხიერებ სისხლს ——————-ათხიერებ სისხლძარღვის კედელსაც და ა მზადებ გასკდომისთვის. საერთოდ ტერმინი—– სისხლის გათხიერება, რომელიც ასე ფართოდ დაინერგა მეტყველებაში, ამ ურთულესი სასიცოცხლო საკითხის გააზრების, უპრიმიტიულესი, ძალიან ჩამორჩენილი კონტექსტია. ამ ტერმინის გამოყენებაზეც იგრძნობა სიბნელე მექანიზმებში. ის ურთულესი ფიზიოლოგიური მექანიზმები , რაც ამ დროს ხდება, დიდი პედანტობით უნდა ვაკონტროლოთ. სისხლის გათხიერება და ჭურის რეცხვა ერთი რანგი არ არის. სისხლი— მთავარი სასიცოცხლო ორგანო და ქსოვილია, რომელიც არა მარტო კვებავს ორგანოებს საკვებით და ჟანგბადით, არამედ დაატარებს სასიცოცხლო იმუნიტეტს , გენეტიკუ რ ინფორმაციებს და სასიცოცხლო ფაქტორებს , რომელიც აცოცხლებს ადამიანს. შემთხვევები გაგიგიათ, ადამიანები იღებდნენ გამათხიერებლის გრძელ კურსს –რომელიმე ანტიაგრეგანტს, ანტიკოაგულანტს ან ასპირინს, ისინი გარდაიცვალენ ამ მექანიზმების გაუთვალისწინებლობის გამო. 7 წლის წინ ამერიკის კარდეოლოგთა ასოციაციის კვლევებით ღიად დაფიქსირდა, რომ ასპირინის ხანგრძლივი კურსი გულის მდგომარეობას არ აუმჯობესებს. მას არა აქვს სრული ტროპიზმი გულის კუნთში ანუ ვერ ა ღწევს სრულად . ის ადვილად შეიწოვება თავის ტვინში. მათივე დასკვნით——ტვინისთვის უფრო მართებულია, ზოგიერთი ვარიანტის დროს მისი გამოყენება, ვიდრე გულის მკურნალობის დროს. ოღონდ ამ მექანიზმების კონტროლით და არა ასე ხანგრძლივად.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის კვლევისას ანუ ნებისმიერი რთული ან ქრონიკული და ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობისას , ანტიგენების საწინააღმდეგო ანტისხეულების მოკლე პანელი მაინც უნდა გამოვიკვლიოთ. რომ სასიცოცხლო რისკები დავაზღვიოთ. ეს არის ყველა საშუალო და რთული დაავადების მკურნალობის მთავარი სტრატეგია. სხვადასხვა დაავადების დროს კონკრეტული იმატებს. მაგალითად, ამინომჟავა სერინი იმატებს , წითელი მგლურას, ინფექციური დაავადებების და ყველაზ ე მძიმედ მიმდინარე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს. ასევე, სხვა საშიში კოლაგენოზების დროს. მძიმე ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს ნორმის ზევით იმატებს——–ბე 8 ვიტამინი ანუ ინოზიტოლი. მის სასწაულ, სასიცოცხლო თვისებებზე უკვე ვისაუბრე შესაბამის სტატიაში. ბე 8 ვიტამინი ნორმის ქვევით იკლებს —–დიაბეტის, სიმსუქნის, ინსულინრეზისტენტობის და სხვა შემთხვევებში. ანტიგენი ანექსინი— 5 იმატებს სახსრების დავადებების დროს. B2gpi ის მომატება ———არტერიების და ვენების , ძლიერი, სასიკვდილო , მსხვილი თრომბოზების მანიშნებელია. პროთრომბინის მატება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მკვეთრი მახასითებელია. გაუკონტროლებელი ჯანდაცვის პირობებში , მისი ნორმა სხვადასხვა ლაბორატორიაში სხვადასხვაა. ნებისმიერ,სამედიცინო საქმეში ჩახედულს ძალიან აკვირვებს მისი ნორმის 120 მდე კონსტანტირება. რადგან, მსოფლიო მედიცინის სტანდარტითაც და პრაქტიკული გამოცდილებითაც 100 მდე მისული პროთრომბინი , უკვე ბევრ პრობლემას ქმნის ორგანიზმში. რადგან, როცა ის -100 დაფიქსირდება, ეს უკვე ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ორგანიზმში არსებობას და თრომბული ფაქტორების არტერიებზე და ვენებზე ზეწოლას ამტკიცებს. სავარაუდოდ, ახალ არასწორ რეგულაციებს, რომლებიც ზოგ ლაბორატორიაში გამოჩნდა, ქმნიან ჩინოსანი, მაგრამ მწირი პრაქტიკის, გამოუცდელი ექიმები. მოგეხსენებათ მედიცინა, ეს სამყაროს ამოცნობის ხელოვნებაა. სამედიცინო ცოდნის აღება ინტერნეტიდანაც შეიძლება. მაგრამ, უფრო ზუსტი ექიმობა, ეს არის ცოდნას პლიუს ძლიერი, ხანგრძლივი პრაქტიკა და გამოცდილება. წარმოუდგენელია, სხვადასხა ლაბორატორიაში განსხვავებული რეგულაციები იყოს. ათასობით მაგალითი გვინახავს უკვე, 100 პროთრომბინზე თრომბული გართულებების .
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების ბევრად მეტი ჩამონათვალია, რომელთა განხილვა ძალიან შორს წამიყვანდა. მაგალითად, ლუპუსის ანტიკოაგულანტი ან აგრესიული ანტისხეულები ფოსფოლიპიდების მიმართ , კერძოდ ქოლესტერინის და ქოლინის მიმართ. არტერიები , ვენები სისხლძარვები ამ ანტისხეულების არსებობის ფონზე არა მარტო ვარიკოზული ხდებიან, არამედ ფორმას იცვლიან და დეფორმირდებიან. რასაც მოყვება ტინიტუსის გაძლიერება, თავბრუხვევები, პულსის აჩქარებები; კუჭის აშლის ეპიზოდები ;გულის შეტევები და სხვები, რაც თრომბული მექანიზმების უფრო გართულებას იწვევს. ტინიტუსი ანუ ყურებში ხმაური ,ეს ნიშნავს არა მარტო არტერიების და ვენების ფორმის დეგრადირებას , არამედ რთულ, თრომბულ ობობას ქსელს, რომლის ეპიცენტრები გულსა და ტვინშია. შაკიკის შეტევა , როგორც ხშირად ვხსნი, კუჭ-ნაწლავის გარკვეული ფერმენტების დაბლოკვით იწყება. მაგრამ, ტკივილი ს გამოხატულებას, მხოლოდ ერთი ფაქტორი ქმნის———-ეს არის პარადოქსულ ემბოლად გადაქცეული, გაჩერებული და გაჩხერილი , გააგრესიულებული მიკროთრომბი, თავის ტვინის ყველაზე ლაბილურ და სუსტ სისხლძარღვში, რომელ სისხლძარღვშიც, ანტიფოსფოლიდური ანტისხეულების მიერ ან ტიფოსფოლიპიდური სინდრომი მეტადაა გამოხატული. ანუ თავის ტვინის ამ სისხლძარღვის მემბრანის ფოსფოლიპიდური შრე , სხვასთან შედარებით მეტადაა დაზიანებული. იგივე მექანიზმია, სხვა ნერვული მგრძნობელობის ტონალობაში , ნებისმიერი ტკივილის შეტევის დროს. ასევე თუნდაც, მცირედ აწეულ წნევაზე, თავის ტკივილის დროს. მცირედ აწეულ წნევაზე, დილაობით უსიამოვნო თავის ტკივილი ან დისკომფორტი თავის ქალაში, უპირატესად , ქალასშიდა წნევითაა ამ მომენტში პროვოცირებული. ნებისმიერი ქალასშიდა წნევის პრეცენდენტი ,ნებისმიერ ასაკში, უკავშირდება თავის ტვინის დაზიანებელულ ვენებს და სისხლძარღვებს . მათში ლოკალიზებულია თრომბი, რომელიც ტკივილის მომენტში მცირ ედ ,მაგრამ, ზომაში მაინც გაიზარდა . ინსულტის განწყობით , შეიძლება მთელი ცხოვრება დადიოდეს ადამიანი და მხოლოდ ხანდაზმულობაში გარდაიცვალოს ამ დაავადების შეტევით. ინსულტს რამდენიმე მექანიზმი აქვს. მათ შორის დღეს განხილული თემა წამყვანია. მაგრამ, უშუალოდ დამართების დღეს, მისი დაწყების მთავარი ბიძგია ——–ქალასშიდა წნევის , გარკვეულ,მაღალ პარამეტრამდე ასვლა.
ანტიფოსფოლიპიდური ანუ ჰიუზის სინდრომის დროს , რომელი ც დღეს მოახლეობის დიდ პროცენტს, მათ შორის ბავშებსაც რაღაც დონეზე აქვთ, ზემოთჩამოთვლილი კოაგულაციური პარამეტრების სიჯანსაღე, ადამიანის სიცოცხლისათვის ჰაერივით აუცილებელია. ა ვიღოთ თრომბოციტები. ძალიან ბევრ სისხლის საერთო ანალიზს ნახავთ უკვე განხილულს, სადაც რეაქცია არ არის მის დარღვეულ რიცხვზე . მისი შეფასება ამავე ანალიზში მარტო რიცხვითაც არ უნდა ხდებოდეს. მასზე ბევრს გვაგებინებს ერითროციტების განაწილების ფართი და სხვა მსგავსი პარამეტრებიც. დღეს განხილული სინდრომის მთავარი არსში , ასევე ყველა, ღიად დანახულ თუ ფარულ თრომბულ მექანიზმის დარღვევაში———————ორგანულ შეტევებში, თავის ტკივილში, შაკიკში, ინსულტში, ინფარქტში ,ტინიტუსში, თავბრუხვევებში, სისხლდენებში, მსუბუქ თუ მძიმე სასიკვდილო თრომბოზებში და სხვა მდგომარეობებში , უპირველესად, დევს თრომბოციტების პრობლემა. თრომბოციტებს ჰემოსტაზის ბევრი ფუნქცია აქვთ. სისხლდენის შესაჩერებლად ისინი ეწებებიან დაზიანებული ვენის ან სისხლძარღვის კედელს და ზღუდავენ სისხლის შემდგომ დაკარგვას. რაც დროულად ჩერდება სისხლდენა, უფრო ჯანმრთელია თრომბოციტები. ასევე, ორგანიზმის მიერ, სისხლდენის უსწრაფესი შეჩერებაც პათოლოგიაა. გამათხიერებლის გრძელი კურსი, თრომბოციტების ამ ფუნქციას ბოლომდე ახშობს და სპობს. ყველა ორგანულ კომპონენტს თავისი ძლიერი ტვინი აქვს სამყაროდან ჩადებული და ისინი ადამიანის სიცოცხლეზე მუშაობენ. მაგრამ, სიცოცხლის გზას დახმარების მაგივრად , ზოგი მედიცინა უტვინობით არ უნდა გადაეღობოს. სისხლის ყველა უჯრედი ფორმას ხშირად იცვლის. მაგრამ, თრომბოციტები ფორმას მაშინ იცვლიან, როცა ადამიანს ძალიან უჭირს და ისინი გააქტიურებული არიან , მხოლოდ სიცოცხლის დასაცავად. ადამიანის გადასარჩენად შესრულებული , რთული სამუშაოს დროს , გადაძაბვისგან ფორმას იცვლიან .თრომბოციტების ნორმის ქვედა ზღვარიც კი არის——- სიხლდენისთვის , ინსულტისთვის, ინფარქტისთვის და საერთოდ სისხლძარღვის გახეთქვისთვის გამზადებული . თრომბოციტების მცირე ცვლილებაც კი თუ დაფიქსირდა , ორგანიზმი ძალიან ითხოვს შველას. სამწუხაროდ, ბევრგან ჩამოყალიბდა სტილი, ანალიზების ზედმეტად კეთილად შეფასების და მათში , სასიცოცხლო რისკების ვერდანახვის.
ყველა თრომბოზი სისხლძარღვის კედლის უჯრედული დაზიანების დონეა. სისხლდენის ან თრომბოზის უჯრედული დონის დაზიანებები, გენეტიკური პარამეტრების რღვევაა. უჯრედის ციტოპლაზმის მკვრივი გრანულები ადამიანის სიცოცხლისთვის მთავარი ფონდია. რადგან, ისინი შეიცავენ როგორც გენეტიკური ფაქტორების გადამტან ნივთიერებებს ასევე ————ადენოზინ დიფოსფატს, სეროტონინს, ფიბრინოგენს, შედედების ფაქტორ—-5-ს, ვილბრანტის ფაქტორს და სხვა ასეთივე უდიდესი სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრებს. ამ მკვრივი გრანულების შიგთავსები, ორგანიზმის ზედმეტი დატვითვისას ,რთული დაავადების და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დროს , ჯერ საკომპენსაციოდ გამოიყოფიან, შემდეგ არასწორი მკურნალობის ან პრობლემის უმკურნალოდ მიტოვების გამო — იშლებიან. ეს უფრო ხშირია ———-დიარეის, შეშუპებების, სეროტონინის სინდრომის, ტემპერატურების გახანგრძლივების დროს. ასევე— ინფექციური პროცესების , კუჭ-ნაწლავის და სახსრების გართულებების; მაღალი წნევის, შაკიკის, ქოლესტერინის სიჭარბის, ტინიტუსის, პოდაგრას,ქრ რინიტის , ეგზემის, ალერგიების და სხვა დროს. ეს პროცესები სიგნალებია, რომ ორგანიზმი შიგნიდან, უჯრედულ დონეზე ზიანდება და ადამიანს რელური დახმარება სჭირდება სიცოცხლისათვის. ეს აღარ არის მარტო ფიზიოლოგიური და ადვილად გამოსწორებადი გადახრები. ეს მორფოლოგიური რღვევებია და სიცოცხლისათვის ადამიანის მორფოგენეზი უნდა გაუმჯობესდეს. მაგალითად , ავიღოთ ბევრისთვის უცნობი ,მედიცინაშიც ძალიან ბევრჯერ დაუფიქსირებელი, მაგრამ ადამიანების ყველაზე ხშირი მკვლელი და ფილტვების კიბოს ხელშემწყობი სინდრომი. გაფანტული ინტრავასკულარულ კოაგულოპათია—–რომელსაც დღეს განხილული თემის მექანიზმი აქვს. ბევრია სამედიცინო შეცდომა . ეს სინდრომი როცა ფილტვში მიმდინარეობს , ფილტვების ბაქტერიული ანთება ჰგონიათ. ამ დროს მონაცემები ჰემოსტაზის დაღვევის გამო გამოიხატება და ზუსტად ჰგავს ფილტვების ანთებას. რენტგენზეც კი. შესაძლოა ხან მოხდეს კიდეც ამ ფონზე , დაზიანებული სისხლძარღვის კედლის დაინფიცირება ბაქტერიებით და გართულდეს ფილტვების ანთებით. მაგრამ, უხშირესად , ის ყველა ვარიანტში მხოლოდ ფილტვების ანთებად ფასდება. ნებისმიერი დაავადების , მითუმეტეს ფილტვების ანთების დროს, წყალშია გადაყრილი ანტიბიოტიკი და სხვა მედიკამენტები, თუ მიკროცირკულაციის აღდგენის ფონი არ გაუმჯობესდა. ეს მიდგომა უნდა ნებისმიერი დაავადების მკურნალობას, მაგრამ , კონკრეტულად ამ სინდრომის დროს, უფრო სხვანაირად და დიდხანს უნდა იმართოს კოაგულაციეური პარამეტრები. გაფანტული ინტრავასკულარული კოაგულოპათიის, ფილტვების ანთების რანგში წარმოჩინება და რუტინული მკურნალობა ძალიან ხშირია. განსაკუთრებით 50 წლის ზევით. შესაბამისი მკურნალობა ვერ ხდება, თრომბირებული უბანიც რჩება და სიმსივნის და ემბოლიის რისკიც იზრდება. რჩება ფილტვი შეუქცევადი პროცესისთვის გამზადებული. ყველა დაავადების მექანიზმში თრომბია ,მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა უჯრედულ სიღრმემდე არის პროცესი.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი გართულებულად მიდის აუტოიმუნური დაავადებების დროს. ამ სინდრომის კრიტიკული ფორმები იყო კოვიდით გარდაცვლილებში. ყველა ტიპის სკლეროზის და ალცჰაიმერის დროს ეს სინდრომი მძიმედაა. ასევე დემენციის დროს. მცირე გულმავიწყობის ,მცირე თავის ტკივილები ს, თავბრუხვევების, დაღლილობების , ტაქიკარდიების დროს, გარკვეულ დონეზე ეს მექანიზმები მიდის. ხოლო——- ეკლამფსიების, თვითნებური აბორტების, მშობიარობის დროს ქალის სიკვდილების, ქალების უნაყოფობის ,მკვდრადშობადობის, კაცების პოტენციის დაქვეითების, სიმსივნემდე მისული ან ძალიან გართულებული პროსტატიტების, თვალის დაავადებების დროს ეს სინდრომი მძაფრადაა.
საუკუნის სამედიცინო კრახია, მცირედ მომატებულ წნევაზე წნევის დამწევი, მითუმეტეს, წნევის დამარეგულირებელი. ეს უკვე მოსახლეობის მავნე ჩვევად და თავის დამზიანებლად ჩამოყალიბდა. დაავადება— წნევა, რომელსაც ეს სინდრომი გართულებულად და კიდევ სხვა მიზეზები აქვს, ა რასოდეს გაჩერედბა 130ზე. არც 140ზე. 130 მდე ან 140 მდე წნევა ორგანული სიმპტომი არ არის. ის არ არის იზოლირებული დაავადება—–წნევა. 130 ან 140მდე წნევა არის————- დაზიანებულ სისხლძარღვში გაჩხერილი მიკროთრომბი, რომელიც, წნევის წამლის გარეშე, სხვა მარტივი საშუალებითაც ადვილად კომპენსირდება.
თუ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი მემკვიდრეობითია, მაშინ ჰომოცისტეინის რღვევა , რომელიც გულსისხლძაღვთა პრობლემების დროს ყოველთვისაა და რომელზეც დაწვრილებით უკვე გესაუბრეთ, ძალიან მკვეთრად იქნება გამოხატული. ეს ტესტია მემკვირული ბუნების დასადგენად. ამ დროს მსხვილი თრომბების წარმოშობა და ძლიერი , სიცოცხლისათვის ძალიან საშიში გართულებები ხდება. რადგან, მისი ცილის ფერმენტების მაკონტროლებელი გენების მუტაციების , უშუალო და ძლიერი ზ ემოქმედებაა——ვენებზე, სისძლძარღვებზე და არტერიებზე. ამ ვარიანტს ყ ველაზე ხშირად ახასიათებს უეცარი სიკვდილები, მძიმე ინფარქტები, აორტის ანევრიზმები და სხვა. ამიტომ, თუ მშობელი ———ან კიბოთ ან ინსულტით ან ინფარქტით ან აუტოიმუნური დაავადებით ან სახსრების გართულებული პრობლემით ან ღვიძლის დაავადებით და სხვა ასეთი ძლიერი თრომბული მექანიზმის პრობლემით გარდაგეცვალათ, მეტი ყურადღება და პროფესიული დახმარება გესაჭიროებათ. თუნდაც მარტო იმ დროს, როცა პერიოდული პულსის სიჩქარე ან მომატებული წნევა ან ადვილად დაღლა ან მცირე, მაგრამ გაქრონიკულებული თავის ტკივილი გაქვთ. სიცოცხლე, ჭკვიანი და ერთგული ექიმის მუდმივი მეთვალყურებოთ, შეგიძლიათ უსახსრობის დროსაც შეინარჩუნოთ და გაიუმჯობესოთ . გულის მაღალი წნევის ანუ დიასტოლური წნევის და თავის ტვინის პრობლემის დროს, სიკვდილი რომ თავიდან რეალურად აიცილოთ——————უპირველესად კარდიოქირურგთან განსაზღვრეთ— კორონაროგრაფიის ჩატარების აუცილებლობა თუ არის . თუ არა, მაშინ ჭკვიანი და ერთგული ექიმები მოძებნეთ. მათ შეუძლიათ , ტექნიკური პ რობლემის გამორიცხვის შემდეგ, მიუხედავად თქვენი ბოლომდე დაზიანებული სისხლძარღვებისა და ვენებისა ——ამინომჟავების და მიკროელემენტების პედანტური კონტროლით -ძალიან დიდხანს გაცოცხლოთ.
თრომბოზებს აჩქარებს ——ხშირი ჯდომა, კონტრაცეფტივები; დიდი წონა, რადგან ამ დროს ვენებში წნევა სულ მაღალია; სიმსივნეები, არასწორად და არასრულყოფილად ნამკურნალები დაავადებები, ცხელი სითხეები, ცხელი აბაზანა, ორთქლის აბანო, არასპორტული, უმოძრაო ცხოვრება ; დაბალ დონეზე გაკონტროლებული ვენები და სისხლძარღვები ; გამოუცნობი დაავადებები; სტრესები, ქრონიკული დაავადებები ,სითხეებისგან გამოშრობა, ინფექციების ფონი, ჰეპატიტები, ჰორმონული —-არანატურალური პრეპარატები ; ებშტეინ-ბარის ვირუსი და გადატანილი მონონუკლეოზი; გახანგრძლივებული ტემპერატურები ,თუნდა ც 37 მდე ; ბევრი ქიმიური მედიკამენტები და სხვა. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი უკვეა დაწყებული, თუ გაქვთ——– პერიოდული -ფეხების შეშუპება , დაბუჟება, ცოცვის ან ჩხვლეტის შეგრძნებები; თავის პერიოდული ტკივილი; მხედველობის მცირე დაქვეითებაც ან თვალის ნებისმიერი პრობლემა ; მეხსიერების და ყურადღების მცირე მოდუნება და სხვა. თვალის ალერგიული გაწითლების ქვეშ ხშირად იმალება ამ სინდრომის დასაწყისი. თანამედროვე მსოფლიო მედიცინა, თვალთან დაკავშირებული პრობლემების დროს, თვალს , თრომბისკენ ყველაზე მსწრაფ ორგანოს უწოდებს. ვინც დაიბნა დავაკონკრეტებ ერთი წინადადებით———ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ეს არის——ვენების არტერიების და სისხლძარღვების თრომბოზი, რომელიც ნებისმიერი დაავადების დროს, ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა დონეზე მიდის და მთავარი მიზეზია ავადობების და სიკვდილობის. ვენების პრობლემა მთავარი სასიცოცხლო საკითხია. თანამედროვე მსოფლიო მედიცინის კვლევების შედეგად დადგენილი სტანდარტით—————-ყველაზე მეტად ნაწლავები, ბაქტერიებიდან და მომაკვდინებელი გარე ტოქსინებისგან და შიგა ენდოგენური შლაკებისგან და შხამებისგან, სწორედ ვენების საშუალებით იწმინდება. არა მარტო ნაწლავები ,ასევე თავის ტვინი, გული , ღვიძლი, სახსრები და სხვა შინაგანი ორგანოები სწორედ ასე იწმინდება. თრომბოზული ვენა არა თუ ვერ გაწმენდს ორგანოს , არამედ უფრო შეაკავებს ყველანაირ ტოქსინს და შლაკს . თუ ვენური პრობლემები გაქვთ, არასოდეს არ მოგირჩებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები. თრომბი ტკბილია გემოთ. ამიტომ უყვარს წურბელებს. ამიტომ, ტოქსინებს, შლაკებს და პარაზიტებს მათ გარემოში ხიბლავთ ცხოვრება და გამრავლება. თრომბოზული ვენების არეებში, პარაზიტების კოლონიების ბუმია. განსაკუთრებით——თავში, გულში, პანკრეასში, ელენთაში, არტერიებში, ღვიძლში და სხვა. ამ ეპოქაში, არსებული ეკოლოგიის და ხელოვნური ცხოვრების წესის პირობებში, სისხლძარღვების კედლები უფრო არამდგრადია. მათში ადვილად ხდება თრომბოზული პრობლემები. შესაბამისად, პარაზიტების პრობლემა, ამიტომაა მიჩნეული ადამიანის უკიდურეს დამზიანებლად და კიბოს მაპროვოცირებლად. თრომბის პირობებში მიკროცირკულაცია ვერ აღდგება ანუ სისხლძარღვებში სისხლის ნორმული დინება. ორგანოს, ვენის, სისხლძარღვის კვება ვერ მოხდება. შესაბამისად, დაავადება არ მორჩება, მითუმეტეს, თრომბოზული პარამეტრების და მექანიზმების თანამედროვე სტანდარტებით მართვის გა რეშე.
ექიმი მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share