”მთავარია, რომ ჩვენ ყველას, ქვეყანას და საზოგადოებას უნდა ევროპული მომავალი. სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი. საქართველო ამას არ დაუშვებს – მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ დაუშვებს. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს. არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენ ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგინებს. ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება” –
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს.